ლიოვმა ბუნდესგუნდი დიდი რევანშისთვის დარაზმა

9 თებერვალს დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ ისეთი ამხანაგური მატჩი გაიმართება, ავ თვალს რომ არ დაენახვება: გერმანია იტალიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მუნდიალზე იტალიამ გერმანია ნახევარფინალში სწორედ დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ დაამარცხა. ახლა კი, გერმანელი ფანობა რევანშისთვის ემზადება. გერმანიისა და იტალიის თუნდაც ამხანაგური დაპირისპირება ყოველთვის სცდება ტესტ-მატჩის ჩარჩოებს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.

ამ ჯახზე წერა მომავალ კვირაში არაერთხელ მოგვიწევს, ახლა კი მთავარს მივხედოთ: გუშინ ბუნდესგუნდის დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. პირველი, რაც უნდა ითქვას, ისაა, რომ იოგიმ ნაკრებში რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი დააბრუნა: ფილიპ ლამი, მესუთ იოზილი, მიროსლავ კლოზე, ლუკას პოდოლსკი და ჰოლგერ ბადშტუბერი. შეგახსენებთ, რომ წინა ტესტ-მატჩში (0:0 გიოტებორგში) ლიოვმა ეს მოთამაშეები დაასვენა.

ბუნდესგუნდში ერთი დებიუტანტია და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, რომ „ეს ბედნიერი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელია. საუბარია BVB-ს ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერზე, რომელსაც იოგო ბოლო დროს ყველაზე ხშირად აქებდა და საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა. ლიოვის თქმით, ის ბენდერს რამდენჯერმე პირადად დააკვირდა და ამ ფეხბურთელით აღფრთოვანებულია.

გერმანიაში ფიქრობდნენ, რომ იოგი ნაკრებში გამოჯანმრთელებულ მიხაელ ბალაკსაც დააბრუნებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. იოგიმ თქვა, მიხაელის დაბრუნებაზე ყაზახეთთან და ავსტრალიასთან მატჩებისთვის (26 და 29 მარტს) ვიფიქრებ, ჯერ ძალიან ადრეაო. სამაგიეროდ, იოგიმ ნაკრებში კვლავ უხმო „დორტმუნდის“ უნიჭიერეს ნახევარმცველს, 18 წლის მარიო გიოტცეს. ამ უკანასკნელთან და სვენ ბენდერთან ერთად, ბუნდესგუნდში კიდევ სამი დორტმუნდელია გამოძახებული: მატს ჰუმელსი, კევინ გროსკროიტცი და მარსელ შმელცერი. სამაგიეროდ, სიაში აღარ არიან მაინცელები ლუის ჰოლტბი და ანდრე შიურლე.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (შალკე), რენე ადლერი (ლევერკუზენი)

მცველები: არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი), დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები: მარიო გიოტცე, კევინ გროსკროიტცი, სვენ ბენდერი (სამივე ბორუსია დ.), მესუთ იოზილი, სამი ხედირა (ორივე რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე, თომას მიულერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა