მომდევნო ტურში, ლონდონში, "თვიქნემზე" სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს
ექვსი ერის გათამაშების მესამე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდი დარჩა - ინგლისისა და უელსის ნაკრებები.

მომდევნო ტურში, ლონდონში, "თვიქნემზე" სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. გამარჯვების შემთხვევაში ინგლისს პირველობამდე ერთი ნაბიჯიღა დააშორებს.

მას შემდეგ, რაც "პომების" სათავეში ავსტრალიელი ედი ჯონზი მივიდა, გუნდი ნელ-ნელა იბრუნებს ოდინდელ სიმძლავრეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რაიმე რევოლუციური ცვლილება ინგლისელთა თამაშში ჯერ არ მომხდარა და არც იყო მოსალოდნელი. ედი საკმაოდ ჭკვიანი, არაორდინარული მწვრთნელია და არსად ეჩქარება. ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო მსოფლიოს თასისთვის მისი გუნდი ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ინგლისის ნაკრებმა მესამე ტურში ბოლო წლების ექვსი ერის ტრიუმფატორ ირლანდიას უმასპინძლა და 21:10 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ მესამეხაზელი ბილი ვუნიპოლა დაასახელეს.

"ბილი სულ უფრო და უფრო უმატებს. ის თითქოს პატარა ბიჭია, რომელიც თამაშს სწავლობს და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს. ის მოლაპარაკე დიდად არ არის, მაგრამ გვინდა ვიცე-კაპიტნობა ვანდოთ...

ირლანდიელები მოქმედი ჩემპიონები არიან. ამიტომ ძალიან მძიმე ბრძოლის მოლოდინი გვქონდა. შეტევაში კარგად გავისარჯეთ, მაგრამ მისი დაბოლოება სასურველია უკეთესი იყო. ამაზე სერიოზულად გვაქვს სამუშაო. ხაზს კარგად ვჭრიდით, მაგრამ მეტოქე მაინც ახერხებდა იერიშის შეყოვნებას. მოსაფიქრებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რაც ამის გამოსწორების საშუალებას მოგვცემს", - თქვა ედი ჯონზმა.

მატჩი მართლაც რთული გამოდგა მასპინძლებისთვის. ინგლისელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება თამაშის დასკვნით 20 წუთში შეძლეს. თუმცა "სამყურებს" დრო საკმარისად ჰქონდათ შეხვედრის გადასარჩენად. "პომებმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალეს.

ორი კვირის თავზე ინგლისის ნაკრებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მატჩი აქვთ უელსის ეროვნულ გუნდთან, რომელთანაც ძალიან მწარე მოგონება აკავშირებს. განვლილ მსოფლიოს თასზე "პომები" ჯგუფში სწორედ "წითელმა ურჩხულებმა" ჩატოვეს.

უელსელებმა კარდიფში, "მილენიუმზე" საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 19:10 სძლიეს. "ლე ბლომ" მედგარი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გასწია, რომელიც სამი ქულით დათმო - 3:6. შესვენების შემდეგ უელსელები დომინირებდნენ. თუმცა მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. საპასუხო ლელო ფრანგებმა მატჩის მიწურულსღა მიითვალეს.

არანაკლებ საინტერესო იყო აუტსაიდერების, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება რომში. შეხვედრა "სკოტებმა" დამაჯერებლად მოიგეს - 36:20. ახლა დიდი შანსია, "სკუადრა აძურა" ხის კოვზის მფლობელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ეს სიმბოლური ალაფია, რომელიც ყველა მატჩის წამგებ გუნდს გადაეცემა.

შოტლანდიელთაგან საუკეთესო, ტრადიციულად, გრეგ ლაიდლოუ იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა (ხუთი საჯარიმო და სამი გარდასახვა).

ექვსი ერი. III ტური

უელსი-საფრანგეთი 19:10

უელსი: ლ - ნორსი. 4ს,გ - ბიგარი.

საფრანგეთი: ლ - გირადო. გ - ტრინ დუკი. ს - პლისონი.

იტალია-შოტლანდია 20:36

იტალია: 2ლ - ჯილარდინი, ფუსერი. 2ს,2გ - ჰაიმონა.

შოტლანდია: 3ლ - ბარკლი, ჰარდი, სეიმური. 5ს,3გ - ლაიდლოუ.

სინბინი: რასელი, ნილი.

ინგლისი-ირლანდია 21:10

ინგლისი: 2ლ - ვოტსონი, ბრაუნი. 3ს,გ - ფარელი.

სინბინი: ჰესკელი, კერი.

ირლანდია: ლ - მურეი. ს,გ - სექსტონი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 3 3 0 0 +48 6

2. უელსი 3 2 1 0 +13 5

3. საფრანგეთი 3 2 0 1 -6 4

4. შოტლანდია 3 1 0 2 +6 2

5. ირლანდია 3 0 1 2 -12 1

6. იტალია 3 0 0 3 -49 0

IV ტური

12 მარტი

ირლანდია-იტალია

ინგლისი-უელსი

შოტლანდია-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
პომა რა ცხოველია?
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა