ქართველი კალათბურთელის 21 ქულა და 8 მოხსნა "შამპვილს" გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყო
ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. მან ამჯერად 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მხოლოდ ერთი კალათბურთელის ნაყოფიერი გარჯა "შამპვილს" გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყო. ბეირუთელებმა "ჰომენეტმენთან" სტუმრად 81:89 დათმეს.

ნიკამ ამჯერად შეუცვლელად აღარ ითამაშა, მოედანზე 33 წუთი გაატარა და მარგი ქმედების კოეფიციენტით 31-ს მიაღწია. აი, მისი სრული სტატისტიკა: 7/4 ორქულიანი, 4/3 სამიანი, 4/4 საჯარიმო, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება. 21 ქულა და 8 მოხსნა ზემოთ უკვე ვახსენეთ.

ასევე 21 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკას თანაგუნდელმა მარკუს ბენკსმა, ხოლო 26 ქულით სნაიპერი გახდა ჰომენეტმენელი ჯასტინ ტაბსი. დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ სამიოდე წლის წინათ ტაბსი საქართველოს სუპერლიგაში თამაშობდა და ჩატენვების კონკურსიც მოიგო. იგი "შსს აკადემიის" ღირსებას იცავდა.

9 ტურის შემდეგ ერთი მოგებით "შამპვილი" ბოლო, მე-8 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცქიტიშვილის 26 ქულა “ბიბლოსს” “ლოუაზიესთან” მოსაგებად არ ეყო
ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა
ნიკა ცქიტიშვილის 23 ქულა და მეორე მოგება ლიბანში
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: იმედია, გერმანიასთან მატჩზე სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება
რა ხდება, როცა საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X