ლა ლიგა. XXII ტურის წინ: პრიმერას ორი გრანდიდან უფრო სერიოზული მეტოქე "ბარსას" ჰყავს, რომელიც "ატლეტიკოს" მასპინძლობს

ამ ტურიდან ესპანურ პრიმერას სულ სხვა ხასიათი მიეცემა - თუ აქამდე "რეალი" ძალზე ახლოს იყო "ბარსელონასთან", ახლა ამ ორ გრანდს შორის სხვაობა უკვე 7 ქულაა, რაც საკმაოდ ბევრია, როცა ისეთი გუნდის მდევარი ხარ, როგორიც "ბარსაა". მოკლედ, ფორმულა: "ბარსა"-"რეალი" და დანარჩენები შეიცვალა განსაზღვრებით: "ბარსა", "რეალი" და დანარჩენები. ახლა "სამეფო კლუბს" კიდევ ერთი წაფორხილება უკვე ნამდვილად დაუჯდება ტიტულისთვის ბრძოლაში მარცხად, თუმცა ორი გრანდიდან უფრო სერიოზული მეტოქე ჩემპიონს ეყოლება - "ბლაუგრანა" "კამპ ნოუზე" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

ტურის ცენტრალური მატჩის წინ "ბარსელონა" "ალმერიას" მისსავე მოედანზე 3:0 გაუმკლავდა და სამეფო თასის ფინალშიც გავიდა, მაგრამ "ატლეტიკოსთან" თამაშს ჩემპიონი დაღლილი ხვდებაო, ნამდივად ვერ ვიტყვით - ხოსეპ გვარდიოლამ ანდალუსიაში ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ის ფეხბურთელები ათამაშა, რომელთაც დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ, მოედანზე ვინც გამოვა კი საკმაოდ დასვენებულია. მაგალითისთვის, "ალმერიასთან" მატჩში სამმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, მაგრამ ადრიანოს, ტიაგოსა და აფელაის სათადარიგოთა სკამზე თუ ვიხილავთ.

"ჩვენ მალევე უნდა გამოვიდეთ ფილანში გასვლის ეიფორიიდან, შაბათამდე დასვენება მოვასწროთ, რადგან მეტოქე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. საერთოდაც, ეს თვე გუნდისთვის ყველაზე დაძაბულია, ძალიან ბევრი და მძიმე მატჩი გველის", - განაცხადა "ბარსელონას" თავკაცმა.

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" კატალონიელებმა 2:1 მოიგეს, თუ არ გახსოვთ, ახლავე შეგახსენებთ. ეს ის მატჩია, რომელშიც ჩეხმა ტომაშ უიფალუშიმ გამორჩეულად იუხეშა ლეო მესის წინააღმდეგ. მესის უბრალოდ ძალიან გაუმართლდა, რომ მხოლოდ 2 კვირა გამოტოვა ტრავმის გამო. თუკი "ბარსელონა" მოიგებს, ჩემპიონი ერთი დღით მაინც დაწინაურდება "რეალთან" დოღში ორნიშნა ციფრით - 10 ქულით.

"ატლეტიკოზე" ბევრი ლაპარაკობს, რომ გუნდი შემადგენლობით ოთხეულის წევრია, მაგრამ თავის პოტენციალის ნახევარსაც ვერ ავლენს. არადა, "ლოს კოლჩონეროსი" 30 ქულით მხოლოდ მეშვიდეა და იმ მე-4 ადგილს, რომელიც ლიგის საგზურს იძლევა, 11 ქულით ჩამორჩება. ბოლო დროს, კიკე სანჩეს ფლორესი ცხელ ამბებშია, "ატლეტიკომ" ამ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი - ჯერ "სპორტინგთან", შემდეგ კი - "ბილბაოსთან". თუ გახსოვთ, სეზონის წინ სპეციალისტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობდა, რომ გაძლიერებული "ატლეტიკო" ტიტულისთვის ბრძოლაშიც კი ჩაერთვებოდა. დროის გასვლის შემდეგ, რამხელა მკრეხელობად მოსჩანს ეს მოსაზრება...

"ჩვენ მესამე ან მეოთხე ადგილზე უნდა ვიყოთ, მაგრამ სეზონი ცოტა სხვანაირად წარიმართა. თუმცა ოპტიმისტები ვართ და, გვჯერა, რომ შევძლებთ ამ სეზონის ბოლოს გახარებას. ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - აცხადებს კიკე ფლორესი.

"ატლეტიკოს" დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს, მადრიდში ხომ დამარცხდნენ, ბოლო ორი ვიზიტი "კამპ ნოუზე" სრული კრახით დაუსრულდათ, ჯამში 11 გოლი გაუშვეს.

"ბარსელონას" ლაზარეთი ერთი კაცით შემსუბუქდა - ანდრეს ინიესტამ მოირჩინა ტრავმა და უკვე სამი დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "ატლეტიკოსთან" ითამაშებს კიდეც. კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი კი კვლავ ტრავმირებულნი არიან. მადრიდელთა ბანაკში ძალზე საეჭვოა მარიო სუარესის თამაში "კამპ ნოუზე", სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა და მოედანს უბრუნდება რაულ გარსია. ლუის პერეამ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და ის დისკვალიფიცირებულია.

თასის მეორე ფინალისტი "რეალი" ბასკურ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ბასკები "სანტიაგო ბერნაბეუზე" უშიშრად მიემგზავრებიან. აკი, დაიმუქრა კიდევაც მათმა ლიდერმა ჩაბი პრიეტომ, ძალიან ხელსაყრელ დროს ვეთამაშებით "რეალს" და მაგრადაც შევაშინებთო.

"სამეფო კლუბს" პეპე, დუდეკი და იგუაინი აკლიათ, საეჭვოა მარსელოს თამაშიც. სერხიო რამოსი კი დასჯილია, ამიტომ დასვენება მოუწევს. სტუმრებს ვეტერანი ფორვარდი ხოსება ლორენტე კიდევ დიდ ხანს არ ეყოლებათ. სტუმრებს ამ თამაშში დისკვალიფიკაციამოხდილი მიკელ გონსალესი უბრუნდებათ.

დღეს

ალმერია-ესპანიოლი 21:00

დისკვალიფიკაცია: ბადიასი - დუშერი

ტრავმა: ნიეტო, ორტისი, აკასიეტე (?), ხუანიტო - ბაენა, პენია, მატიონი, ოსვალდო

ბილბაო-სპორტინგი 21:00

დისკვალიფიკაცია: ხ. მარტინესი (ბილ)

ტრავმა: გომესი, რამალიო, უსტარიცი, ამორებიეტა - ბოტია (?), მარკოსი, ტორესი

ხეტაფე-დეპორტივო 21:00

დისკვალიფიკაცია: დელ მორალი, პარეხო (ხეტ)

ტრავმა: არისმენდი, მარიო - რიკი (?), საული, ურეტა, ლოპო, გუარდადო

ოსასუნა-მალიორკა 21:00

დისკვალიფიკაცია: დამია - ვებო, ჟ. ვიქტორი, ნუნიეში

ტრავმა: მონრეალი, რუპერი, ნეკუნამი, მასუდი, რობერტო, სეხუდო - ვიქტორი, ტუნი, პინა

სარაგოსა-რასინგი 21:00

დისკვალიფიკაცია: როზენბერგი, ლასენი (რას)

ტრავმა: ედმილსონი (?), უჩე, ობრადოვიჩი, ლაგუარდია - პინილიოსი (?), კოლტორტი, დიოპი, ციოლისი, სერანო

ვილიარეალი-ლევანტე 23:00

დისკვალიფიკაცია: ფ. კაისედო (ლევ)

ტრავმა: სენა, ხ. კარლოსი, ა. ლოპესი, ნილმარი - სერხიო, პერესი, გონსალესი

ბარსელონა-ატლეტიკო 01:00

დისკვალიფიკაცია: პერეა (ატლ)

ტრავმა: პუიოლი, კრკიჩი, ჟეფრენი - პულიდო, სუარესი

ხვალ

სევილია-მალაგა 20:00

დისკვალიფიკაცია: დაბო - აპონიო, ველიგტონი

ტრავმა: კონე, ხ. ნავასი, რომარიკი, დრაგუტინოვიჩი, გუარენტე - რამოსი, რუბენი, ედინიო, ლოპესი, ლუკე

რეალი-რეალ სოსიედადი 22:00

დისკვალიფიკაცია: ს. რამოსი (რეალ)

ტრავმა: მარსელო, იგუაინი, პეპე, დუდეკი - ხ. ლორენტე, იფრანი, ი. მარტინესი (?)

ვალენსია-ერკულესი 00:00

დისკვალიფიკაცია: ტ. კოსტა, დ. ნავარო - ფარინოსი

ტრავმა: ალბელდა, სესარი, მოია, ვისენტე, მატა - ტომერი, დრენტე, პამარო, კრუსი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 21 19 1 1 67-11 58

2. რეალი 21 16 3 2 48-18 51

3. ვილიარეალი 21 14 3 4 41-21 45

4. ვალენსია 21 12 5 4 34-24 41

5. ესპანიოლი 21 12 1 8 28-27 37

6. ბილბაო 21 11 2 8 34-31 35

7. ატლეტიკო 21 9 3 9 31-26 30

8. სევილია 21 9 3 9 33-35 30

9. სოსიედადი 21 9 1 11 32-33 28

10. ხეტაფე 21 8 3 10 29-34 27

11. მალიორკა 21 8 3 10 23-29 27

12. სპორტინგი 21 5 7 9 22-27 22

13. ერკულესი 21 6 4 11 22-34 22

14. დეპორტივო 21 5 7 9 18-30 22

15. სარაგოსა 21 5 7 9 20-33 22

16. ოსასუნა 21 5 6 10 20-28 21

17. რასინგი 21 5 6 10 16-30 21

18. ლევანტე 21 5 3 13 22-34 18

19. ალმერია 21 3 8 10 20-36 17

20. მალაგა 21 5 2 14 28-47 17

ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 21 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 12 - ფ. ლორენტე (ბილბაო), პედრო (ბარსელონა); 11 - როსი (ვილიარეალი); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - ტრეზეგე (ერკულესი).

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება