NBA: "ორლანდოსთან" მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსმა დაიმუქრა, რომ მეტოქის ბანაკიდან წამოსული კრიტიკის გამო შურს იძიებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც

გუშინ რეგულარული ჩემპიონატი მხოლოდ სამი მატჩით იყო წარმოდგენილი, მაგრამ დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ორ შეხვედრაში ლიდერები არკვევდნენ ურთიერთობას.

სეზონში მესამედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "მაიამი" და "ორლანდო". მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ თანაშტატელი მეტოქის ბანაკიდან წამოსული კრიტიკის გამო სასტიკად იძიებდა შურს. "მეფემ" დანაპირები აასრულა.

ლებრონი პირველივე მეოთხედიდან შეუდგა საქმეს. მართალია, მას ბინძურად მეურვეობდა ჰედო თურქოგლუ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჯეიმსისთვის პირველ 12 წუთში 23 ქულა დაეგროვებინა. ორლანდოელები თამაშს დუაიტ ჰოვარდზე აგებდნენ, რომელიც პირველ ტაიმში მთლიანად დომინირებდა მეტოქის ფარზე. საერთო ჯამში, პირველმა 12 წუთმა სწორედ ამ დუელის ფონზე ჩაიარა. ბოლოსკენ გამოცოცხლდა არენასი, რომლის წყალობითაც "ორლანდომ" "მაიამის" კომფორტული უპირატესობის მიღების საშუალება არ მისცა.

მეორე მეოთხედში სპოელსტრამ დასვენების საშუალება მისცა ლებრონს, რისი გამოყენებაც "ორლანდომ" სცადა, მაგრამ იმ დღეს ძალიან ცუდად მუშაობდა სტენ ვან განდის ბიჭების მთავარი იარაღი - სამქულიანები. შესაბამისად, მასპინძლები ვერაფრით ახერხებდნენ მეტოქის დაწევას. თანაც, "მაიამიმ" ჰოვარდის თამაშსაც მოუძებნა გასაღები - მას დამპიე მიამაგრა და ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე შეაჩერა "სუპერმენი".

მეორე ტაიმში ჰოვარდს აშკარა კრიზისი დაეწყო. ის შეუცვლელად თამაშობდა, დაიღალა და სულ უფრო და უფრო ხშირად აცილებდა ტყორცნებს. მასზე ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ "სუპერმენი" საშინლად ესროდა საჯარიმოებს - 3/13. რას შვებოდა ამ დროს ლებრონი? მას კვენტინ რიჩარდსონი მეურვეობდა და თავიდან ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდა - ჯეიმსმა რამდენიმე ტყორცნა ააცილა. მაგრამ "მეფემ" ამ მეტოქესაც აუღო ალღო და მილერისა და ჰაუსის დახმარებით თავის გუნდს 16-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

ბოლო მეოთხედში თითქოს განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო. "ორლანდოს" მთავარი იარაღი - ჰოვარდი განეიტრალებული იყო და "ჰიტმა" საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთითა და 45 წამით ადრე "მაიამის" უპირატესობა 20 ქულას შეადგენდა და აქედან მოყოლებული მოედანზე უცნაური ამბები მოხდა. ორი წუთის განმავლობაში აქამდე ჩრდილში მყოფმა "ორლანდოს" სნაიპერებმა იმდენი სამქულიანი ჩააგდეს, რომ წუთნახევრით ადრე სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. სიტუაცია დააწყნარა ლებრონმა, რომელმაც ასევე სამქულიანი ჩააგდო. მაგრამ ეს არ იყო დასასრული. ჯეისონ რიჩარდსონისა და ნელსონის ორი შორეული ტყორცნით 10 წამით ადრე "მაიამის" უპირატესობა სამ ქულამდე დავიდა. ბურთის თამაშში შეტანისას მილერმა და ჯეიმსმა უხეში შეცდომა დაუშვეს, მაგრამ "ჰიტი" იმან გადაარჩინა, რომ რაიან ანდერსონმა ბოლო სამქულიანი ააცილა.

ლებრონ ჯეიმსმა 51 ქულა დააგროვა, რაც ამ სეზონის საუკეთესო შედეგია. ფორვარდმა კარიერაში მეცხრედ დააგროვა მინიმუმ 50 ქულა. "ჰიტი" აღმოსავლეთი კონფერენციის მეორე ადგილზე გადავიდა, "ორლანდო" კი კრიზისშია - ბოლო ექვს მატჩში ოთხი წაგება აქვს.

საინტერესოა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო ერთ მატჩში 50-ზე მეტი ქულის, 8 პასისა და 10 მოხსნის დაგროვება. ეს გახლდათ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი, რომელმაც 1989 წელს 53 ქულა, 14 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა.

არანაკლებ დრამატული გამოდგა შეხვედრა "სტეიპლ ცენტრში", სადაც ჩემპიონი "ლეიკერსი" წლევანდელ ლიდერ "სან ანტონიოს" მასპინძლობდა. ფილ ჯექსონის შეგირდებმა მატჩის მოგების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. "ლეიკერსმა" ბოლო მეოთხედში ეფექტური სპურტით შეძლო ცხრაქულიანი ჩამორჩენის გაბათილება და საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე წინ გასვლაც მოახერხა: გასოლმა გამოიყენა ორი საჯარიმო - 88:87. უფრო მეტიც, კალიფორნიელებმა თითქოს შეძლეს მეტოქის ბოლო შეტევის მოგერიება, მაგრამ პარკერის არაზუსტი ტყორცნის შემდეგ ბურთმა მოედანი რონ არტესტის ხელიდან დატოვა. ტექსასელებს გადარჩენისთვის 4.6 წამი რჩებოდათ - და ტიმ დანკანმა ააცილა. კალიფორნიელთა საუბედუროდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას ბურთს ვეტერანი ანტონიო მაკდაესი დახვდა, რომელმაც 0.1 წამით ადრე გამარჯვების ორი ქულა მოუტანა "სპურსს".

სანამ ორლანდოსა და ლოს ანჯელესში ლიდერთა გარჩევები მიდიოდა, ოკლენდში არანაკლებ დამაინტრიგებელი სცენარით წარიმართა "გოლდენ სტეიტისა" და ტრავმებით გაწამებული "მილუოკის" შეხვედრა. მასპინძლებმა მოიგეს, მაგრამ ამისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწიათ. ცხრაჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში და 22-ჯერ შეიცვალა ლიდერი. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც "მეომრებმა" შვიდი ქულით მოიგეს.

ორლანდო-მაიამი 100:104

26:30, 19:25, 18:24, 37:25

ო: ნელსონი (22+6 მოხსნა+6 პასი), ჰოვარდი (17+16 მოხსნა), რიჩარდსონი (16), თურქოგლუ (13), ანდერსონი (11+6 მოხსნა), არენასი (10).

მ: ჯეიმსი (51+11 მოხსნა+8 პასი), უეიდი (14), ბოში (13+6 მოხსნა), ჰაუსი (10+6 მოხსნა), მილერი (5+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-მილუოკი 100:94

18:22, 28:25, 26:26, 28:21

გ-ს: ელისი (24+5 მოხსნა+6 პასი), რაიტი (16+6 პასი), კარი (16+5 მოხსნა+5 პასი), ლი (15+7 მოხსნა), ბიედრინში (6+10 მოხსნა+10 დაფარება).

მ: ილიასოვა (23+13 მოხსნა), მაგეტი (21), დელფინო (20+8 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), მბა ა მუტე (15+19 მოხსნა+5 პასი).

ლეიკერსი-სან ანტონიო 88:89

18:22, 24:20, 21:24, 25:23

ლ: გასოლი (19+7 მოხსნა), ბრაიანტი (16+9 მოხსნა+10 პასი), ოდომი (16+6 მოხსნა), არტესტი (13+5 მოხსნა), ბინუმი (10+10 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება).

ს-ა: პარკერი (21), ჯეფერსონი (18), ჯინობილი (14+5 მოხსნა+8 პასი).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა