თბილისის "ლოკომოტოვში" დაბრუნებული 21 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთში თამაში შეეძლო
საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე, კლუბმა ახალწვეულები რომ წარადგინა, მათ შორის იყო 21 წლის ლუკა კიკაბიძეც, რომელიც 2014 წელს ფრანგულ "ბასტიაში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა.

ერთი წლით ადრე, შვეიცარიაში გამართულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდში, ის ფორმაში იყო და ფრანგების მხრიდან დაინტერესებაც არ ყოფილა შემთხვევითი.

მაგრამ საფრანგეთში კიკაბიძის საქმეები ვერ აეწყო. მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ჯერ რეგიონული ლიგის "კა ბასტიაში" გაუშვეს, შემდეგ - "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში და ბოლოს საქართველოში მოუხდა დაბრუნება.

წესით, განაპირა ნახევარმცველმა "ლოკომოტივი" უნდა გააძლიეროს. საინტერესოა, თავად რას ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე?

- ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. საქართველოში თქვენი დაბრუნება რას მივაწეროთ?

- ჩემი კარიერისთვის ასე სჯობს.

- დიდი შანსია, მაღალ დონეზე არშემდგარი კარიერის გამო ფეხბურთელი იმედგაცრუებული დარჩეს და საკუთარი ძალების რწმენა გაუქრეს...

- შესაძლოა, მაგრამ მე უიმედოდ ნამდვილად არ ვარ.

- სხვათა შორის, თქვენი მენეჯერი ლაშა ჯაკობია ამბობდა, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე იმდენად დაეცა, ტოპ-ლიგაში წასასვლელად, ქართველ ფეხბურთელებს საშუალოევროპული დონის კლუბში შუალედური გადამზადება სჭირდებათო...

- უცებ საქართველოდან საფრანგეთში გადასვლა და დამკვიდრება მართლაც ძალიან ძნელია. ქართული ლიგის დონე ფრანგულს ბევრით რომ ჩამორჩება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იქაურ ფეხბურთს მაინც შევეჩვიე, ბევრი ვისწავლე, დიდი გამოცდილება შევიძინე და ვცდილობ, საკუთარი ძალების რწმენა შევინარჩუნო.

რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან მთავარ "ბასტიაში" ადგილი ვერ დავიმკვიდრე, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქ თამაში შემეძლო.

იმედით ვცხოვრობ, რომ ადრე თუ გვიან ევროპაში დავბრუნდები. ეგ არის, პატარ-პატარა პრობლემები იყო...

- ცნობილია, რომ ერთ-ერთი პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო...

- დიახ, ესეც იყო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადგილობრივ ენაზე ლაპარაკობ - ეს ხელს გიწყობს, მაგრამ ფეხბურთელისთვის მთავარი - თამაშია. მე კი მიმაჩნია, რომ მათ დონეზე თამაში შემეძლო. ენობრივის გარდა, სხვა პრობლემებიც იყო გუნდში და სხვა მხრივაც... მაგრამ ისეც არ ყოფილა, თითქოს, თავი საერთოდ ვერ გამოვავლინე.

- "ლოკომოტივში" რა იმედით დაბრუნდით?

- იმედია, ფორმას მალე აღვიდგენ და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარები. ჯერ 21 წლის ვარ და უიმედობასა და ხელის ჩაქნევაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

- ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში კარგად მომზადება შესაძლებელია?

- შანსი ნაკლებია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. კაცი თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთში რომ წავედი, მაშინ "ლოკომოტივი" პირველ ლიგაში თამაშობდა. ახლა უმაღლესში ვართ, სადაც დატვირთვა მეტია და კლასიც - ბევრად მაღალი. თანაც, ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.

მომდევნო სეზონში ეს რეალური მგონია, რადგან გუნდში ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
bujanga-ს!ამჟამად ჩემთან მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ძირითადად უცხოეთში "გაქცევის" მსურველები. ასაკი კატასტროფულად არის შემცირებული (10-დან 14 წლამდე).
bujanga
ბატონო გუჯა..ამჟამად თუ თანამშრომლობთ რომელი ქართულ კლუბთან..ან ბავშვთა საფეხბურთო სკოლასთან...გაკვირდებით ამდენი წელია..ვკითხულობ თქვენს კომენტარებს..და დიდი სურვილი მაქვს თქვენი მეთოდები განხორციელდეს..ის რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს ფეხბურთელებს პირველ რიგში..თორემ ტაქიკურად და ტეხნიკურად ოდნავ უკეთეს დონეზე ვართ..ეგ უკვე ახლიდან აქვს სასწავლი ..იქნებ დააიტერესოთ რომელი კლუბი..და მიღებულმა შედეგმა შესაძლებელია ძალიან შეცვალოს დამოკიდებულება ფეხბურთელის მომზადების საქმეში..
glaxuna
ფ ი ზ ი კ ა,ფ ი ზ ი კ ა... შეაგდეთ ქართველი ფეხბურთელები ბავშვიდანვე შტანგაზე,ფიტნესზე...რეგბისტებივით ავარჯიშეთ და თან არბენინეთ ტყეებში 10-კმ-ბით და შედეგიც დ ა დ გ ე ბ ა!!!
გუჯა კახაძე
ვეთანხმები ბ-ნ ლაშა ჯაკობიას, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე იმდენად დაეცა, ტოპლიგაში წასასვლელად, ქართველ ფეხბურთელებს საშუალოევროპული დონის კლუბში შუალედური გადამზადება სჭირდებათ. ტოპ ლიგებში შემტევი 2 ტაიმის განმავლობაში 70 სპრინტს აკეთებს. საშუალო მანძილი შეადგენს 20 მეტრს. თუმცა არსებობს ალტერნატივა - ქართველი ფეხბურთელებისათვის შექმნილი "პარტიზანული" მეთოდიკა "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" რომელიც ფიზიკურ კონდიციებს ევროსტანდარტების დონემდე გარანტირებულად ზრდის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში