28 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
28 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კვირას, სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლო IX ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც მთავარი ინტრიგა პლეიოფში გამსვლელთა და პლეიოფს მიღმა დარჩენილთა ვინაობის გარკვევაა.

სუპერლიგის ტურის დაწყებამდე, სათამაშო დღე კორპორატიული ლიგის VII ტურის გადადებული შეხვედრებით აიღებს სტარტს. ორი დაპირისპირება გაიმართება ვერცხლის ლიგაში: საქრუსენერგო ვითიბი ბანკს ეთამაშება, ხოლო გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ალიანს საქართველო, თბილისის მერიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

ერთი მატჩი გაიმართება ოქროს ლიგაშიც. ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ფოსტისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდები წარსდგებიან.

28.02.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური

11:00 საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი

12:00 ალიანს საქართველო - მერია

28.02.2016. ოქროს ლიგა. VII ტური

15:00 საქართველოს ფოსტა - TTC

სუპერლიგა A-ს ბოლო ტური, 14:00 სთ-ზე ვეტერანებისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირებით დაიწყება. ორივე გუნდს პლეიოფში მოხვედრა განაღდებული აქვს, ერთადერთი,სატურნირო თვალსაზრისით გასარკვევია თუ რომელ ადგილზე დაასრულებენ გუნდები ასპარეზობას.

გაცილებით პრინციპული შეხვედრაა მოსალოდნელი გათამაშების ფავორიტ სკ პსპ-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს შორის. ეს უკანასკნელი მარცხის შემთხვევაში შესაძლოა პლეიოფს მიღმა აღმოჩნდეს - შესაბამისად მათთვის ამ დაპირისპირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ლიდერთა სამეულში ადგილების გადასანაწილებლად იბრძოლებენ მფკ ტატიშვილი და სკ ევექსი-ჯვაროსნები. დაუმარცხებელი "მედიკოსები" ერთი ქულით და ერთი პოზიციით ჩამორჩებიან მეორე ადგილზე მყოფ მეტოქეს.

აუცილებელი სამი ქულისთვის მოუწევს თამაში მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას", რომლის მეტოქეც შსს-ს საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნება. მოგების გარდა სხვა შედეგი მცხეთელებს სუპერლიგა C-ს საგზურად "დაუჯდებათ".

28.02.16. სუპერლიგა A. IX ტური

14:00 სკ ვეტერანები - მფკ ნატახტარი

16:00 სდსს - FC PSP

17:00 მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები

18:00 გრანდ გრუპი (მცხ) - შსს

ბოლო ტურის წინ გაცილებით "გაურკვეველი" ვითარებაა სუპერლიგა B-ს სატურნირო ცხრილში.

პირველი ადგილის დაკავების შანსს ერთბაშად ხუთი გუნდი ინარჩუნებს, ამავე დროს გავარდნის საფრთხე ერთაბაშად ოთხ გუნდს ემუქრება.

ტური ვივუსისა და ახპიურის დაპირისპირებით დაიწყება. იმისათვის, რომ აჭარლებმა თავი მშვიდად იგრძნონ, აუცილებლად მოგება ესაჭიროებათ, თუცმა არის შანსი ისინი საუკეთესო რვაში მარცხის შემთხვევაშიც აღმოჩნდნენ.

დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად იბრძოლებს ზესტაფონის "ფერო", რომლის მეტოქეც ამჟამინდელი ლიდერი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იქნება.

ცხრილის სხვადასხვა ნაწილში პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა და ევროკრედიტის გუნდები. ეს უკანასკნელი ცხრილის სათავეში მოქცევას შეეცდება, ხოლო იმერლების მთავარი მიზანი პლეოფში მოხვედრაა.

სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით დასრულდება. უნიკრედიტისა და კასპის "გენერლის" შეხვედრაში, ორივე მათგანი ინარჩუნებს "დარჩენა-გავარდნის" შანსებს. თუ კასპელთა გამარჯვება მათ აუცილებლად მოუტანს პლეიოფის საგზურს, მათ მეტოქეს ეს საგზური შესაძლოა მარცხის შემთხვევაშიც ერგოს. თუმცა არის ვარიანტი უნიკრედიტს წარუმატებლობა ლიგასთან დამშვიდობებად დაუჯდეს.

28.02.16. სუპერლიგა B. IX ტური

13:00 VIVUS.GE - ახპიური (ბთ)

19:00 სკ ფერო (ზეს) - UG

20:00 GM ჭიათურა - ევროკრედიტი

21:00 UNICREDIT.GE - მფკ გენერალი (კას)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა"და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი",ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი