მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელისო ბედოშვილმა მოსკოვური შთაბეჭდილებები გაგვიზიარა
გასულ უქმეებზე მოსკოვმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღზრდილმა სალომე ფაჟავამ რგოლით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა, გურზებით და ბურთით მეხუთე იყო.

ამ დისციპლინებში ქართველი სპორტსმენის უმედლოდ დარჩენა არბიტრების სინდისზეა. საკმარისია, საამისოდ სალომეს "რაჭულის" ვიდეოჩანაწერს უყურო: ფაჟავას გამოსვლის პირველსავე წამებში იფეთქა დარბაზმა. მქუხარე ტაში და ოვაციები გურზებით ასპარეზობის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა.

სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]

სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელისო ბედოშვილმა მოსკოვური შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

- რუსეთის დედაქალაქში უძლიერესმა ტანმოვარჯიშეებმა მოიყარეს თავი. არც იყო გასაკვირი, რადგან საოლიმპიადედ ყველას უნდოდა, გრან პრის ამ გათამაშებაზე გამოეცადა ახალი პროგრამები და არბიტრებისთვის თავი მოეწონებინათ.

შეჯიბრებამ ბევრი ახალი სახე გამოავლინა. უპირველესად, ტყუპი რუსი დები - ავერინები და კარინა კუზნეცოვა უნდა გამოვყოთ.

სიახლეების ფონზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სალომეს ახალმა პროგრამებმა ბურთითა და ლენტით ვარჯიშში. სპეციალისტებმა აკი აღნიშნეს კიდეც - ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში ორიგინალური ელემენტები შემოიტანაო. ეს ჩვენი ჯგუფის (ნელი სალაძე, ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე, მერიემ ჯანტეზი-ვ.დ.) შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი შეფასებაა.

ბურთით ვარჯიშში ბალეტის ილეთები ჩავრთეთ. სპეციალისტებისა და ქომაგებისთვის ეს უცხო იყო, რადგან აქამდე არავის გაუკეთებია. ლენტით ვარჯიშისთვის დინამიკური როკ-მუსიკა შევარჩიეთ, რაც კარგად ეხამება სალომეს ხასიათს.

მსოფლიო მხატვრულ ტანვარჯიშში როკი აქამდე მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონ მარგარიტა მამუნს ჰქონდა, ამიტომ ესეც გარკვეულწილად უცხოა და თვალშისაცემი, იმის მიუხედავად, რომ ახალი პროგრამები ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე დახვეწილი და გრან პრისთვის მოსამზადებლად სათანადო პირობებიც არ გვქონდა.

- "რაჭულსა" და რგოლით ვარჯიშზე რას იტყვით?

- გურზებით გამოსვლისას სალომემ პირველი ბრუნიდანვე აიყოლია დარბაზი. სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს ძალიან უყვართ "რაჭული" და მათი თხოვნით დავტოვეთ იგი ოლიმპიადისთვის. კარგი იქნებოდა, მსაჯებს ობიექტურად შეეფასებინათ ფაჟავას ეს გამოსვლა.

რგოლით ვარჯიშის მსგავსად, სალომე გურზებითაც იმსახურებდა მედალს. ეს აღნიშნეს კიდეც რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა ირინა ვინერმა და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგენია კანაევამ, რომლებმაც სალომეს გრან პრიზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს. კანაევამ ისიც გვკითხა, ვარჯიშებს ვინ გიდგამთო. რომ გაიგო, ჩვენი ჯგუფის შემოქმედება იყო, გაუკვირდა. ვინერმა დაამატა - ნელის სკოლა ორიგინალობით ყოველთვის გამოირჩეოდაო.

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის წევრის, ამერიკელი ქერლაინ ჰანთის მიწვევით მე და სალომე პირველ მარტს სოლტ ლეიკ სიტიში გავემგზავრებით ერთობლივ 10-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე.

მოსკოვურმა შეჯიბრებამ დაგვანახვა ის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელი იქნება ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც ივლისში ისრაელი უმასპინძლებს. თუმცა მანამდე ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრებაც გველის: 22 მარტს საფრანგეთში გრან პრი, ხოლო პირველ აპრილს იტალიურ პეზაროში მსოფლიოს თასის ეტაპია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ტურნირებზე სალომე კარგად გამოვიდეს და, რაც მთავარია, რიოს ოლიმპიადისთვის მომზადების პიკზე იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა
ჩემპიონ გუნდში - ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით, საბერძნეთში გააგრძელებს
UEFA-ს ბოიკოტი დადასტურდა - ევროპის საფეხბურთო ასოციაციები FIFA-ს ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ
[VIDEO] "აუცილებლად უნდა გაიყიდოს" - "ლივერპულის" ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც ქომაგები მოთამაშის გაყიდვას ითხოვენ
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] თქვა და შეასრულა - რა ვიდეო გაავრცელა "ჟალგირისის" პრეზიდენტმა "დინამოს" დამარცხების შემდეგ და რას წერს ლიეტუველთა მთავარი აქციონერი
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
საერთაშორისო ტურნირი "ნელი სალაძის თასი" დაიწყო
რიო 2016: დღეს სალომე ფაჟავა "რაჭულით" ბრაზილიელებსაც ააცეკვებს
სალომე ფაჟავას ოქრო და ორი ვერცხლი ბუქარესტის გრან პრიზე
სალომე ფაჟავამ ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს გრან პრიზე გურზებით ბრინჯაო მოიპოვა
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
სალომე ფაჟავას ტრავმამ ისევ შეახსენა თავი
სალომე ფაჟავა: ტაბლოს რომ ავხედე, თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
ვენერა ზარიპოვა: საქართველო და ქართველები ნელი სალაძემ შემაყვარა
სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!