შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქუთაისის "აიამ" მოიგო...

შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქუთაისის "აიამ" მოიგო. შეგახსენებთ, რომ გათამაშება სამ ეტაპად ტარდება და საქართველოს ჩემპიონი ბოლო, მესამე ეტაპზე ბათუმში გამოვლინდება. აქ ის ათი გუნდი იასპარეზებს, ვისაც ორი ეტაპის ჯამში საუკეთესო მაჩვნებელი ექნება.

მეორე ეტაპის შეხვედრები თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე გაიმართა. შეჯიბრებაში ათი გუნდი ჩაება. ასპარეზობაზე უარი განაცხადეს თბილისურმა გუნდებმა "ლელომ" და "ლოკომოტივმა", რომლებმაც 14 ივლისს სქართველოს თასის ფინალში ითამაშეს. ასევე რუსთავის "ხარებმა", გორის "თსუ\ლომებმა" და თბილისის "არმაზმა".

აღსანიშნავია, რომ ათი გუნდიდან ხუთი რეგიონებისა იყო - "აია" (ქუთაისი), "ბაგრატი" (ქუთაისი), "არწივები" (ოზურგეთი), "რაინდები" (ფოთი) და "ბათუმი XV". ნიშანდობლივია, რომ საუკეთესო ოთხეულში სამმა რეგიონულმა გუნდმა გააღწია.

ჯგუფურ ეტაპზე მომავალმა ფინალისტებმა "აიამ" და "ბათუმი XV"-მ ყველა შეხვედრა მოიგეს. ნახვარფინალში კი საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებმა თანაქალაქელ პირველლიგელ "ბაგრატს" მოუგეს - 24:12. ზღვისპირელებს კი პირველი ეტაპის გამარჯვებულის "ვისოლი\ყოჩების" დამარცხება არ გასჭირვებიათ - 22:5.

ფინალი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თამაში "აიას" უპირატესობით დაიწყო და ანგარიში ცხრა ნომერმა ლევან გოგიამ გახსნა. გარდასახვა გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ დაარტყა ზუსტად - 7:0. ტაიმის შუაწელში ბათუმელებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა საქართველოს ნაკრების გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ ქუთათურები ისევ დააწინაურა, გარდასხვა ამჯერადაც "ანტილოპამ" გაიტანა - 14:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმში ბათუმელი მორაგბეები საგრძნობლად გააქტიურდნენ. მალე მათ შორის ყველაზე გამოცდილმა, გოჩა ხონელიძემ თავისივე წამოწყებული სალელოვე კონტრშეტევა კარის ძელებს შორის დაასრულა. გარდასახვაც თვითონ დაარტყა - 14:14.

თამაში უკიდურესად დაიძაბა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ვინც მორიგ ლელოს გაიტანდა, გამარჯვებაც მას დარჩებოდა. ასეც მოხდა.

მატჩის ბოლო წუთზე "აიამ" შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო. იერიშში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მეტოქის ლელოდან ათიოდ მეტრში ქუთაისელმა მორაგბეებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. ხამაშურიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და გელა შალამბერიძეს გადააწოდა. მისი შეჩერება ბათუმელებმა ზედ ლელოს ხაზთან შეძლეს. რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე თითქმის უყურადღებოდ მიტოვებულ ზურაბ გოგლიჩიძეს გაუტანეს, რომელმაც გამარჯვების მომტანი ლელო მიითვალა. ხამაშურიძემ ესეც გარდასახა და საბოლოო ანგარიში - 21:14 დააფიქსირა.

საქართველოს ჩემპიონატი

A ჯგუფი: აია-ხულიგანა 14:7, ვისოლი/ყოჩები-რაინდები 40:5, აია-დევები 47:7, ხულიგანა-რაინდები 33:0, აია-ვისოლი\ყოჩები 12:10, ხულიგანა-დევები 22:0, აია-რაინდები 52:0, ვისოლი\ყოჩები-ხულიგანა 19:17, რაინდები-დევები 7:12.

სატურნირო მდგომარეობა

აია - 8 ქულა, ვისოლი\ყოჩები - 6, ხულიგანა - 4, დევები - 2, რაინდები - 0.

B ჯგუფი: ბათუმი XV-არწივები 43:0, ბაგრატი-აკადემია 19:7, ბათუმი XV-ივერია 42:0, აკადემია-არწივები 31:7, ბაგრატი-ივერია 35:0, ბათუმი XV-აკადემია 28:5, ბაგრატი-ოზურგეთი 33:0, ბათუმი XV-ბაგრატი 7:0.

სატურნირო მდგომარეობა

ბათუმი XV - 8 ქულა, ბაგრატი - 6, აკადემია - 4, არწივები - 2, ივერია - 0

V ადგილისთვის, ნახევარფინალი

ხულიგანა-არწივები 19:7, დევები-აკადემია 7:38

I ადგილისთვის. ნახევარფინალი

აია-ბაგრატი 24:12, ბათუმი XV-ვისოლი\ყოჩები 22:5

IX ადგილისთვის

რაინდები-ივერია (არ გამოცხადდა)

VII ადგილისთვის

არწივები-დევები 7:26

V ადგილისთვის

ხულიგანა-აკადემია 7:5

III ადგილისთვის

ვისოლი\ყოჩები-ბაგრატი 7:0

ფინალი

აია-ბათუმი XV 21:14

საბოლო მდგომარეობა

1. აია, 2. ბათუმი XV, 3. ვისოლი\ყოჩები, 4. ბაგრატი, 5. ხულიგანა, 6. აკადემია, 7. დევები, 8. არწივები, 9. რაინდები, 10. ივერია

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა