საქართველოს ნაკრებისა და "დნიპროს" მცველმა მუცლის კუნთის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსს გადის
უჩა ლობჟანიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ესპანურ შეკრებაზე ახლავს. საქართველოს ნაკრების მცველმა იანვარში მუცლის კუნთის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. მას ესპანეთში დავუკავშირდით.

"საზარდული მქონდა საოპერაციო და ამას გამო მუცლის კუნთი მტკიოდა. გამიკეთეს ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა, ახლა უკეთ ვარ, მოვმჯობინდი, ესპანეთში ვვარჯიშობ კიდეც, მაგრამ ჯერ სრული დატვირთვით ვერა. მსუბუქი ვარჯიშები დამინიშნეს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ორ კვირაში გუნდს შევუერთდები", - ამბობს ლობჟანიძე.

"დნიპროში" ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი პირველი ეტაპის ბოლოს დანიშნეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა რამდენიმე შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. თუმცა ლობჟანიძე ძირითადში მოხვედრას იმედოვნებს.

"ხუანდე რამოსი ცნობილი მწვრთნელია. პირადად მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, საკეთებელს კი ყველას ერთად გვიხსნის. რა იქნება, მომავალი გვაჩვენებს, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძირითადში თამაშს დავიმსახურებ."

ლობჟანიძეს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრების წევრ ევგენი ბოხაშვილზეც ვკითხეთ, რომელიც იქაურ დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. დნეპროპეტროვსკელებმა 17 წლის თავდამსხმელი ესპანურ შეკრებაზე წაიყვანეს.

"ბოხაშვილი ესპანეთში ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ქართული არც იცის, თუ არ ვცდები, უკრაინაშია გაზრდილი, კარგი ბიჭია, 17 წლის თავდამსხმელს "დნიპრო" შეკრებაზე ტყუილად არ წამოიყვანდა."

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა