საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
ბათუმის "დინამომ" მეორე წრეში გასვლაზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და მეორეც მოიგო, თანაც - ერთნაირი ანგარიშით. ამჯერად, შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილები ფოთის "კოლხეთს" სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ესტუმრნენ.

ფოთელებს რამდენიმე მოთამაშე აკლდათ. ამის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს. მე-18 წუთზე ნიკოლა კომაზეცმა საჯარიმოსთან თემურ შონია მოძებნა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და კოლხების კარის ბადე შეარხია - 0:1.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ნახევარმცველმა მეორე წრეში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეორე გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, შონიას წინა მატჩშიც კომაზეცი დაეხმარა.

რეალური საგოლე მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმაც შექმნეს - კარს თედო კაკულია დაემუქრა, მაგრამ მიხეილ ალავიძემ ბურთს ხელი წაჰკრა და ბათუმელები გადაარჩინა.

სტუმრებს სხვაობის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცათ. მაგრამ იმავე შონიამ, მარკო მიხაილოვიჩმა და გიორგი ქავთარაძემ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

საბოლოოდ, ბათუმის "დინამომ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, საჩხერის "ჩიხურას" მარცხით ისარგებლა და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური

27.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1

გოლი: 0:1 შონია (18. კომაზეცის პასით)

კოლხეთი: ძაგანია, ლ. კაკულია (80. შალიკაშვილი), ა. ჩაკვეტაძე, გოგონაია, თ. კაკულია, ნ. ტუღუში (53. გიგაური), გ. გურეშიძე, თუხარელი, პოლულიახი (76. გ. კვარაცხელია), ჟიშკარიანი, ნიქაბაძე.

სათადარიგოები: ხოფერია, მესხი

მწვრთნელი: გელა სანაია

დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, მიხაილოვიჩი, გოგიტიძე, ქორიძე, შონია, ფონიავა (65. გაბედავა), ქავთარაძე, ვარშანიძე, დიასამიძე (75. გ. კაშია), კომაზეცი (89. თევდორაძე).

სათადარიგოები: მამინაშვილი, სუხიაშვილი, ზ. ქათამაძე, ტეტუნაშვილი

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გაფრთხილებები: გ. გურეშიძე (38), გოგონაია (60)

არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10

დ. ტატანაშვილი (სიონი) 10

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური

6 მარტი, კვირა

დინამო (თბ)-მერანი

გურია-ლოკომოტივი

ტორპედო-დინამო (ბთ)

სიონი-საპოვნელა

ცხინვალი-დილა

შუქურა-კოლხეთი

ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი

სამტრედია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი"
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"
კომაზეცი ბათუმიდან... ჰონკონგში - ერთი ტრანსფერის ანატომია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
სეზონის დაწყება ტანჯვად გვექცა - გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოში" ტრავმებზე
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0 - ახლოს სამეულთან [VIDEO]
სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ბალკანელებმა ბათუმს ხელი დაუქნიეს - კომაზეცს საქართველოში დარჩენა აღარ სურს
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს