"მანჩესტერ სიტიმ" თასი მეოთხედ მოიგო
"სიტიმ" და "ლივერპულმა" დროებით სხვა ყველაფერი გვერდზე გადადეს და "უემბლიზე" 86 ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ ინგლისის ლიგის თასი გაათამაშეს.

ცოტა სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ჯამში ორივე გუნდს პრობლემური სეზონი აქვს და ტიტული არ აწყენდათ. ბუნებრივია, ორივეს შემადგენლობა საბრძოლო იყო და არც თამაში გამოვიდა ცუდი.

იურგენ კლოპს დაცვაში ჰქონდა საკადრო პრობლემები, ცენტრალურ მცველად ლუკას ლეივას უწევდა თამაში და თან, მალევე მამადუ სახოც დაშავდა.

"ქალაქელები" ცოტა უკეთ გამოიყურებოდნენ და მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურდნენ კიდეც. ფერნანდინიომ სერხიო აგუეროს პასის მერე მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხოლო სიმონ მინოლეს იღლიაში გაუძვრა ბურთი.

გათანაბრება მერსისაიდელებმა ბოლოსკენ შეძლეს, როდესაც შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა ადამ ლალანამ ძელს გაარტყა, დამატებაზე კი ფილიპე კოუტინიომ ივარგა.

დამატებითი დრო დაძაბული გამოდგა და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც "ლივერპულმა" ფანებს მოლოდინი გაუცრუა... არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო, ემრე ჯანმა გაიტანა, ხოლო ფერნანდინიომ - ვერა. თუმცა მერე ლუკასმა, კოუტინიომ და ლალანამ თერთმეტმეტიანები გააცუდეს, ხოლო ხესუს ნავასმა, სერხიო აგუერომ და იაია ტურემ გაიტანეს.

ასე რომ, პელეგირინი "სიტის" ერთი ტიტულით მაინც დაემშვიდობება. ჩილელის გუნდმა ლიგის თასი მეოთხედ მოიგო, ბოლოს მანჩესტერელებს ეს 2013/2014 წლების სეზონში გაეკეთებინათ. "ლივერპულმა" კი ახლა მთელი ყურადღება ევროპალიგაზე უნდა გადაიტანოს.

ლივერპული-სიტი 1:1 (1:3-პენ.)

გოლები: 0:1 ფერნანდინიო (49), 1:1 კოუტინიო (83)

ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - კლაინი, ლუკასი, სახო (25. კ. ტურე), მორენო (72. ლალანა) - მილნერი, ჰენდერსონი, ჯანი, კოუტინიო - ფირმინო (80. ორიჯი) - სტარიჯი

სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - სანია (91. საბალეტა), კომპანი, ოტამენდი, კლიში - იაია ტურე, ფერნანდო (91. ნავასი) - ფერნანდინიო, სილვა (110. ბონი), სტერლინგი - აგუერო

გაფრთხილება: კლაინი, მორენო, კოუტინიო, ჯანი – ფერნანდო, კომპანი, ოტამენდი

კუთხური: 5-9 ჯარიმა: 18-15 თამაშგარე: 8-0 კარში დარტყმა: 16(4)-20(7) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 86 206

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
უეფას სიმბოლურ ნაკრებში "ბაიერნის" ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
სეზონის სიმბოლური - პრემიერლიგის ფეხბურთელებმა გამორჩეული თერთმეტეული დაასახელეს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
მუნდიალის კიდევ ერთი დანაკლისი - ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებსაც გამოაკლდა
კოუტინიო შესაძლოა, "ინტერში" დაბრუნდეს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ვეინალდუმის უარის შემდეგ 3 შესაძლო ვარიანტი გამოიკვეთა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ასტონ ვილამ" "ბარსელონასგან" კოუტინიოს კონტრაქტი გამოისყიდა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ფერნანდინიომ გვარდიოლას შიდა სამზარეულოში ჩაგვახედა - მან უმცირესი დეტალიც იცის...
კოუტინიო შესაძლოა, ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
განრისხებული დე ბრუინი თანაგუნდელებმა შეაკავეს [VIDEO]
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა