მოჭიდავეებს ეს წამალი რომელიმე მწვრთნელმა თვითნებურად, ექიმებთან შეუთანხმებლად ხომ არ მისცა?
ფოტოზე: დავით მოძმანაშვილს ჯერ კიდევ 20 იანვარს უღიარებია ექიმთა დაუკითხავად აკრძალული წამლების მიღება

დოპინგთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება... შეგახსენებთ, რომ ერთბაშად 6 ქართველ მოჭიდავეს დაუდგინდა აკრძალული პრეპარატის გამოყენება - აი, ასეთი გამაოგნებელი პასუხი მოვიდა ვენის ლაბორატორიიდან.

ჯერჯერობით კვლავაც ვერ ვასახელებთ მათ გვარებს, რადგან უმეტესობას ჯერაც არ ჩაჰბარებია ეს ცნობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინსკში არიან შეკრებაზე. გააცნეს მხოლოდ საქართველოში მყოფებს, დანარჩენები კი წუხელ ჩამოფრინდებოდნენ თბილისში. დღეს უკვე მათაც გააცნობენ, ხელს მოაწერინებენ, რის შემდეგაც 24 საათი ექნებათ ლაბორატორიული დასკვნის გასასაჩივრებლად.

წინასწარი ინფორმაციით, მათი უმეტესობა აპირებს კიდეც ამის გაკეთებას, ისინი სასტიკად უარყოფენ აკრძალული წამლის მიღებას.

15 თებერვალს, დილით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამაც გააკეთა:

- საქართველოს ჩემპიონატზე ეს შიდა შემოწმება ჩვენი ინიციატივით ჩავატარეთ, რათა ოლიმპიადისთვის ვინმე არ ყოფილიყო აკრძალული წამლების ზემოქმედების ქვეშ. ფედერაციის სურვილია, რომ ოლიმპიადას ყველა სუფთად შეხვდეს, თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს და საქართველო არ დაზარალდეს.

თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ შეიკრიბება კომისია და იმსჯელებს სადამსჯელო სანქციებზე, რაც საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს წესდებიდან იქნება გამომდინარე. თუმცა, ცხადია, თავად ამ სპორტსმენებსაც ექნებათ თავის მართლების და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა.

ვინც უნდა იყოს დამნაშავე - ნაკრების წევრი თუ სხვა, ყველა დაისჯება. ეს კონტროლის ისეთი მექანიზმია, რომელიც ყველაზე თანაბრად ვრცელდება. თუ დამტკიცდა, რომ მათ ამ პრეპარატებს მწვრთნელები ჩუმად აძლევდნენ, მაშინ ისინიც დაისჯებიან.

მელდონიუმი და არა მილდრონატი

როგორც ვთქვით, კვირკველიამ ეს კომენტარი დილით გააკეთა, საღამოს კი საქართველოს ანტისადოპინგო კომისიის წევრები და ოლიმპიური გუნდის ექიმები ჯერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მერე კი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და გააცნეს მათ ვენის ლაბორატორიიდან მოსული დოკუმენტაცია.

ამასთან, დასახეს შემდგომი მოქმედების გეგმა, რადგან გარკვეული დამაეჭვებელი გარემოებები იკვეთება. მთავარი ისაა, რომ 6-ვე შემთხვევაში ლაპარაკია ერთსა და იმავე პრეპარატზე, ოღონდ ესაა არა თავდაპირველად გავრცელებული მილდრონატი, არამედ - მელდონიუმი.

თუმცა, როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, არსებითად, ესენი ერთი და იმავე ტიპის წამლებია, რომლებიც შედარებით სუსტი მოქმედების პრეპარატებს მიეკუთვნება. მისი თქმით, თვით საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალისტებიც კი ხშირად საუბრობენ, რომ ის არ უნდა იყოს შეტანილი ამ სიაში. აკრძალულია მისი მიღება მხოლოდ შეჯიბრების დღეს, თორემ მოსამზადებელ პერიოდში დაშვებულია, როგორც სამკურნალო საშუალება.

მელდონიუმის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც მოვიძიეთ, სადაც ფარმაკოლოგიურ თვისებებში უწერია:

"მელდონიუმი - კარნიტინის წინამორბედის, გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგი, რომელშიც ნახშირბადის ერთ-ერთი ატომი შენაცვლებულია აზოტით. მომატებული დატვირთვის პირობებში მილდრონატი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე, ახდენს მატონიზირებელ გავლენას.

მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდონიუმს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევისას და ასევე, ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად".

ვფიქრობთ, ამ ნაწყვეტიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომ უნიშნავენ მას სპორტსმენებს, თუმცა, როგორც კახაბრიშვილი ამბობს, რაკი დოპინგის სიაშია შეტანილი, ის არავის ჰქონია დანიშნული. არადა, თურმე ადრე, ათწლეულების წინათ, როცა დოპინგის თემა არ იყო ასე აქტუალური, მას სისტემატურად იყენებდნენ.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი მოჭიდავეების სისხლში მისი კვალი აღმოჩნდა. დაეჭვებას, უპირველესად, ეს ფაქტი იწვევს, რომ ყველას ეს ერთი აღმოაჩნდა, ანუ სისტემურ მოხმარებაზე შეიძლება ლაპარაკი. არადა, აქეთ ექიმები ამბობენ, რომ ის არავისთვის დაუნიშნავთ, იქით კი სპორტსმენთა ერთი ნაწილი სასტიკად უარყოფს მის მიღებას, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის, 1-2 თვის წინ იყენებდა.

არადა, კახაბრიშვილის თქმით, ის ამდენი ხნის შემდეგ არ უნდა გამოჩენილიყო ანალიზებში, რადგან, ჩვეულებრივ, 3-4 დღის განმავლობაში თუ ჩანს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გახდნენ ეს ბიჭები უნებლიე თუ წინასწარგანზრახული ქმედების მსხვერპლნი.

გუშინ სამინისტროსა და ფედერაციის შესყიდვებშიც კი გადაამოწმეს, ხომ არ ფიგურირებს სადმე ამ წამლის სახელი, მაგრამ არსად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ჩნდება ვერსიები, თუმცა შეთქმულების თეორიებს არ გავყვებით და ამ თემაზე საუბარს აქ დავასრულებთ იმის იმედით, რომ ზემდგომნი ყველაფერს გამოიკვლევენ, მაგრამ ერთ ვარაუდს კი გაგაცნობთ: ხომ არ მისცა ეს წამალი რომელიმე მწვრთნელმა თვითნებურად, ექიმებთან შეუთანხმებლად. სწორედ ამიტომაა საჭირო მოკვლევა საკითხის ირგვლივ, უმთავრესი კი თავად სპორტსმენებთან გასაუბრებაა, რასაც დღეს მოახერხებენ, რადგან უკვე დაბრუნდნენ მინსკიდან.

უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისევ არ ასახელებენ ბრალდებულთა გვარებს. თუმცა კახაბრიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ამ ექვსეულში არ შედის არც ერთი ლიცენზირებული ფალავანი და არც დავით მარსაგიშვილი (86), ვინც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

მანვე ისიც გვითხრა, რომ ანალიზების ნაწილი დუშეთის შეკრებაზე აუღიათ, მათ შორის - ყაზახი მოჭიდავეებისთვის, რომლებიც ჩვენებთან ერთად გადიოდნენ შეკრებას. ახლა რაც სინჯებია დარჩენილი ვენის ლაბორატორიაში, ყველა დუშეთშია აღებული.

მოძმანაშვილი ფედერაციასაც დაუსჯია

გუშინ მედიაში გავრცელდა დოკუმენტი, რომელიც ჩვენც პერსონალურად მოგვაწოდეს. მის თანახმად, მძიმე წონაში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონს, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილს თურმე ჯერ კიდევ 20 იანვარს უღიარებია ექიმთა დაუკითხავად აკრძალული წამლების მიღება, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას კი იმავე დღეს მოძმანაშვილი 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაუსჯია.

"მე, დავით მოძმანაშვილი, ვაღიარებ, რომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივნის, ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის გარეშე მივიღე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც შეტანილია აკრძალული პრეპარატების სიაში. აღნიშნული წამლების საშუალებით ვემზადებოდი საქართველოს ჩემპიონატისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ინფორმაციად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც გითხარით, იმავე დღესაა გამოცხადებული უკვე ფედერაციის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი კვირკველია აწერს. მისი მიხედვით, მოძმანაშვილს 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, ამ დროის განმავლობაში კი აეკრძალა ტურნირებში გამოსვლა. თუმცა ფედერაცია უფლებას იტოვებს, 6 თვის შემდეგ იმსჯელოს ამ სანქციების შემცირებაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Delta
...ერთი ეს მითხარით მილდრონიუმს და მილდრონატს შორის რა განსხვავება ნახეთ დასახელების გარდა
გიორგი
უკვე შეინიშნება რომ ხელის დაფარების პოლიტიკა ამუშავდა.... საქვეყნოდ ცნობილია რომ ბიჭების უმრავლესობა წამლებით იჭყიპებოდა და ეხლა რას გაიკვირვეთ?!
კონო
სამაგიეროდ კვერცხების სროლა ხო კარგა იცის, მეც არ გამიკვირდა გენოს როგორ მოუგოთქო თურმე დოპინგი ქონია მიღებული
bibi
იკნებ მოცამლეს
აქვსნენტ სიდამონიძე
საერთოდ უნდა ჩახსნან ეს .. სპორტიდან აქამდეც დოპინგით ჭიდაობდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ჭიდაობა. საერთაშორისო კალენდარი: დიდი ტურნირი თბილისში
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
რიო 2016-ის დაწყებამდე დოპინგზე ყველა ქართველი ოლიმპიელი შემოწმდება!
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
WADA: 1-ელ მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯში 1 მკგ-მდე მელდონიუმი დასაშვებია
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]
გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში ერევა [VIDEO]
მანუჩარ კვირკველია: არჩევნების ჩაშლა ჭიდაობისთვის დამანგრეველი იქნება
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
ჭიდაობა. მეტოქე: მელდონიუმმა რუსი მოჭიდავეებიც ჩააგდო
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა
ვენიდან სამი ქართველი მოჭიდავის განმეორებით დოპინგ-ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
ემუქრება თუ არა საფრთხე მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ოქროს მედალს
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ