დიდი იტალიური დერბის გამოხმაურება
დიდი იტალიური დერბი თავსხმა წვიმაში წარიმართა და ამან თამაშის სანახაობრივ მხარეს დაღი დაასვა. მთლიანობაში, ერთობ მძიმე მატჩი გამოვიდა, ბევრი ბრძოლით და ცოტა სახიფათო მომენტით.

"იუვენტუსი" ფლობდა უპირატესობას და ასახა კიდეც ეს გოლებში, "ინტერმა" კი პირველი ხეირიანი დარტყმა მატჩის უკანასკნელ წუთზე განახორციელა და იქაც ჯანლუიჯი ბუფონი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მოკლედ, "იუვემ" "ინტერი" დაჩაგრა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

იუვენტუსი

მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, დაცვის ცენტრში კი ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ტრიო ვიხილეთ. ამ უკანასკნელის ტრავმის გამო "ბაიერნთან" შეხვედრაში ალეგრიმ გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო, რამაც დიდად ვერ გაამართლა. მოკლედ, როდესაც "იუვე" 3 მცველით, ანუ თავდაცვისას 5 მცველით ირჯება, გუნდი გაცილებით თავდაჯერებულია.

საგულისხმოა, რომ "ინტერთან" მატჩის პირველივე ტაიმში კიელინი დაშავდა და შესაცვლელი გახდა, თუმცა მწვრთნელმა ტაქტიკის შეცვლა არ ისურვა და თამაშში დანიელე რუგანი ჩართო. როგორც ჩანს, "იუვენტუსი" მიუნხენშიც 3-5-2 სქემით გაირჯება.

კიელინის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია და დეტალური ანალიზის შედეგებს უახლოეს პერიოდში გავიგებთ. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, დიდია შანსი, ჯორჯომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს. იქამდე დროა და ვნახოთ, რა მოხდება, "ინტერთან" მატჩის შემდეგ კი ტურინელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს...

მასიმილიანო ალეგრი: "რთული მატჩი იყო ძლიერ მეტოქესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. რაც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ, მით ნაკლები ბარიერი დაგვრჩება სკუდეტომდე. "ინტერმა" სივრცეები მოგვცა და ამით კარგად ვისარგებლეთ, რისთვისაც შეგირდებს მადლობა ეკუთვნით. მახსოვს, როდესაც იტალიის თასის ნახევარფინალში "ინტერს" 3:0 ვძლიეთ, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი საქმე უკეთესობისკენ წავიდოდა".

ერნანესი: "ტურინში გადმოსვლამდე "ინტერში" ვთამაშობდი და ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. პირველივე წუთებზე გატანის კარგი შანსი მომეცა, უკვე ვემზადებოდი აღსანიშნავად, მაგრამ ბურთმა არ ინება კარის ხაზის გადაკვეთა. დიახ, მე ვაპირებდი "ინტერის" კარში გატანილი გოლის აღნიშვნას, რადგან ამ გუნდში კარიერის საუკეთესო წლები ნამდვილად არ გამიტარებია".

ჯანლუიჯი ბუფონი: "სერია A-ს ზედიზედ 8 თამაშში არ გავუშვი გოლი და მითხრეს, რომ ჯამში ეს 746 წუთია, რაც ჩემივე რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. მთავარი გუნდის წარმატებაა და პირველ რიგში, ეს მახარებს, თუმცა პირადი მიღწევებიც სასიამოვნოა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, წინ კი დიდი ბრძოლები გველის".

ინტერი

"ინტერი" კრიზისშია და "იუვენტუსთან" თამაშმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. სკუდეტოზე აღარ არის ლაპარაკი და ისეთი პირი უჩანს, რომ მილანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც ძალიან გაუჭირდება. "ნერაძური" მკვეთრად ჩამორჩა ლიდერებს და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს თანაქალაქელ "მილანს" – არადა, სეზონის პირველ ნახევარში, "ნერაძური" ლიდერობდა ჩემპიონატს, "როსონერი" კი ცხრილის შუაგულში იყო გაჭედილი. "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მანჩინის ნაცვლად, პიერო აუზილიო გამოცხადდა...

პიერო აუზილიო (სპორტული დირექტორი): "მანჩინი მატჩის დაწყებამდეც გაციებული იყო, თამაშის მსვლელობისას კი ხმა დაკარგა. ამიტომ კომენტარს მე გავაკეთებ. არც კი მახსენდება გუნდი, რომელსაც ასეთ მოკლე დროში ამდენი ქულა გაენიავებინოს და ასე დაბლა დაშვებულიყოს სატურნირო ცხრილში. ჩვენ ვერ შევურიგდებით მე-5 ადგილზე ყოფნას და ბევრი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ ვითარება გამოვასწოროთ.

"იუვენტუს არენაზე" მარცხი სამარცხვინო არაა, მაგრამ რა ვუყოთ "კარპისთან", "ვერონასთან" და "სასუოლოსთან" განიავებულ ქულებს? – სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელებისგან მეტს ველოდი და ვფიქრობდი, რომ ისინი ღირსნი იყვნენ იმ პატივის, რასაც "ინტერის" მაისურით თამაში ჰქვია".

მაურო იკარდი: "ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა. ტურინში სასურველი შედეგის მიღწევა ურთულესია და ეს კიდევ ერთხელ გამოვცადეთ საკუთარ ტყავზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს