ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ნინო სალუქვაძეს აქვს, დიორში კი ლიცენზიისთვის ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და ლიზი კილაძე იბრძოლებენ
ქართველი ტყვიის მსროლელები უკვე უნგრულ დიორში არიან, სადაც ბულგარეთიდან გადავიდნენ. ქალაქში, რომელმაც შარშან თბილისისგან ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიადის დროშა გადაიბარა, ხვალ ევროპის ჩემპიონატი იწყება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, დღეს კი ოფიციალური ვარჯიშია.

ევროპის წლევანდელი პირველობა "ბებერი კონტინენტის" მსროლელთათვის ბოლო სალიცენზიო ტურნირია, სადაც სამი საგზური გაიცემა. ოღონდ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს, ანუ სამეულში უკვე ლიცენზირებული სპორტსმენები თუ შევლენ, მაშინ საგზური მეოთხეს გადაეცემა, იმასაც თუ აქვს ლიცენზია - მის მომდევნოს და ასე შემდეგ.

რეალურად, ძლიერ მსროლელთა უმეტესობას უკვე განაღდებული აქვს რიო დე ჟანეიროს თამაშებში მონაწილეობა და შეიძლება ისეც მოხდეს, საგზურის მისაღებად მხოლოდ ფინალურ ოქტეტში შესვლაც საკმარისი გახდეს, არათუ მაინცდამაინც სამეულში ან ხუთეულში მოხვედრა.

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ასეთი შემადგენლობით გამოვა: ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე თავის შვილთან - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, ლევან ქადაგიძე, ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე და ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამეპრიზიორები: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი (იმ გუნდში მაჭავარიანიც შედიოდა). ნაკრების მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძეა.

შეგახსენებთ, რომ ამათგან ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ნინო სალუქვაძეს აქვს, დიორში კი ლიცენზიისთვის ქადაგიძე, მაჭავარიანი და კილაძე იბრძოლებენ. მაჭავარიანი და კილაძე ჯერ ასაკით ახალგაზრდები არიან, თუმცა საგზურის მოპოვების იმედით უფროსებში გაიყვანენ, რადგან შედეგებით ახლოს დგანან მათთან და ლიცენზიის მოპოვების გარკვეული შანსი ნამდვილად აქვთ.

ცხადია, ამ შედეგებით მათ თანატოლებში მედლის მოპოვების გაცილებით მეტი და სავსებით რეალური შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, ვფიქრობთ, ოლიმპიადისთვის მართლაც ღირს გარისკვა.

რაც შეეხებათ ჩვენი გუნდის დანარჩენ წევრებს, ისინი ახალგაზრდებში გამოვლენ.

ნაკრები ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ბულგარეთში მოემზადა, სადაც ჯერ მაღალმთიან კურორტზე გაიარეს მომზადების პირველი ეტაპი, მერე კი რამდენიმე დღით სოფიაში დაბრუნდნენ და იქ გააგრძელეს ვარჯიში. ეს იყო ერთობლივი შეკრება, სადაც ჩვენებთან ერთად მასპინძლებიც ემზადებოდნენ - ქალებიც და ვაჟებიც. მათ შორის - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, ვინც ჯერაც ულიცენზიოდაა, და ლიცენზირებული ანტოანეტა სტეფანოვაც.

შეკრებაზე ჩავიდა იაპონიის ნაკრების ბულგარელი მწვრთნელი ემილ დუშანოვი, რომელმაც თან ჩაიყვანა თავისი ყველაზე ცნობილი შეგირდი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტომოუკი მაცუდა. ცხადია, ასეთ ხალხთან ვარჯიში ჩვენებს წაადგებოდათ, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებს, რომლებსაც შეკრებები ისედაც აკლიათ.

დიორში ჩვენგან პირველი ხუციბერიძე იასპარეზებს, რადგან ახალგაზრდა გოგოების ტურნირი ხვალ გაიმართება. ამავე ასაკის ბიჭები ზეგ დადგებიან ცეცხლის ხაზზე და იმავე დღეს ჩატარდება შერეული წყვილების ტურნირიც.

26 თებერვალს ტურნირში უკვე ვაჟები ჩაებმებიან, ქალები კი 27-ში ისვრიან. უფროსთა შორის შერეული წყვილების შეჯიბრებაც იმავე დღეს გაიმართება, სადაც, დიდი შანსია, დედა-შვილმა კვლავ ერთად იასპარეზოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
საქართველოში კონკურენცია მაკლია - ინტერვიუ ნინო სალუქვაძესთან
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გაბალამ სანგარიც გაგვახსენა - აზერბაიჯანში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
"ჯერაც ვერ წარმომიდგენია, რომ ოლიმპიადაზე მე და ჩემი შვილი ერთად გამოვალთ"
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ამან დამანგრია და მომშალა - ნინო სალუქვაძეს პრობლემები არ ელევა
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!
ნინო სალუქვაძე: მე ვაგრძელებ კარიერას, რადგან ახლა ვჭირდები ცოტნეს გვერდით
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ლეგენდების მემკვიდრე - ცოტნე მაჭავარიანს დედის რეკორდები არ აშინებს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ