"გოლდენ სტეიტმა" ისტორიაში ყველაზე მალე მოიგო 50 მატჩი
"დეტროიტმა" ბრწყინვალე სტილში დაამარცხა სტუმრად "კლივლენდი", რითაც შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია და ოდნავ მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას.

"კლივლენდმა" მხოლოდ ირვინგისა და ლავის კარგი თამაშით უპასუხა მეტოქეს, რომლის რიგებშიც ექვსმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება. მასპინძლების წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მათი ლიდერის ლებრონ ჯეიმსის სუსტი თამაში - "მეფემ" 18-დან მხოლოდ ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში და ექვსი შეცდომა დაუშვა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ზედიზედ მესამე ურთულესი მატჩი ჩაატარა "ინდიანამ". თუ წინა ორ შემთხვევაში "პეისერსი" სამი ქულით ახერხებდა მოგებას, ამჯერად, ოვერტაიმში წააგო "მაიამისთან". ფლორიდელთა წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გორან დრაგიჩის (24 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) საუკეთესო თამაში და სამწამიანში დომინირება იყო - ფარქვეშ ბადალი არ ჰყავდა ჰასან უაიტსაიდს (19 ქულა, 18 მოხსნა, 6 დაფარება). ასევე აღვნიშნოთ "მაიამის" დიდი უპირატესობა მოხსნებში - 66 45-ის წინააღმდეგ.

"ტორონტოს" პროგნოზირებადი და იოლი გამარჯვება ჰქონდა. "მედისონ სკვერ გარდენის" დარბაზში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რის შემდეგაც, კანადურმა გუნდმა მშვიდად მოიპოვა ინიციატივა და საქმე დიდი ანგარიშით მოგებამდე მიიყვანა.

ატლანტაში მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. "გოლდენ სტეიტმა" პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგო, პირველი ტაიმი - 19 ქულით. ამის შემდეგ, "ატლანტას" ფანტასტიკური გაქცევა ჰქონდა - 30:9, რითაც სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტმა" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

იანის ანტენტოკუნმპოს კარიერაში პირველი სამმაგი დუბლით "მილუოკიმ" "ლეიკერსი" დაამარცხა. პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, "ბაქსის" უპირატესობა 25 ქულას შეადგენდა და ბოლო მეოთხედს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

"მინესოტამ" კარლ-ენტონი თაუნსის ორმაგი დუბლისა (28 ქულა+13 მოხსნა) და სამქულიანების ბრწყინვალე რეალიზაციის (53.5 პროცენტი) წყალობით, მოულოდნელად დაამარცხა "ბოსტონი". "სელტიქსს" ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ სირენამდე ორი წამით ადრე, მარკუს სმარტის ნასროლი სამქულიანი მიზანს ასცდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "კლიპერსმა" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი. ლოსანჯელესელებმა არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგეს მატჩი 40 ქულის სხვაობით.

დღის რეკორდები

- "ატლანტასთან" გამარჯვება 50-ე იყო სეზონში "გოლდენ სტეიტისთვის". ამ შედეგის მისაღწევად ჩემპიონს 55 მატჩი დასჭირდა, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა 1995-96 წლების "ჩიკაგოს", რომელმაც 56 მატჩში მიაღწია 50 მოგებას.

- სტივენ კარი პირველი მოთამაშე გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 28 მატჩში შეძლო მინიმუმ ხუთი სამქულიანის ჩაგდება. სხვათა შორის, წინა რეკორდის მფლობელიც კარი გახლდათ - შარშანდელ სეზონში მან ზედიზედ 27 მატჩში გამოიყენა მინიმუმ 5 შორეული ტყორცნა.

გუშინ, NBA-ში

სამმხრივი გაცვლა "დეტროიტს", "ჰიუსტონსა" და "ფილადელფიას" შორის გაუქმდა. საქმე ისაა, რომ დონატას მოტეიუნასმა ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება "დეტროიტში". შესაბამისად, ის და მარკუს ტორნტონი "ჰიუსტონში" დააბრუნეს, "როკეტსმა" ვერ მიიღო "დეტროიტისგან" 2016 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება, "ფილადელფიამ" კი დაკარგა ჯოელ ენტონი და 2017 წლის დარფტის მეორე რაუნდში არჩევანი.

გარდა ამისა, გუშინ, "მილუოკიმ" გააფორმა კონტრაქტი თავისუფალ აგენტთან სტივენ ნოვაკთან. ამისთვის, "ბაქსმა" შემადგენლობიდან დაითხოვა კრის კოუპლენდი.

"გოლდენ სტეიტმა" გაწყვიტა კონტრაქტი ჯეისონ ტომპსონთან, ხოლო "დენვერმა" გამოაცხადა მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ჯაკარ სემპსონთან.

კლივლენდი-დეტროიტი 88:96

28:33, 21:23, 19:19, 20:21

კ: ირვინგი (30), ლავი (24+7 მოხსნა), ჯეიმსი (12+8 მოხსნა).

დ: ჯექსონი (23), კოლდუელ-პოუპი (19), დრამონდი (16+15 მოხსნა), ჰარისი (14), მორისი (14), ჯონსონი (10).

მაიამი-ინდიანა 101:93 (ო)

15:25, 26:19, 29:25, 18:19, 13:5

მ: დრაგიჩი (24+8 მოხსნა), უაიტსაიდი (19+18 მოხსნა+6 დაფარება), უეიდი (16), უინსლოუ (15+7 მოხსნა), დენგი (13+16 მოხსნა), მაკრობერტსი (10).

ი: ჯორჯი (31+11 მოხსნა), ტერნერი (16), მაინმი (11), იანგი (10).

ნიუ იორკი-ტორონტო 95:122

28:26, 15:31, 25:29, 27:36

ნ-ი: ენტონი (23+11 მოხსნა), ლოპესი (21+13 მოხსნა), პორზინგისი (17).

ტ: ლოური (22+11 მოხსნა+11 პასი), დეროზანი (22), ვალანჩუნასი (20), ჯოზეფი (13+6 პასი), ჯონსონი (12), როსი (12), ბიიომბო (10+9 მოხსნა).

ატლანტა-გ. სტეიტი 92:102

15:30, 24:28, 36:18, 17:26

ა: ჰორფორდი (23+16 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), შრიოდერი (18+6 პასი), ტიგი (16+6 პასი), მილსეპი (11+7 მოხსნა), ჰარდუეი (12), სკოტი (0+11 მოხსნა).

გ-ს: კარი (36+8 პასი), ტომპსონი (27), ბარნსი (14), გრინი (6+14 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (3+11 მოხსნა+5 დაფარება).

მილუოკი-ლეიკერსი 108:101

29:19, 25:29, 36:17, 18:36

მ: ანტენტოკუნმპო (27+12 მოხსნა+10 პასი+4 დაფარება), მიდლტონი (18+6 პასი), პარკერი (15+9 მოხსნა), პლამლი (14), მაიო (12), მონრო (12+8 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (10).

ლ: იანგი (19), კლარკსონი (15), ბრაიანტი (15), უმოტჭსყ (14), კელი (11).

მინესოტა-ბოსტონი 124:122

31:23, 28:30, 34:31, 31:38

მ: თაუნსი (28+13 მოხსნა), უიგინსი (17), დიენგი (17+12 მოხსნა), ლავინი (16), რუბიო (15+8 მოხსნა+8 პასი), მუჰამადი (13).

ბ: კრაუდერი (27+9 მოხსნა), ბრედლი (22), ტომასი (18+9 პასი), სმარტი (17+7 პასი), სალინჯერი (12+7 მოხსნა).

კლიპერსი-ფინიქსი 124:84

36:17, 23:25, 31:19, 34:23

კ: რედიკი (22), ჯორდანი (17+11 მოხსნა+4 დაფარება), პოლი (16+14 პასი), პირსი (11).

ფ: ლენი (14+7 მოხსნა), პრაისი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის