საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცი რიჩი დიქსონი 5 თებერვალს, ერთა თასის პირველ მატჩში ახალბედებსაც გამოცდის
ევროპის ერთა თასის 2011 წლის გათამაშების ფავორიტი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკრაინასთან მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზებს.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინასთან დაგეგმილი თამაში თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოახლოებული მსოფლიოს თასის გათამაშებაა.

რიჩარდ დიქსონის განცხადებით, ევროპის ერთა თასის შეხვედრები კარგი საშუალება იქნება, რათა ნაკრების ყველა მოთამაშეს მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და, შესაბამისად, დაკომპლექტდეს უძლიერესი ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასზე ღირსეულად იასპარეზებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ხვალ, უკრაინის წინააღმდეგ, უკვე კარგად გამოცდილი გუნდის წამყვანი მოთამაშეების გვერდით, ბევრი ახალბედა მორაგბე ითამაშებს. მათ შორის არის ორი დებიუტანტი - ვახტანგ მაისურაძე და ბექა ურჯუკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ლიდერის, ირაკლი აბუსერიძის არყოფნის გამო, კაპიტნობას ხვალ გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული დავით ზირაქაშვილი გადაიბარებს.

ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი საქართველოს ნაკრები ხვალ უკრაინის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთი 2 ლარი ღირს.

"ინტერპრესიუსი"

oldcoyot
ადმინისტრაცია: საქართველიო-უკრაინის მატჩი 15:00 სთ-ზეავინმე დაწერს ხვალინდელი მაჩის დროს?
პაატა
რომელ საათზეა ხვალინდელი მატჩი?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა