"მიხვიდე შენი გუნდის სტადიონზე და სხვას უქომაგო - გულს გტკენს. სხვამ უქომაგოს - უფრო მაგრად გტკენს. სხვას უქომაგონ - გკლავს"
თერჯოლის "საპოვნელამ" და თბილისის "დინამომ" საფეხბურთო სეზონი ზესტაფონში განაახლეს. მეტოქეთა გულშემატკივრების გარდა, მატჩს ფეხბურთს მონატრებული ზესტაფონელებიც დაესწრნენ.

"ზესტაფონის" ფანკლუბის ლიდერი კოტე ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ დავით აბაშიძის სახელობის სარბიელზე საყვარელ კლუბსაც მალე იხილავს.

"ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო ჩემპიონატების რეფორმირებაზე რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ის პროგრამაა, რომელიც ბიზნესს ფეხბურთისკენ შემოატრიალებს. ამიტომ გაგვიჩნდა იმედი, რომ ილია კოკაია კლუბს აღადგენს და ზესტაფონელებს სიხარულს დაგვიბრუნებს", - ამბობს ბოჭორიშვილი.

"საპოვნელა"-"დინამოს" მატჩის შემდეგ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა "ზესტაფონის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სათაურით: "ზესტაფონი - სავსე ტრიბუნების ქალაქი".

"ჩვენ აღარ გვყავს გუნდი. ეს ბევრ რამეს ცვლის - უგემოდ დარჩენილი ეკიპაჟი და მიტოვებული ტრიბუნა ვართ. ჩვენ, უბრალოდ, გვენატრება, რომ გვიყვარდეს და გვჯეროდეს გუნდის, გვწამდეს ბიჭების, რომლებიც თამაშის მერე მოვლენ და ტაშს დაგვიკრავენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვუკრავდით ტაშს. იმის გამოც, რომ ისინი გვიყვარდნენ.

არ ველოდები, რომ ვინმეს გულამდე მივა ეს წერილი და არც არავის ვთხოვ, აღადგინოს გუნდი. არ მინდა, ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან არ მინდა, ვინმემ ამ სიყვარულზე ისე ითამაშოს, როგორც მოედანზე. ჩვენ მაინც გვეყვარება გუნდი, რომც არ იარსებოს.

პატარა ქალაქია ზესტაფონი, ცხოვრება მომაბეზრებელია და უემოციო. თითქმის სამი წელი გავიდა და ქალაქში ისევ გაკრულია ჯაბა დვალის აფიშები. ვავსებდით ტრიბუნებს, ვემზადებოდით საყვირლად და ამით ბედნიერები და მხიარულები ვიყავით. გუნდი იყო ამ ქალაქის სული და ემოცია. სუნთქვასავით ჩვეულებრივი მოვლენა იყო სტადიონზე მისვლა...

ახლა მხოლოდ ვიხსენებთ. მიხვიდე შენი გუნდის სტადიონზე და სხვას უქომაგო - გულს გტკენს. სხვამ უქომაგოს - უფრო მაგრად გტკენს. სხვას უქომაგონ - გკლავს. ჩვენს საფარზე ჩვენი გუნდი უნდა თამაშობდეს. ჩვენს ტრიბუნაზე ჩვენ უნდა ვიდგეთ (ვისხდეთ) და საყვარელ გუნდს ვამხნევებდეთ. უსამართლობაა უგუნდობა და სიყვარულის წართმევა - ჩვენ გვიყვარდა პატარა ქალაქის დიდი გუნდი. ახლა გვიყვარს წარსული", - წერს ქომაგი.

ნუთუ, ეს ლამაზი გუნდი მართლა წარსულია? ცნობილია, რომ "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს, შემდეგ პირველიდანაც, ბოლოს კი მის მეპატრონე ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნების იმედი გაჩნდა.

18 თებერვალს სფფ-ის თავკაცებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინეს და ცხადი გახდა - ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება. ამ პროგრამაში იყო სწორედ ისეთი დეტალები, რასაც კოკაია წლების განმავლობაში ითხოვდა - სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა, ეროვნული ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, მათ შორის - დაფინანსების სისტემაში: ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო გავარდნილი გუნდი, სულ მცირე, 2 მილიონს; ყველა კლუბი (სახელმწიფოც და კერძოც) თანაბრად დაფინანსდება და მალე 10-გუნდიანი ჩემპიონატიც აიღებს სტარტს...

ეს ისეთი სტიმული უნდა იყოს, წესით, კოკაია და "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდნენ. ეს რომ ტყუილი იმედი არ არის, ამაზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მდგომარეობაც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო არენას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (დაიტბორა მოედანი, ეკიპირებისა და ტექნიკის საწყობები, განადგურდა სატრენაჟორო დარბაზი, დაზიანდა სათადარიგო ფეხბურთელთა განსათავსებელი კონსტრუქციები), ახლა მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მეტიც, ის იმდენად კარგადაა მოვლილი, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ნაკრების მატჩებისთვის იქირავა.

ზესტაფონში გუნდის აღდგენის რეალური იმედი რომ არ ჰქონდეთ, ძვირად ღირებული მოედნის მოვლაში ფულს ხომ არავინ დახარჯავდა?!.

ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasilich
We'll be back!
beqa
წარმატებებს გისურვებთ ზესტაფონლებო. იმედია მალე დაამშვენებთ საქართველოს ჩემპიონატს
sardion
კობი არ დაგავიწყდეს, ვისი მხარდაჭერითაც გახდი პრეზიდენტი! სასწრაფოდ ზესტა უმაღლესში! ილია კოკაია ბრუნდება! აი ეგრე! გაიხარეთ ბ-ნო ილია!
inkognito
კობიაშვილი არაფერ შუაშია და კოკაიას რაც შეეხება შეუძლია გააკეთოს განცხადება რას აპირებს საბოლოოდ
georgian
ჩემი აზრით ილია კოკაია არ არის ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ფეხბურთის და ზესტაფონელების ინტერესებიდან. კოკაიას უნდა აღუდგეს ფეხბურთში საქმიანობის უფლება და ფედერაციამ ფორმა უნდა მოიფიქროს როგორ დაბრუნდეს ზესტაფონი პირველ წელს თუნდაც პირველ ლიგაში. წარმატებები ზესტაფონს და ქართულ ფეხბურთს!
bagrati
gizog მართალი კი ხარ, მაგრამ ზესტას დაჩაგვით ვინც "ისარგებლა" შარშან, ზესტას მიმართ სიჭინავას, რეზის და ჯუღელის ხელით გატარებული საზიზღრობა თუ იუხერხულა რომელიმემ?!
kaxeli papa
იმერლებო, კოკაია, ზესტაფონო:გელოდებიტ!
koba
მოდით ვაღიაროთ, ბოლო წლების ერთადერთი ნათელი წერტილი ქართული კლუბებიდან ზესტაფონი იყო, ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ შეგარცხვენდა და რა უქნეს ასეთ გუნდს
gizog
ძნელი იქნება დაბრუნების სწორი, სამართლიანი გზის მოძებნა, მაგრამ ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, რომ შემდეგ რომელიმე უდანაშულო გუნდის ინტერესების დაზიანების ხარჯზე არ მოხდეს ეს. დროზეა სამუშაო დასაწყები, თუმცა მჯერა ამ კუთხით, ე. ი. ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, რაღაც ნაბიჯები უკვე იქნება გადადგმული.
ალეკსანდრე
მჯერა ზესტაფონი დაბრუნდება და გაადზლიერებს ცემპიონატს
bagrati
კობი, ზესტაფონი ელის შენგან სამართლიანობის აღდგენს და იმ ბოროტების დაჩაგრული ზესტას დაბრუნებას!
anti
დაბრუნდი ბატონო ილია, პირველ რიგში საქართველოს და შემდეგ ზესტაფონს ჭირდება. რაც უფრო ჯანსაღი კონკურენცია იქნება საქართველოს ჩემპში მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე