დიდი იმედი გვაქვს, რომ "ვიტესი" გაუძლებს ცდუნებას და ეს გარიგება არ შედგება
ჩინური "გუანჯოუ ფული" საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, 23 წლის ვაკო ყაზაიშვილის გადაბირებას გეგმავს. ჰოლანდიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ლაპარაკია კლუბზე, რომელმაც ჩინეთის წინა ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი დაიკავა, ახლა კი შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას აპირებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი სერბი ფეხბურთელი დრაგან სტოიკოვიჩია, დიდებული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ხელი მწვრთნელობას მიჰყო.

ვინც დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთს ადევნებს თვალს, უთუოდ ეცოდინება - ჩინურმა კლუბებმა ბოლო დროს არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს, მსოფლიო ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი გადაიბირეს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ზღაპრული ფინანსური შეთავაზებებით ახერხებენ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ "ვიტესი" გაუძლებს ცდუნებას და ეს გარიგება არ შედგება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში თავისი წონადი სიტყვა თავად ყაზაიშვილმაც უნდა თქვას.

ვაკო 23 წლისაა. მისი კარიერა ახლა იწყება და აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა აძლევდეს ხელს არასაფეხბურთო ქვეყნებში სათამაშოდ წასვლა.

დანამდვილებით ვიცით, რომ ყაზაიშვილის გარჯას "ვიტესში" ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბები. შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ ბუნდესლიგაშიც.

არის მეორე მომენტიც. ასეთ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ბრაზილიელი ფეხბურთელები - ისინი გარკვეული დროით მიდიან საშოვარზე და მერე ისევ ბრუნდებიან სამშობლოში, თუმცა ჩინეთში და ასეთ ქვეყნებში წასვლის შემდეგ, როგორც წესი, დიდ ფეხბურთში დაბრუნება ჭირს.

თავის მხრივ, ყაზაიშვილის გაშვება ამ ეტაპზე არც "ვიტესს" უნდა აძლევდეს ხელს. ყველასთვის ნათელია, რომ ვაკოს გარეშე მიმდინარე სეზონში არნემული კლუბის წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. ბოლო დროს "ვიტესს" ისედაც არ უდგას "ბედნიერი დროება" და ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება კლუბს კიდევ უფრო დაასუსტებს.

ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაი კაცი
არ აპირებს ჩინეთში წასვლას და კარგი იქნება დროს თუ არ დახარჯავთ სისულელეების წერაში
vova
ვალერის პიარი არ ჭირდება საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები ? :) ჩინელები არაცნობად ფეხბურთელებს არ ყიდულობენ
Walkabout
ვაკო უკვე ევროპაშია და სისულელე იქნებოდა მისი მხრიდან ჩინეთში გადასვლა მაგრამ სხვებისთვის უკრაინაში და რუსეთში წასვლას ჩინეთი კი არა კამბოჯა და ფილიპინებიც კი ჯობია...
უშანგი
არ ხართ მართალი ვაკო უნდა წავიდეს ჩინეთში ეს მისთვის პროგრესი იქნება, ნუ უშლით ხელს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"თქვენს შკიპერ (ალბანელ) დედებს..." - სერბების მწვრთნელმა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს შეაგინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა