რა უნდა ვიცოდეთ ფიფას ახალ პრეზიდენტზე?
ჯანი ინფანტინო არ იყო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი, მაგრამ საარჩევნო მარულა მან მეორე წრეში მოიგო. რა უნდა ვიცოდეთ ჯანი ინფანტინოსა და მისი გეგმების თაობაზე?

ბევრისათვის მოულოდნელად, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა. უეფას ყოფილი გენმდივნის გამარჯვებისა არავის სჯეროდა, მათ შორის, არც ბუკმეკერებს. ისინი ფავორიტად მეორე კანდიდატს, შეიხ სალმანს მიიჩნევდნენ. დიახ, ფავორიტი ბაჰრეინელი იყო, თუმცა ინფანტინო ბოლომდე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული.

პატარა შვეიცარიულ ქალაქში დაბადებული ინფანტინო (დიახ, ის ბლატერის თანამემამულეა, ისინი დაბადებულნი არიან ერთსა და იმავე კანტონში, ერთმანეთისგან 6 მილის მანძილზე), დაახლოებით 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა კონსულტანტად. მისი ძირითადი გზა უეფაზე გადის.

როგორც ჩანს, სწორედ უეფაში ისწავლა ინფანტინომ ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, რომლებიც კონკრეტულ შინაარსს არ შეიცავს. ეს მას გარკვეულწილად აახლოებს ზეპ ბლატერთან.

და მაინც, ყველაზე მეტად მის სახელს მიშელ პლატინის უკავშირებენ. ის წლების განმავლობაში იყო ფრანგი ლეგენდის დამხმარე და მარჯვენა ხელი. პლატინის ბოლო დროს ყველასათვის ცნობილი სკანდალი რომ არა, სწორედ ის იყრიდა დიდი ალბათობით კენჭს ამ არჩევნებზე.

რატომ გაიმარჯვა?

ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ მისი არ ეშინიათ. რაც უნდა თქვას ინფანტინომ, ის არ ივლის ბეწვის ხიდზე. არ დაანგრევს წესრიგს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთში წლების განმავლობაში დამყარდა.

შეიხ სალმანის შემთხვევაში სხვანაირად იყო. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ძალიან ამბიციურად გამოიყურებოდა. ბოლომდე ვერავინ იწინასწარმეტყველა, რას იზამდა სალმანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

შეიხის პროგრამა გულისხმობდა კორუფციასთან ბრძოლას და გარიგებული მატჩების გამოვლენას. დავამატოთ ამას ისიც, რომ სალმანი სამეფო ოჯახის წარმომადგენელია და მას აუცილებლად ექნებოდა ლტოლვა აბსოლუტური მმართველობისაკენ.

მის ფონზე ინფანტინო თეთრი და რბილი იყო. თანაც, შეიხს მხარი არ დაუჭირეს ლათინური ამერიკისა და კონკაკაფის ქვეყნებმა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. ევროპა მხარს ყველას დაუჭერდა, ოღონდ თავისი კანდიდატი ყოფილიყო.

მაშ, ინფანტინოს გამარჯვება ლოგიკურადაც შეიძლება აიხსნას, თუმცა უნდა ითქვას, რომ არჩევნების დაწყებამდე ძალიან ბევრს მისი შანსებისა საერთოდ არ სჯეროდა.

რას აკეთებდა ინფანტინო უეფაში?

უეფაში არ ყოფილა არც ერთი ბოლოდროინდელი წამოწყება, მათ შორის, ფინანსური ფეარ პლეის ზღვარის დამკვიდრება, რომელშიც ინფანტინოს მონაწილეობა არ მიეღოს. ეს, სხვათა შორის, სწორედ მისი იდეაა.

სწორედ მან შეიტანა წვლილი იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს. ამან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა ინფანტინომ შეძლო და კიდევ ერთი მისი იდეა მაგრად დაიცვა.

რასაც ვერ წაართმევ, ისაა, რომ ინფანტინო ძალიან ინიციატივიანი ადამიანია. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ის უფროსობის აზრს არ ეთანხმება. მაგალითად, ცნობილია, რომ მიშელ პლატინი სასტიკი წინააღმდეგია ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების დანერგვის. რაც შეეხება ინფანტინოს, მას მიაჩნია, რომ დრომ ამის აუცილებლობა მოიტანა.

ინფანტინოს მთავარი პლუსი ფინანსებისადმი დამოკიდებულებაა. ის მიიჩნევს, რომ კლუბებმა თანხის ხარჯვისას რაღაც ზღვარი უნდა დააწესონ. ამავე დროს, ინფანტინოს სურს, დაეხმაროს კლუბებს, რათა მათ მეტი ფული გამოიმუშაონ.

რას გააკეთებს ფიფაში

პრეზიდენტად არჩევისთანავე ინფანტინომ რამდენიმე ორაზროვანი ფრაზა წარმოთქვა კონკრეტული შინაარსის გარეშე. მან მადლობა გადაუხადა მიშელ პლატინის და არ გადაუხადა ბლატერს - ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა. სამაგიეროდ, ზეპი მიესალმა მისი მემკვიდრის წარმატებას.

რეფორმების დაპირების მიუხედავად, ინფანტინო არცთუ ბევრი სტრუქტურული ცვლილების განხორციელებას აპირებს. მაგალითად, ფიფას აღმასკომს ამიერიდან საბჭო ერქმევა და მისი წევრების რაოდენობა 20-დან 36-მდე გაიზრდება.

ამასთან ერთად, საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს ექვსი ქალი. საბჭოს ნაკლები გავლენა ექნება, ვიდრე აღმასკომს. ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის უფლებამოსილება იზრდება? ამასთან ერთად, ინფანტინომ პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ფიფას ტოპ-მენეჯერების ხელფასს. კიდევ ერთი კარგი პიარსვლა.

ინფანტინო დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატს 40 გუნდამდე გაზრდის. ამით მან აშკარად გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. გარდა ამისა, ის აპირებს სატრანსფერო სისტემის რეორგანიზაციას. წესით, აგენტების ცხოვრება მალე ძველებურად მშვიდი აღარ უნდა იყოს.

დღეს ინფანტინოს უჭერენ მხარს ზეპ ბლატერი, მიშელ პლატინი, ევროპა, მდიდარი კლუბები. ის ბოლო დროს არაერთ პატარა ქვეყანას ეწვია და იქაც წარმატებით მოიპოვა ხმები. მოკლედ, შესაძლოა, შვეიცარიელს დიდი ხანი არ გამოუჩნდეს ალტერნატივა.

დოსიე

ჯოვანი ვინჩენცო ინფანტინო

დაიბადა: 1970 წ. ბრიგი (შვეიცარია)

მოქალაქეობა: შვეიცარია და იტალია

კარიერა: 2000 წლიდან უეფაში, 2009 წლიდან - უეფას გენერალური მდივანი; 2016 წლიდან - ფიფას პრეზიდენტი

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები

I ტური: 88 - ჯანი ინფანტინო, 85 - შეიხ სალმანი, 27 - პრინცი ალი, 7 - ჟერომ შამპანი, ტოკიო სეკსვალემ მოხსნა კანდიდატურა.

II ტური: 115 - ჯანი ინფანტინო, 88 - შეიხი სალმანი, 4 - პრინცი ალი, 0 - ჟერომ შამპანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
The Daily Telegraph: ინფანტინომ სამსახურში საყვარელი დააწინაურა და შემდეგ კომპენსაციაც გადაუხადა
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
"მან აფრიკელებს ოცნების საშუალება მისცა" - ეტო'ომ ინფანტინო დაიცვა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა