"სიტი" საჩემპიონო რბოლას ჩაეხსნა?
* "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო პრემიერლიგაში.

* "საუთჰემპტონის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერს 6 ტურია, გოლი არ გაუშვია.

* ლონდონის "ჩელსის" 10 ტურია, არ წაუგია.

მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდი" ამჟამად აუტსაიდერია და საოცარ თამაშს ნამდვილად ვერ გვიჩვენებს, ძნელად გამოსაცნობი არ გახლდათ, რომ "ლაითზე" ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედს" ადვილი მატჩი არ ელოდა. როგორც ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე, "შავმა კატებმა" კიდევ ერთხელ გადაურბინეს მეტოქეს წინ და სანუკვარი 3 ქულაც აიღეს.

"იუნაიტედს" ქულისთვის ანტონი მარსიალის გოლი არ ეყო. წინა ორი ტურის შედარებით ლაღად ჩატარება შემთხვევითი გამოდგა, სემ ელარდაისის ბიჭებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს.

იხილეთ ვიდეო

შეწყდა "სტოკის" უგოლო და მოუგებელი სერია. "ბორნმუთი" ბოლო დროს ყოჩაღობდა, მაგრამ "ალუბლებმა" ამჯერად "მთვრალი ალუბლებივით" ითამაშეს, ხოლო სტოკელებმა, ვითომ კრიზისი არც ჰქონიათ, ძველებურად შთამბეჭდავად იბურთავეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

სამაგიეროდ, არ შეწყდა "კრისტალ პალასის" წარუმატებელი სერია და "არწივებს" ახლა უკვე 9 ტურია, გამარჯვება არ მოუპოვებიათ. პრინციპში, არც ეკუთვნოდათ, მაგრამ ქულაზე ალან პარდიუს გუნდმა კი ითამაშა, მაგრამ ერთზე მეტი ვერ შეაგდო. ხოლო "უოტფორდელთა" რიგებში ტროი დინის დღე იყო, კაპიტანმა დუბლი გაიფორმა. "პალასის" მხრიდან კი ემანუელ ადებაიორმა გაიტანა და ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა. მას კიდევ შეეძლო შეგდება, მაგრამ არ გაუმართლა.

ბოლომდე ვერაფრით დაალაგა "ევერტონის" თამაში რობერტო მარტინესმა. "კანფეტებს" "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ - მეტოქის კარისკენ 33-ჯერ(!) დაარტყეს, ბურთის ფლობა 76% ჰქონდათ, უამრავი კუთხური, სახიფათო მომენტები... მაგრამ ტონი პლისის "ალბიონმა" თავის სტიქიაში მოიგო - ერთხელ დაარტყა და გაიტანა.

"ევერტონისგან" განსხვავებით, საკმაოდ დიდი სათამაშო უპირატესობა გამოიყენა "საუთჰემპტონმა" და "ლიბერთი სთედიუმიდან" 3 ქულა წაიღო. ეს ფრანჩესკო გვიდოლინის პირველი მარცხი გახლდათ "სუონსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ნორვიჩი" 2:0-ს უგებდა "ვესტ ჰემს" და, თითქოს, წარუმატებელი სერია უნდა შეეწყვიტა, მაგრამ "იადონებს" არ გაუმართლათ, რომ "ჩაქუჩებში" დიმიტრი პაიე ბურთაობს. ფრანგმა ჯერ თავად შეაგდო, მერე კი ნოუბლს გაატანინა - 2:2.

"ჩელსის" რიგებში კი კვლავ არ შედგა ალეშანდრე პატოს დებიუტი, მაგრამ ჯორდებთან მატჩში "ლურჯებს" პატო არ დასჭირვებიათ, რადგან გუს ჰიდინკის ხელში თავიანთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს, საშინაო ფრეების სერია შეწყვიტეს და "კაჭკაჭები" გააცამტვერეს.

იხილეთ ვიდეო

სიტყვა გაცამტვერება თუკი ვინმეს შეეფერება, მაშინ ეს უფრო "ასტონ ვილაა", რომელმაც ბირმინგემში 55-წუთიან მონაკვეთში 6 გოლი გაუშვა "ლივერპულისგან" და 0:6 წააგო. იურგენ კლოპს, ფილიპე კოუტინიოსთან ერთად, დანიელ სტარიჯიც დაუბრუნდა და მან ისინი ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში, პლუს, რობერტო ფირმინო. მერე დივოკ ორიჯიც შემოუშვა და ერთი სიტყვით, სტარიჯის თამადობით, "ვილას" ყველამ გაუტანა, ვისაც არ დაეზარა.

იხილეთ ვიდეო

მივადექით მთავარ მატჩებსაც, რომლებმაც მოლოდინი ბოლომდე გაგვიმართლეს. ერთი ესაა, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებების გარეშე არც ამჯერად მოხდა არაფერი.

მარტო არბიტრებზეც არაა, მაგალითად, სიმპსონმა ატკინსონს გაძევების საფუძველი მისცა და მსაჯმაც იგი არ დაინდო, რამაც იქამდე საკმაოდ კარგად მოთამაშე და ჯეიმი ვარდის მოპოვებულ-გატანილი პენალტით დაწინაურებულ "ლესტერს" სერიოზულად აურია გეგმები "ემირატებზე".

ამის შემდეგ "მელიები" უკვე გაძლებაზე იყვნენ და ვერ გაძლეს, რამდენიმე წამი დააკლდათ... არსენ ვენგერმა თამაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით მოიგო. თეო უოლკოტმა "მეთოფეების" წინა ხაზი აშკარად გაამრავალფეროვნა, მან 70-ე წუთზე გათანაბრება შეძლო. ხოლო დიდი პაუზის მერე დაბრუნებულმა დენი უელბეკმა მე-5 დამატებულ წუთზე მესუთ იოზილის ჩაწოდებულს "ურქინა" და სიხარულისგან თავადაც გადაირია და ქომაგებიც გააგიჟა. მან სწორედ ფანებთან ერთად იზეიმა, შესაძლოა, სეზონის უმნიშვნელოვანესი ბურთი.

გოლი, რომელიც, ვინ იცის, გარდამტეხი გამოდგეს და "ლესტერს" დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენოს. ასე რომ, კლაუდიო რანიერიმ მეორედაც წააგო "არსენალთან", მაგრამ მისი გუნდი ჯერ კიდევ ლიდერია... ამასობაში, უბრალო აღნიშვნით გავატაროთ იოზილის პასი, მეორე წრეში გერმანელის პირველი საგოლე გადაცემა, როგორც იქნა... მთლიანად სეზონში კი - მე-17, ის რეკორდზე მიდის.

იხილეთ ვიდეო

აი, რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", მანუელ პელეგრინის გუნდს ვერც მომჯობინებულმა ვენსან კომპანიმ უშველა და ვერც შეცვლაზე შესული კელეჩი იჰეანაჩასოს გოლმა. ახალგაზრდა ნიგერიელმა ჰარი კეინის პენალტი კი გაქვითა, მაგრამ კრისტიან ერიკსენმა ბოლოსკენ გამარჯვებისა მაინც შეაგდო და "ტოტენჰემი", თანაქალაქელ "არსენალთან" ერთად, ლიდერთან სულ რაღაც 2 ქულაშია.

"ქალაქელები" კი სამეულს ჩამორჩნენ. "სიტიმ" ზედიზედ მეორე პრინციპული საშინაო თამაში წააგო და კულისებში უკვე ხმამაღალი ჩურჩული ისმის, გუნდი ამ სეზონში ჩემპიონობის რბოლას გამოეთიშაო. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.

იხილეთ ვიდეო

XXVI ტური

13 თებერვალი

სანდერლენდი-მანჩესტერი 2:1

გოლები: 1:0 ხაზრი (3), 1:1 მარსიალი (39), 2:1 დე ხეა (82-ს.კ-ში)

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ო’ში, ვან ანჰოლტი - კირკხოფი (15. როდუელი) - მ’ვილა, კატერმოლი (85. ტოივონენი), ნ’დოი, ხაზრი - დეფო (71. ბორინი)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (37. ლავი), სმოლინგი, ბლინდი, ბორტვიკ-ჯექსონი - შნეიდერლენი (86. კინი), კერიკი - ლინგარდი (62. დეპაი), მატა, მარსიალი - რუნი

გაფრთხილება: იედლინი, ო’ში - რუნი, მატა, კერიკი

კუთხური: 6-8 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 20(4)-12(6) ბურთის ფლობა: 34%-66%

მაყურებელი: 41 687

სუონსი-საუთჰემპტონი 0:1

გოლი: 0:1 ლონგი (69)

სუონსი (4-4-1-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი (67. ნოტონი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ა. აიუ, კორკი, ბრიტონი (73. გომისი), რუტლეჯი (61. ბეროუ) - სიგურდსონი - პალოსკი

საუთჰემპტონი (3-5-2): ფორსტერი - ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - უორდ-პრაუსი, დევისი, რომეუ (63. სედრიკი), ტარგეტი (86. იოშიდა), კლასი - ლონგი, პელე (74. ოსტინი)

გაფრთხილება: - რომეუ, კლასი, უორდ-პრაუსი

კუთხური: 5-4 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 13(2)-13(5) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 20 890

ბორნმუთი-სტოკი 1:3

გოლები: 0:1 იმბულა (9), 0:2 აფელაი (52), 0:3 ხოსელუ (55), 1:3 რიტჩი (57)

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - პიუ (46. კინგი), გოსლინგი (46. რიტჩი), არტერი, სტანისლასი (75. იტურბე) - აფობე

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი (53. ხოსელუ), ვოლშაიდი, მუნიესა (46. ტეიშეირა), პიტერსი - უელანი, იმბულა - დიუფი, აფელაი (86. აირლენდი), შაქირი - უოლტერსი

გაფრთხილება: პიუ, სურმენი, ფრანსისი, არტერი - დიუფი, იმბულა

კუთხური: 9-2 ჯარიმა: 7-18 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(2)-11(6) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 10 863

კრ. პალასი-უოტფორდი 1:2

გოლები: 0:1 დინი (16-პენ.), 1:1 ადებაიორი (45), 1:2 დინი (82)

კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი, მაკარტური, მატჩი (73. კემპბელი), ზაჰა - ადებაიორი, ვიქჰემი (46. ლი)

უოტფორდი (4-3-3): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, აკე - კაპუ (71. სუარესი), უოტსონი, ბეჰრამი - ამრაბატი (62. აბდი), დინი, იგალო

გაფრთხილება: - სუარესი

გაძევება: სუარე (90+4)

კუთხური: 8-3 ჯარიმა: 16-14 თამაშგარე: 16-14 კარში დარტყმა: 15(5)-10(4) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 24 564

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 0:1

გოლი: 0:1 რონდონი (14)

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, ჯაგიელკა, ფუნეს მორი, ოვიედო - მაკარტი (82. ოსმანი), ბერი - ლენონი (74. დეულოფეუ), ბარკლი, კლევერლი (58. კონე) - ლუკაკუ

ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფორსტერი - დოუსონი, ევანსი, ოლსონი, ჩესტერი - ფლეტჩერი, იაკობი, სესენიონი, მაკლინი (57. ბრანტი) - ბერაჰინო (90+2. სანდრო) - რონდონი (72. ანიჩებე)

გაფრთხილება: ბერი - მაკლინი, ფლეტჩერი, ფოსტერი, ბრანტი

კუთხური: 14-1 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 33(5)-5(1) ბურთის ფლობა: 76%-24%

მაყურებელი: 38 103

ნორვიჩი-ვესტ ჰემი 2:2

გოლები: 1:0 ბრეიდი (54), 2:0 ჰულაჰანი (65), 2:1 პაიე (74), 2:2 ნოუბლი (77)

ნორვიჩი (4-4-1-1): ჯ. რადი - მარტინი, კლოზე, ბასონგი, ბრეიდი - რედმონდი, ჰოუსონი, ნეისმიტი (76. ოლსონი), ო’ნილი - ჰულაჰანი (85. დორანსი) - ჯერომი (84. მბოკანი)

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ბირამი, კოლინსი, ოგბონა, კრისუელი - სონგი (62. მოზესი), ნოუბლი, ობიანგი - ანტონიო (70. ემენიკე), ვალენსია (62. კეროლი), პაიე

გაფრთხილება: ნეისმიტი, ჰოუსონი - კოლინსი, ობიანგი

კუთხური: 3-3 ჯარიმა: 16-11 თამაშგარე: 3-8 კარში დარტყმა: 13(3)-11(6) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 27 101

ჩელსი-ნიუკასლი 5:1

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (5), 2:0 პედრო (9), 3:0 ვილიანი (17), 4:0 პედრო (59), 5:0 ტრაორე (83), 5:1 თაუნსენდი (90)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (38. ბაბა), ასპილიკუეტა - მატიჩი, ფაბრეგასი - ვილიანი (80. ლოფტუს-ჩიკი), პედრო, აზარი - დიეგო კოშტა (60. ბ. ტრაორე)

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, ტეილორი, კოლოჩინი, აარონსი - შელვი, ტიოტე (67. ლასკელსი) - თაუნსენდი, ვეინალდუმი (46. კოლბეკი), სისოკო - მიტროვიჩი (70. დუმბია)

გაფრთხილება: - ტეილორი, შელვი

კუთხური: 8-5 ჯარიმა: 11-16 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 14(7)-10(3) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 41 622

14 თებერვალი

არსენალი-ლესტერი 2:1

გოლები: 0:1 ვარდი (45-პენ.), 1:1 უოლკოტი (70), 2:1 უელბეკი (90+5)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი (46. ჩემბერსი), მონრეალი - რემზი, კოკლენი (61. უოლკოტი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (83. უელბეკი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (58. ვასილევსკი), დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (83. კინგი) - ოკაზაკი (61. გრეი), ვარდი

გაფრთხილება: კოკლენი, კოშელნი, რემზი, უელბეკი - სიმპსონი, ფუხსი, სიმპსონი, კანტე, ვასილევსკი

გაძევება: სიმპსონი (54)

კუთხური: 11-1 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 24(6)-7(3) ბურთის ფლობა: 72%-28%

მაყურებელი: 60 009

ასტონ ვილა-ლივერპული 0:6

გოლები: 0:1 სტარიჯი (16), 0:2 მილნერი (25), 0:3 ჯანი (58), 0:4 ორიჯი (63), 0:5 კლაინი (65), 0:6 კ. ტურე (71)

ასტონ ვილა (4-3-2-1): ბანი - რიჩარდსი (85. ჰატონი), ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ბაკუნა (66. ლიდენი), გეიე, ვესტვუდი - ხილი, ვერეტო - აგბონლაჰორი (58. სინკლერი)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, კ. ტურე, სახო, მორენო - მილნერი, ჯანი, ჰენდერსონი - ფირმინო (74. ბენტეკე), კოუტინიო (66. სტიუარტი), სტარიჯი (62. ორიჯი)

გაფრთხილება: ბაკუნა, ვესტვუდი, ვერეტო - სტიუარტი

კუთხური: 0-6 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 6(1)-11(9) ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 35 798

სიტი-ტოტენჰემი 1:2

გოლები: 0:1 კეინი (53-პენ.), 1:1 იჰეანაჩო (74), 1:2 ერიკსენი (83)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ოტამენდი, კლიში (75. კოლაროვი) - ფერნანდო (66. იჰეანაჩო), ფერნანდინიო - სილვა, იაია ტურე, სტერლინგი - აგუერო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი - დემბელე, დაიერი - ალი (81. ლამელა), ერიკსენი, სონი (72. კეროლი) - კეინი (89. შადლი)

გაფრთხილება: კომპანი - დაიერი, ვიმერი, კეროლი

კუთხური: 7-1 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 19(4)-6(3) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 54 551

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოშტა (ჩელსი).

მომდევნო ტური

27 თებერვალი:

ვესტ ჰემი-სანდერლენდი, სტოკი-ასტონ ვილა, უოტფორდი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-ჩელსი, ლესტერი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი

28 თებერვალი:

მანჩესტერი-არსენალი, ტოტენჰემი-სუონსი.

შენიშვნა: 28 თებერვალს ლიგის თასის ფინალია, რომელშიც ერთმანეთს "ლივერპული" და "სიტი" ხვდებიან. შესაბამისად, "ლივერპული"-"ევერტონი" და "ნიუკასლი"-"სიტი" გადაიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს