ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ...ასეთ სიცოცხლეს კი სიკვდილი სჯობს

[ოთხშაბათის საკითხავი] ...ასეთ სიცოცხლეს კი სიკვდილი სჯობს

გვეყოფა რესურსი და პატიოსნება? მე ნაკლებად მჯერა სასწაულების. მაგალითად, მეძავის გაპატიოსნების...
"რასაც ველოდი, მოვესწარო", - ზუსტად ასეა ქართული ფეხბურთისა და ჩვენი საქმე. როცა ამდენ ხანს ელოდები და იღებ, ძალიან გახარებული ხარ და იქნებ ცოტა მოეშვა კიდეც, მაგრამ... ვაი, რომ ამ მოშვებისთვის ჩვენს ფეხბურთს არ სცალია - უფსკრულის პირას მისული გადაუდებელ შველას ითხოვს...

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ზუსტად ისეთი და იქნებ უკეთესიცაა, ვიდრე წარმოგვედგინა. პირდაპირ ვიტყვი - მე მასში გარკვეული, უმცირესი ნიუანსების გარდა, ყველაფერი მომწონს, ნიუანსებს კი აღარ ჩავუღრმავდები.

ზოგიერთ იმ კლუბს კი, რომელიც აქამდე მეტ თანხას იღებდა სახელმწიფოსგან, ვუპასუხებ: ბატონებო, ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა, გაინძერით, მოიზიდეთ სპონსორი და აუცილებლად გეშველებათ. მერე დანანებით აღარასოდეს გაიხსენებთ წარსულს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოსთვის იდეალურია 10-გუნდიანი პირველობა და ჩვენ გვექნება ასეთი ჩემპიონატი...

არაერთხელ დაგვიწერია, რომ სისტემა იყო შესაცვლელი და ეს სისტემა შეიცვლება.

საერთოდ, კარგია, როცა ვიღაც რაღაცად გაგდებს. სხვანაირად, შენი არსებობა გამართლებული არ არის, შენ ფუნქციას კარგავ, პესიმიზმში იძირები. ფეხბურთის ფედერაციას იმდენი ვუკიჟინეთ, 16-გუნდიანი ჩემპიონატი არ ივარგებსო, მგონი, ჩვენვე დავიღალეთ. მოგისმინა ვინმემ? ვინმემ რამედ ჩაგაგდო?

თავისი პირადული რესურსი რომ ამოწურეს, მერე სხვების მოგზავნა დაიწყეს - გუნდს სტადიონი და ბაზა რად უნდა, იქირავებს და ისე ითამაშებს, სამაგიეროდ, ბევრი ფეხბურთელი დასაქმდებაო...

ჰოდა, ამ მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის წინათქმას რომ ვწერდი, ასი თვალი და ასი ყური გამოვისხი, არაფერი შემშლოდა, ვის რომელ სტადიონზე უნდა ეთამაშა. ბოლოს კინაღამ შემეშალა და რომ შემშლოდა, მგონი, მთლად დამნაშავეც ვერ ვიქნებოდი - რამდენ გუნდს არ აქვს საშუალება, საკუთარ სტადიონზე ითამაშოს, თავადაც იცით.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ პროგრამა მოგვწონს. ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციისთვის კრიტიკა (და არა - კრიჭაში დგომა) არასოდეს დაგვიკლია და ჩვენი ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის, მომავალშიც იმავეს ვაპირებთ, მაგრამ ამ პროგრამისთვის ფეხბურთის ფედერაციას, სახელმწიფოსთან ერთად, ალალი მადლობა და აპლოდისმენტები!

...მაგრამ ახლა მთავარი საქმე ქაღალდზე დაწერილისა თუ ნაფიქრის კარგად შესრულებაა. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეს პროგრამაც ფარატინა ქაღალდად დარჩება და ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთს არც არაფერი ეშველება - არც მოკვდება და არც დარჩება, ასეთ სიცოცხლეს კი სიკვდილი სჯობს.

მე ყველაზე მეტად ორი რამ მაღელვებს - გვეყოფა თუ არა ქართულ ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანებს ამ პროგრამის განსახორციელებლად სწორედ ეს ორი რამ - პატიოსნება და ადამიანური რესურსი?

რაც წლების განმავლობაში ქართულ კლუბებში ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ადამიანები აკეთებდნენ. ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა კი დღეს ისევ კლუბებში მუშაობს.

მე ნაკლებად მჯერა სასწაულების. მაგალითად, მეძავის გაპატიოსნების. ვინ უნდა აკეთოს საქმე ჩვენს კლუბებში? არის კი ამხელა რესურსი - მცოდნე, პატიოსანი, თანამედროვედ მოაზროვნე? ხომ არ იქნებოდა უპრიანი, რომ თუნდაც პირველ ეტაპზე უცხოელი მენეჯერები ჩამოგვეყვანა და შეგვეშველებინა აქაურებისთვის?

წლების განმავლობაში ისინი სუფთა გარემოში სუფთად მიეჩვივნენ საქმის კეთებას და იმედია, ჩვენებსაც ამას მიაჩვევენ. რაც მთავარია, ქართველი დაინახავს, რომ 21-ე საუკუნეში ფეხბურთში თითქმის არავინ იტყუება. დაინახავს, რომ ფეხბურთი დიდი ზეიმია და არა - "დღეს მე გაგატარებ, ხვალ შენ გამატარე".

ქართული საკლუბო ფეხბურთის სამზარეულოში ძალიან ბევრი რამაა მისახედი. თუნდაც ის, რომ არ შეიძლება ხუთ კლუბში ერთი კაცის ინტერესი იყოს. კი ბატონო - ფეხბურთში მოღვაწეობა უნდა? დარჩეს ერთ კლუბში და აკეთოს საქმე!..

დარწმუნებული ვარ, რესურსისა და პატიოსნების პრობლემა სულ რამდენიმე წელიწადში აღარ იარსებებს. გვინდა თუ არა, მზის შუქზე გამოვა ახალი თაობა, რომელიც პატიოსნად იცხოვრებს და გააკეთებს საქმეს, მაგრამ... რა ვქნათ მანამდე?

როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ამ თაობას, ამ ახალგაზრდებს ქართული ფეხბურთი მეტ-ნაკლებად მისაღებ მდგომარეობაში დავახვედროთ? სწორედ ამიტომ წამოვწიე რესურსისა და პატიოსნების პრობლემა.

ჩვენი პასუხისმგებლობა ახლა უდიდესია. ჩვენ ან ვუშველით დღეს ქართულ ფეხბურთს, ან ეს საქმე გაურკვეველი ვადით გადაიდება. ნიადაგი მზადაა და ამ ნიადაგზე ფესვმაგარი ხეები უნდა დავრგოთ.

მხოლოდ ასე შევუნარჩუნებთ ქართულ ფეხბურთს მომავალ თაობას, თორემ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფეხბურთისგან ნელ-ნელა აღარაფერი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Kote

2017 თუ არა, 2018 წლის ჩემპიონატის დებულებაში მაინც უნდა იყოს ჩადებული, რომ სახელმწიფო კლუბებს ეკრძალებათ მონაწილეობა. შესაბამისად ეს პრობლემაც არ იარსებებს - საკუთარ თავს ხომ არ მოპარავენ რამეს. სახელწიფო კლუბებია ხალხნო მარაზმი და არა ის შედეგი, რაც მათ მოაქვთ! რეალური პრობლემის იდენტიფიცირებაა მთავარი და არა მხოლოდ ზედაპირული ნიშნების, რომელთან ბრძოლაც წყლის ნაყვაა ... მაგიტომაც ვტკეპნით ამდენი წელი ერთ ადგილს...

• gaga

murtalo-ს. აბა რა გითხრა. ერთი კი ვიცი, რომ წასულ კაცზე, "კაცები" ასე არ ლაპარაკობენ. მინდა და ველოდები, რომ ნაკრებმა შედეგი აჩვენოს, მაგრამ გულის სიღრმეში ამის არ მჯერა. კარგი იქნება თუ ვცდები. ავსტრიასთან, პირველივე შესარჩევ თამაშში გამოჩნდება, თუ რის მაქნისი იქნება ახალი მწვრთნელი და შესაბამისად ნაკრები. თუ შესარჩევის საბოლოო შედეგი არ იქნა მისაღები, კობის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი..

• murtalo

ალეკო კაკაურიძეს ყოველთვის არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ქეცბაიას შესახებ რასაც წერდა ეს მხოლოდ შერბილებუი ვარიანტი იყო იმისა, რაც უნდა დაეწერა, აი თქვენ კი ბატონებო რა მოგწონდათ ქეცბაიასი ვერ გამიგია...კაკაურიძე კი არ ერჩოდა ქეცბაიას,ქეცბაია ერჩოდა ქართულ ფეხბურთს...მადლობა ღმერთს წასული ამბავია და მის ხსენებაზე ჯარიმა უნდა დაწესდეს, შემაზიზღა ფეხბურთი, თუ ამას ფეხბურთი ერქვა ჩვენი ნაკრების შესრულებით...ფედერაცია სწორ გზას ადგას და მჯერა მალე მოვიმკით შესამჩნევ წარმატებებს თუ ხელს არ შევუშლით.

• jogi

ეგ "სახელმწიფო დახმარება" ნიშნავს ფეხბურთის "ყიდვას" და სრულ დამორჩილებას სახელმწიფოს მიერ, პრინციპით - ფულს მე გიხდი და ჩემი ხარ. ამ ქვეტექტს უნდა მივხვდეთ. ესაა ზონდერული მეთოდი, ფეხბურთის გაკონტროლების ტექნიკური და "სუფთა" მეთოდი. ასე აკეთებენ, დაეხმარებიან ყველაფერი ბიუჯეტს გამოუყოფენ მარა მერე ხმა კრინტი - ულაპარაკო გარანტია აქვს სახელმწიფოს რომ ჩაერიოს და მართოს როგორც უნდა. შეეპასუხები და მოგიხსნიან დახმარებას, ან მოგხსნიან. ასე რომ თუ დაეხმარება სახელმწიფო და თუ მართლა მის ინტერესებში შედის რომ ფეხბურთში მართლა მივაღიოთ წარმატებას, უნდა დაეხმაროს პატიოსნად და არ უნდა ჩაერიოს, ჩააბაროს ეს საქმე ფეხბურთის მცოდნე ხალხს. იმედია აქამდე განვითარდებიან რომ გაიგონ და იმის საწინააღმდეგოც არაფერი ექნებათ რომ 2018 წელს რუსეთის მსოფლიო გავიდეთ და ვითამაშოთ, პოლიტიკური დაძაბულობების გარეშე.

• ბაჯო

სანამ მოპარულ ფულს არ დააბრუნებიებენ არ გვესჰველება ხალხოოოო

• gg

მარტო პატიოსნება არ კმარა.დაუსჯელობის გრძნობა არ უნდა ქონდეს ადამიანს.უნდა იცოდეს რო თუ რამეს სახლში წაიღებს უკანაც დააბრუნებს და დაისჯება. იმდენი ფული წაიღეს ფედერაციიდან სახლში ვერ დათვლი და ყველას ხახვივით შერჩა.ხოდა ეს თუ არ გამოსწორდა ისე არაფრის კეთებას აზრი არა აქვს....

• batono gogi

რა მოგწონთ ქეცბაიასი?

• gogi mdivani

bingo-ს. აბსოლიტურად გეთანხმები. ნუთუ ეს ალეკო, ის ალეკოა? დაუჯერებელია!!!. ქეცბაის მწვრთნელობის დროს მეჩვენებოდა,რომ ის შეკვეთილ სტატიებს წერდა და ფაქტიურად ყველა, ქეცბას წინაამღდეგ იყო მიმართული. ახლა შეიცვალა და უფრო ანალიტიკურ და საქმიან განხილვებს გვთავაზობას, რაც მისასალმებელია. ძალზე ობიექტური იყო მისი სტატიები ცხადაძის საქმესთან დაკავშირებითაც. ასე, რომ წარმატება გამოსწორებულ სპორტულ ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძეს.

• Me

Namdvilaდ patiosneba yvelaze didi problemaa

• bingo

კაკაურიძე კარგი ხარ ძმაო ეს ვერ გავიგე, რას ერჩოდი ქეცბაიას?

• ბექა არაბული

გამარჯობა ალეკო :)

• nika

ამას უნდა მიშას და ბენდუქიძის მეთოდი (ოღონდ უფრო ჰუმანურად შესრულებული) - უპატიოსნობაში შემჩნეული ყველა ადამიანი უნდა მოიხსნას და ჩანაცვლდეს პატიოსანი (სასურველია ახალგაზრდა) კადრებით, თუნდაც გამოუცდელით. პატიოსანი და მოტივირებული ადამიანი სწრაფად ისწავლის. წინააღმდეგ შემთხვევაში - ავტორს ვეთანხმები - "ისეთი" ადამიანი არასოდეს გაპატიოსნდება (ჯულია რობერტსის "ლამაზმანი" არ ითვლება :)

• Walkabout

აი ამბობთ პროგრამა მოგვწონსო... მარტო თქვენ არა, სხვებიც წერენ... მაგრამ რომელი პროგრამა მოგწონთ? სადმე გამოქვეყნდა და მარტო მე გამომრჩა? სადმე წერია რომ წავიკითხო? ოღონდ იმას არ ვგულისხმობ ყველა რომ ორ-ორი სიტყვით ყვება, დეტალურად გაწერილი პროგრამა მაინტერესებს...

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება