გიორგი ნიჟარაძის აზრით, იაპონიასთან კარგი თამაში ტონგასთან და ირლანდიის ნაკრებთან გამართული ტესტ-მატჩების შედეგია
23 ნოემბერს თბილისში გამართული ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩის შემდეგ საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" "ამომავალი მზის ქვეყნის" ძლიერ გუნდს ანგარიშით 35:24 სძლიეს.

საქართველო-იაპონია 35:24 - რევანში აღებულია [VIDEO+PHOTO]

"საქართველოს ნაკრებს შერკინებაში და ზოგადად, თამაშშიც ძალიან მომატებული აქვს. ფაქტობრივად, პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოგვიწია თამაში, რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით", - თქვა ნამატჩევს იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონზმა.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ვითამაშეთ. მეორეში დისციპლინაში ავურიეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც მოვიგეთ.

ხელდახელ თამაში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლევს მაგის საშუალებას მეტოქე. როცა იაპონელების წნეხს თავი დავაღწიეთ, კარგი შეტევები გამოგვივიდა. როცა ვერ ვაღწევდით თავს, ამას ვეღარ ვახერხებდით.

იაპონიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-10 ადგილზეა. მას შესანიშნავად გამოსდის ხელდახელ ბურთაობა, ფაზების აკინძვა".

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

"მინდა ყველას მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ეს გამარჯვება. მატჩის წინა დღეს გუნდი ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა, სადაც პატრიარქმა დალოცა.

ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ისევე, როგორც შარშან, ამჯერადაც გუნდი ტესტების ბოლოსკენ უკეთ ათამაშდა. ეს ბუნებრივიცაა. გაზაფხულზე ერთა თასზე ვასპარეზობთ, ივნისში თბილისის ტურნირზე უძლიერეს შემადგენლობას თავს ვერ ვუყრით. ამიტომ ნოემბერში პირდაპირ ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან გვიწევს ბრძოლა. ცხადია, ეს დიდ სირთულეს გვიქმნის.

დღევანდელი კარგი თამაში არის ტონგასთან და ირლანდიის ნაკრებთან გამართული მატჩების შედეგი. ამიტომ ჩვენ ეს მატჩები აუცილებლად გვჭირდება შემდგომი ზრდისა და პროგრესისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
რატომ ვერ აჯობებს ვითOმ თბილისელი ყაზბეგელს? მილიონ სამასი ათასი კაცი ცხოვრობს თბილისში და ყაზბეგში რამდენი?! კონკურენცია სად უფრო დიდია?!
რეალური
თუ რეგბი რაიონებში არ გავიდა უკან უკან წავალთ.რაიონული კლუბების შექმნა უნდა დაფინანსდეს. თბილისში ბევრი გუნდის დაფინანსებას ჯობია რაიონებში დაფინანსდეს გუნდები. ერთი და იგივე დონის ვარჯიშისას ყაზბეგში მყინვარწვერის წინ ნავარჯიშები ბავშვი ბევრად უფრო წინ იქნება ვიდრე თბილისელი ბავშვი. იგივე ითქმის გუნდებზეც. გუნდი რომლის ბაზაც ყაზბეგში იქნება უფრო მეტს შეირგებს ვარჯიშს ვიდრე წერეთელზე ნავარჯიშები. ყაზბეგს ისე ვამბობ თორემ არანაკლები იქნება სხვაგან. ეს აუცილებელია თორე უკან წავალთ.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ექვსი ერი. III ტური: დაუმარცხებელი "პომები" და "ურჩხულები"
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს