სარეზერვო გუნდში ალექსანდრე ჩივაძეა
sports.ru-მ დენის რომანცოვის ბლოგი განათავსა, რომელშიც ავტორი შეეცადა, საბჭოთა კავშირის ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა.

სასიხარულოა, რომ სიაში ერთი ქართველი მოხვდა - მურთაზ ხურცილავა.

"პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახდა. ნაკრები ევრო 1968-ის ნახევარფინალში უნგრელების დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 და 0:2). ერთ-ერთი გოლი მოგებულ მატჩში ხურცილავას შეტევაში ჩართვას მოჰყვა.

დაცვაში თამაშის მიუხედავად, ხურცილავამ 22 გოლი გაიტანა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

იოჟეფ საბო იხსენებდა: "ხურცილავა უნიკალური მცველი იყო, პერსონალურად იდეალურად იყვანდა მეტოქეს. ინგლისში მან ბრწყინვალედ ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ხანდახან მწვრთნელი უხსნიდა მურთაზს, რა უნდა ექნა, ის კი პასუხობდა - არ გინდა, ჭირიმე, შენ მარტო ნომერი მითხარი".

1972 წელს ხურცილავა ნაკრებთან ერთად, ფინალში გავიდა, სადაც გფრ-სთან 0:3 დამარცხდა. ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან, რევაზ ძოძუაშვილთან და სხვებთან ერთად.

იმავე წელს ხურცილავამ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა მიუნხენში, მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გოლიც კი გაიტანა", - ვკითხულობთ ბლოგზე.

ავტორი ყოველ პოზიციაზე ალტერნატიულ კანდიდატურას ასახელებს, ხურცილავას ალტერნატივა ალექსანდრე ჩივაძეა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს:

ლევ იაშინი - ალბერტ შესტერნოვი, მურთაზ ხურცილავა, ანატოლი დემიანენკო - ვალერი ვორონინი, იგორ ნეტო, ფედორ ჩერენკოვი, იგორ ჩისლენკო - ედუარდ სტრელცოვი, ოლეგ ბლოხინი, ვსევოლოდ ბობროვი.

მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი

leri
"ლუკა"ს არ მჭირდება მე ვიღაცის დაწერილი და თუნდაც შენი წაკითხული ისტორია!ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ სსრკ-ს ნაკრებში გინდა შენ თუ არა ასეა ეს!! და მეორეც მეგობრები მყავს რუსები და არანაირი "მედია სივრცე" არ მჭირდება ხელშეწყობისთვის....
ლუკა
ლერი, ისეთი სიყვარული არ მოგაკლდეთ შენ და შენს თანამოაზრეებს რომელიც რუსებს ყოველთვის ქონდათ ქართველებისადმი. საბჭოთა კავშირის ისტორიას რუსები წერდნენ, და არა ქართველები. 1921 წლის თებერვალი რუსებს რომ კითხო არ მომხდარა, არც 2008 წლის აგვისტო, მიდი კვერი უკარი და დაეთანხმე იმ ისტორიას რასაც რუსები გვთავაზობენ. მიდი, უსმინე რუსების პროპაგანდას და დაიჯერე ზღაპრები რუსების და ქართველების ძმობის შესახებ. სპორტი, მითუმეტეს ფეხბურთი, ყოველთვის იყო ქართული თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის ოცნების გამოხატვის საშუალება. რუსების დიდი მცდელობის და წინააღმდეგობის მიუხედავათ ქართული ნიჭი და გენია მაინც პოულობდა ასპარეზს.
leri
ბიჭო ყველგან პოლიტიკოსები და პატრიოტები როგორ აკომენტარებენ! ეს სპორტული გვერდია და პოლიტიკაზე სხვაგან აკომენტარეთ! "ლუკა" და "ნოდარი" რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ისტორიას ვერ შეცვლით და სიძულვილი და ზიზღი კარგს არაფერს მოგიტანთ ....
ნოდარი
ვეთანხმები ლუკას, ყველაფერი ისე კეთდება რომ ბნელ ქართველებმა დაინახონ როგორი წარმატებულები ვიყავით ერთიან ძმურ კავშირში! ბოლო მაგალითად გამოდგება ერთი ჩვენი თანამემამულის მოსკოვში მიწვევა და იქ რუსებთან ერთად ხავილი, ვითომ არაფერია მაგრამ თუ ასე უყვარდათ ქართველი ფეხბურთელები და ასე ამოსდიოდათ მზე და მთვარე აგვიხსნან რატომ არ გაუშვეს მიხეილ მესხი მსოფლიო სიმბოლურ ნაკრებში, ვითომ ტრამვირებულიაო და რატომ გაიგო თვით ფეხბურთელმა მიწვევა რომ ქონდა თამაშის შემდეგ? თუ დაგვავიწყდა როგორ ბრალდებოდა საბჭოთა ნაკრების წაგებები ქართველ ფეხბურთელებს? ვისაც არ გახსოვთ წაიკითხეთ გურამ ფანჯიკიძის ევრიკა აღმოხდა დიდ არქიმედეს, და ა.შ. ეს მხოლოდ ეპიზოდებია,
ლუკა
რუსული პროპაგანდის მანქანა სრული სიმძლავრით მუშაობს. ქართულ ინტერნეტ მედია სივრცეში სულ უფრო ხშირდება თემები საბჭოთა წარსულზე და ქართველების როლზე ამ წარსულში, სტატიები და ვიდეობი მრავლდება ქართველებზე რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ქართველები რომლებიც რუსულ კონკურსებში მონაწილეობენ თურმე სულ უფრო ხშირად "აღაფრთოვანებენ" რუსებს. დიადი რუსეთის იმპერიის საბჭოთა ეპოქაში თურმე ქართველებს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით და რუსები "მადლიერებით" იხსენებენ და მისტირიან იმ დროს; დროს როცა ქართველები და რუსები "მეგობრები" ვიყავით. თითქოს უწყინარი სტატიებია მაგრამ ასეთი ირიბი და მეთოდური პროპაგანდა აშკარად არის ხელშეწყობილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქართული მედიის მიერ და ემსახურება ქართველებში რუსეთის სიყვარულის დათესვას.
ლევანი
sabonis მეც ეგ გამიკვირდა, გავრილოვი რომ ვერ ვნახე თერთმეტეულში... :D :D მესხი გახსოვთ, რუსებო?! ტეხავს!
sabonis
ჩერენკოვს რა უნდა აქ? კაი ბატონო ყიფიანი თავიდან მოიძულეს მარა, ამ ადგილზე უკრაინელებს ყავდათ შესანიშნავი ფეხბურთელები, ბურიაკი, ზავაროვი, მიხაილიჩენკო მარა მე ის უფრო მიკვირს გავრილოვი, როგორ გამოტოვეს.DDD
დავით 67
ბობროვზე ვერ დავეთანხმები რომას!ის ერთნაირად თამაშობდა როგორც ჰოკეის ისე ფეხბურთს.ასეთი სპორტსმენი არ ყოფილა მსოფლიოში!ხოლო მესხზე წინ ჩისლენკოს რომ დააყენებს კაცი ,რა დონის უვიცი უნდა იყოს.ამას თვითონ რუსებიც იტყოდნენ
ROMA
აბა რუსი რის რუსია კვანტი თუ არ დაგიდო,ჯერ ერთი რომანცოვი ვინ სიკვდილია,სრულიად არაკომპენტენტური,მეორეც ჩერენკოვის,დემიანენკოს და ბობროვის ყოფნა ცოტა ღიმილის მომგრელია,ასევე ივნოვიც უნდა იყვეს და რამდენიმე ქართველიც.
tngh
ეს ერთი, ნაკლებად ცნობილი კაცის ვარიანტია. სხვა სიებში ხურცილავაც მინახია და ბევრჯერ ყიფიანი, ჩივაძე, მესხი, მეტრეველი... ერთად ერთი იაშინია ყველგან უცვლელი და ალბათ სამართლიანადაც, რადგან მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებშიც ესეა.
დინამო-76
ამ სიაში სტაროსტინი და ფედოტოვი ვერ მოხვდნენ! და სიჭინავა უნდა იყოს?

ჩერენკოვი და ჩისლენკო ყიფიანს და მესხს ჯობდა არა? ეგა რუსული სიმართლე ... ან დემიანენკო ჩივაძეს?
ალეკსანდრე
სად არიან გიორგი სიჩინავა,მესხი,კიფიანი,შენგელია,გუცაევი და კიდევ რამდენიმე?
გია
აი რუსი შოვინისტების სია. ქართველები სძულთ. ყიფიანზე , მეტრეველზე და მესხზე უკეთესი ფეხბურთელი ჯერ არ ყოლიათ 150 მილიონიან რუსეთს. სავარაუდოდ არც მომავალში ეყოლებათ მათნაირი.იმიტომ არ გვინდა რუსეთი.
besiki
ძალიან მიკერძოებული და არაობიექტური ვარიანტია. რა უნდა ამ ათეულში დემიანენკოს, ჩერენკოვს და ჩისლენკოს, რაც შეეხება ბობროვს, ჰოკეისტების საუკეთესო ათეულში უფრო იყო მისი ადგილი.ყიფო, მესხი და მეტრეველი რომ ალტერნატიულ ათეულშიც ვერ მოხვდნენ, ეს უკვე ღიმილის მომგვრელია.
zurab
რას ჰქვია გოლი მოჰყვა? მატჩის წინ ხურცილავა ამშვიდებდა იაკუშინს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე და 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა მეორე გოლი!
kaxeli papa
იასინი, ვორონინი, სტრელცოვი. აი სხვა რუსი არ უნდა ყოფილიყო.
გია
მესხს,მეტრეველს,ჩოხელს....თავი რომ დავანებოთ ყიფიანი მაინც შეეყვანა მაგ რუს შოვინისტს.
chako
ჩივაძე, ყიფიანი, მესხი, მეტრეველი.... ეეჰ, ძალიან ფრაერი ყოფილა დენის რომანცოვი, აი ჩერენკოვს რომ დაასახელებ საუკეთესოებში მანდ მთავრდება ყველაფერი
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე