სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის წილისყრასა და საქართველოს თასის ფინალზე საუბრობს

გუშინ რეგიონებში მეორე წრის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. დღეს კი სამი თბილისური შეხვედრა ჩატარდება. მანამდე წრის საუკეთესოს, კოტე ტუღუშის ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ კოტემ პირველ წრეში ორჯერ შეასრულა სამმაგი დუბლი. მისი დახმარებით კი "არმიამ" წრე პირველ პოზიციაზე დაასრულა.

კოტესთან ინტერვიუ შედარებით ახალი ამბით, საქართველოს ნაკრების წილისყრით დავიწყეთ. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ კოტე საქართველოს ნაკრების წევრია.

- ახალს ვერაფერს ვიტყვი, წილისყრისას მართლაც გაგვიმართლა. იოლ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე გუნდს იოლი გასეირნება ელის. მომდევნო ეტაპზე გასვლის პრეტენზია ყველას აქვს. მათ შორის ჩვენც და მაქსიმუმს გავიღებთ მიზნის მისაღწევად.

- მესამე კალათიდან საუკეთესო მეტოქე გვერგო.

- საუკეთესო ვარიანტი სწორედ ბელგია იყო. გარდა იმისა, რომ მესამე კალათაში ბელგიაზე ძლიერი ნაკრებები იყვნენ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ ზაფხულს სწორედ ამ გუნდმა ორჯერ დაგვამარცხა და წყენა ჯერაც არ დაგვვიწყებია. პირველივე თამაში ბელგიასთან გვაქვს და ვნახავთ რეალურად ვინ უფრო ძლიერია.

- ბულგარეთის, ბელგიისა და უკრაინის უკან მოსატოვებლად სამი მოგება საკმარისი უნდა იყოს.

- კარგი იქნება, მაგრამ ხშირად ყოფილა სიტუაცია, როცა რამდენიმე გუნდს თანაბარი ქულები მოუგროვებია და მიღებულ-ჩაგდებული ბურთები გადამწყვეტი აღმოჩენილა. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსებმა ან სლოვენიელებმაც შეიძლება დაკარგონ ქულები. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ოთხი მატჩი მაინც მოვიგოთ.

- ნაკრების კალათბურთელებთან წილისყრის შესახებ ილაპარაკებდი?

- რა თქმა უნდა. განწყობა საბრძოლოა. გვაქვს რწმენა, რომ სამეულში მოხვედრა შეგვიძლია. ბელგიაზე უკვე ვთქვი, ბულგარეთს ორჯერ მოვუგეთ, ხოლო რაც შეეხება უკრაინას, ჩემი აზრით სწორედ მასთან შეხვედრა სჯობდა, ვიდრე საკვალიფიკაციოდან გადმოსულ რომელიმე გუნდთან. თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინას კარგად ვიცნობთ, ხოლო საკვალიფიკაციოდან არავინ იცის, ვინ შეგვხვდებოდა, თან მისი ვინაობა აგვისტოს ბოლომდე არ გვეცოდინებოდა.

- ახლახან "არმიამ" საქართველოს თასი მოიგო, ფინალში შსს დიდი სხვაობით დაამარცხა.

- დავამტკიცეთ, რომ ყველა კომპონენტში ძლიერები ვართ. ფინალში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა იყო, როგორც 2010 წლის 20 აგვისტოს - ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდა (ბელგიას), მეორეს - არაფერი (საქართველოს). მაგრამ შსს კვლავაც მთავარ კონკურენტად მიმაჩნია. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და მეორე წრიდან კიდევ მოუმატებს. არც ჩვენ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას.

- ფინალში საუკეთესოებად ბუბა ბერიშვილი და გიორგი შარაბიძე დასახელდნენ. რას იტყვი ახალ თანაგუნდელებზე?

- ბუბა ჩვენთან ერთად სლოვენიურ შეკრებაზე იყო. იგი "არმიას" კარგად შეეწყო. რაც შეეხება შარაბიძეს, იგი დიდი ხანი არაა, რაც დაგვემატა. მაქსიმალურად ვეცადეთ, გუნდს კარგად მორგებოდა და რა შედეგსაც მივაღწიეთ, ფინალში გამოჩნდა: ნახევარფინალში, თსუ-სთან ნორმალურად ითამაშა, ხოლო ფინალში დიდებულად გაისარჯა.

- სუპერლიგაზეც ვთქვათ. პირველ წრეში ორმაგი დუბლი ორჯერ შეასრულე, სხვა მატჩებიც გავითვალისწინეთ და ჟურნალისტებმა წრის საუკეთესო კალათბურთელად გაღიარეთ.

- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სტატისტიკაში რომ ჩავიხედავ და დუბლს აღმოვაჩენ, მსიამოვნებს, მაგრამ ეს ჩემი თვითმიზანი არ არის. პირველ რიგში ვაკეთებ იმას, რაც გუნდს სჭირდება.

- მატჩებისას თუ ხვდებოდი, რომ სამმაგ დუბლს უახლოვდებოდი?

- მეორე შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცოდი, საბოლოოდ რა სტატისტიკა მექნებოდა და სამმაგი დუბლი ჩემთვის სასიამოვნო სიურპირზი იყო. პირველ შემთხვევაში კი მესამე პერიოდში ჩემმა ახალგაზრდა თანაგუნდელებმა მითხრეს - სამმაგ დუბლამდე მოხსნა გაკლიაო. თამაში ისე წარიმართა, ერთი მოხსნაც მივამატე.

- ზოგადად პირველ წრეში "არმიას" გამოსვლაზე რისი თქმა შეიძლება?

- მეორე ტურში "ქუთაისთან" დავმარცხდით, თუმცა მას მერე წრე წაუგებლად ჩავამთავრეთ. ბოლო ტურებამდე სატურნირო ცხრილის სათავეში შსს იდგა, თუმცა საბოლოოდ მაინც გავასწარით. დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა "ენერჯიმ", წრე მეორე ადგილზე დაასრულა. კარგი გუნდებია "ქუთაისი", თსუ, "სოხუმი"... "სამედიცინოც" გაძლიერდა. მოკლედ, საინტერესო მეორე წრე გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა