მაიკ ტაისონი ბრიტანეთში
არ შემეძლო ლონდონის ქუჩებში სეირნობა, რადგან ჩემი გამოჩენა მასობრივ არეულობას იწვევდა. ამიტომაც, მაღაზიებში მხოლოდ ავტომობილით დავდიოდით. ერთხელ, შუქნიშანზე გავჩერდით და როცა ხალხმა შეგვამჩნია, მანქანის რყევა დაიწყო.

ვიღაცა მანქანაში თავის შემოყოფას ლამობდა. ეს ჰგავდა სცენას მესამე სამყაროს ქვეყნიდან, როცა დიქტატორი გაქცევას ცდილობს, ხალხი ხელს უშლის, აჩერებს მის მანქანას, აძრობს სახურავს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ამ ადამიანებს სიყვარული ამოძრავებდათ.

- გვიყვარხარ, მაიკ! - ყვიროდნენ ისინი.

ეს ყველაფერი ბიტლომანიას ჰგავდა. ჩემთან ერთად მეგობარი გოგონა იყო და კინაღამ გულის შეტევა დაემართა.

- ჯანდაბა! - თქვა მან, ჩემსკენ შემობრუნდა და მომაშტერდა. - ვინ ხარ ასეთი?

ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით, მაგრამ მისი ფანჯრების ქვემოთ ბრბო იყო შეკრებილი, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდა. ხალხი იქამდე არ დაიშალა, სანამ აივანზე არ გამოვედი და არ მივესალმე: "ყველაფერი შესანიშნავადაა!" ჯანდაბა, მეფე კარლ დიადს ვგავდი.

მაგრამ არაკეთილისმსურველებიც მყავდნენ. ქალთა საზოგადოებას არ უფიქრია ჩემი მხარდაჭერა. ისინი პუბლიკაზე ჩემს გამოჩენას აპროტესტებდნენ. მიწვეული ვიყავი ბრიტანეთის პარლამენტში, მაგრამ ქალმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო ჩემი გამონათქვამი მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეომში:

ჩერჩილის ფიგურას ვუწოდე "ლაიმით დაწყევლილი კიდევ ერთი ბრიტანელი" (ლაიმი - limey. აბრევიატურა lime-juicer-სგან ("ადამიანი, რომელიც სვამს ლაიმას წვენს). ინგლისელი მეზღვაურის ნახევრად ზიზღნარევი განსაზღვრება: ადრე ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ლაიმას წვენი ცინგას საწინააღმდეგო საშუალება იყო).

მე სიამოვნებას მანიჭებდა ბრძოლა ამ პროტესტანტ ჯგუფებთან. სიამოვნებას ვიღებდი საერთაშორისო დონის ნაძირალას იმიჯისგან. თავს ვგრძნობდი, როგორც დილინჯერი (ჯონ ჰერბერტ დილინჯერი - ამერიკელი დამნაშავე გასული საუკუნის 30-იან წლებში. ძარცვავდა ბანკებს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "საზოგადოების ნომერ პირველ მტრად" გამოაცხადა). საერთაშორისო განგსტერის ასეთი საშინელი რეპუტაციით. მე უპრობლემოდ შევდიოდი ნებისმიერ კლუბში და იქ კარგად ვერთობოდი.

- ერთი იმათი დედაც..., მაიკ, - მეუბნებოდნენ ისინი. - ჩვენ შენთან ვართ.

სასტუმროში გავიცანი ერთი მომხიბვლელი რუსი გოგონა. მან შეამჩნია ჩემი სამკაულები და შემომთავაზა მსოფლიოში ყველაზე ძვირფას საიუველირო მაღაზიაში "გრაფ დეიმონდზში" ვწვეოდი. ის იქ რუსი ოლიგარქებისთვის და მათი ცოლებისთვის თარჯიმნად მუშაობდა. მაღაზიაში ჩემს პრომოუტერთან ფრენკ უორენთან ერთად წავედი. უორენი ევროპის დონ კინგი იყო. ქალი უკვე მელოდა და მაშინვე ფლირტზე გადავიდა. მკითხა - როგორი ბიჭი ვარ და ვუპასუხე: "ჩვეულებრივ, ვძარცვავ და ვყაჩაღობ"..

- გეყოფათ თამაში! - მითხრა მან.

- არა, მართლა! მე შევდიოდი სხვის სახლებში და იარაღის მუქარით ვძარცვავდი.

მან მიჩვენა ორი შესანიშნავი საათი. თითოეულის ღირებულება 800 ათასი დოლარი იყო. უორენმა მაგარი ბიჭის თამაში გადაწყვიტა და გოგონას უთხრა:

- მაიკისთვის ამის ყიდვა მინდა.

მას ჰქონდა კავშირები მაღაზიის მფლობელთან, ამიტომაც ავიღე ორი საათი, კიდევ რამდენიმე სამკაული და ამ ყველაფერში 865 ათასი გადავიხადე.

გოგონაც თან წავიყვანე და სანამ მანჩესტერში საბრძოლველად გავემგზავრებოდი, მასთან რამდენჯერმე სექსი მქონდა. საერთოდ არ ვნერვიულობდა შეხვედრის შედეგის გამო. აშკარად ჩანდა, რომ ფრენსისი ბრძოლისთვის სერიოზულად არ ემზადებოდა: მისი წონა იყო 243 ფუნტი (დაახლოებით 110 კილოგრამი. ტაისონი იმ დროს 101 კილოგრამს იწონიდა).

ის ვარჯიშობდა რომელიღაც სამხედრო ბანაკში და იქ ცხიმიან კერძებს შეექცეოდა. არ მგონია, რომ ინგლისური პრესა სერიოზულად აფასებდა მის შანსებს. ლონდონურმა გაზეთმა "დეილი მირორმა" 50 ათასი დოლარი გადაუხადა საკრივო ფეხსაცმელებზე გამოცემის რეკლამის განთავსებისთვის. და გაზეთი არ მოტყუვდა - ეს თანხა ამოიღო. ბრძოლის პირველ ოთხ წუთში ხუთჯერ გავუშვი ფრენსისი ნოკდაუნში და ბოლოს, რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ, ჩემს რუს მეგობარს დავურეკე. სანამ მასთან ვლაპარაკობდი, გავიგონე, როგორ ჰკითხა ვიღაც ბიჭმა: "ეს ტაისონია?" მან მაშინვე დაკიდა ყურმილი და მალე ჩემთან სასტუმროში მოვიდა. მაგრამ მე უკვე ნერვიულობა დავიწყე, რადგან პირველი შეხვედრისას მითხრა, რომ ხვდება ჩინელ იარაღით მოვაჭრეს, რომელსაც მაიკლი ჰქვია.

"ცუდად არის საქმე! - გავიფიქრე მე. - გვამი ვარ, ამის დედაც!"

დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგონას ჩემს სასტუმრომდე გამოყვებოდა. მოსვლისთანავე კითხვები მივაყარე:

- მაიკლი არ გაბრაზდება? ეჭვიანია?

- მაგის დედაც! - მიპასუხა მან. - ის აღარ მაღელვებს. უბრალოდ, შემაწუხა. უამრავი ფული აქვს და ჩემზე ზრუნავს.

ოთახში იყო ჯეკი როუ, რომელმაც "ქუჩურად" დაარიგა ეს გულუბრყვილო გოგონა. ძალიან ლამაზი იყო და, როგორც ჩანს, თვალთმაქცობა არ იცოდა. და თუ არ აპირებდა თავისი "მამიკოს" დაკარგვას, მაშინ არ უნდა გადაედგა რაიმე დაუფიქრებელი ნაბიჯი. მომდევნო დღეს ამერიკაში დაბრუნება მიწევდა. მისი თან წაყვანა მინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. სწორედ ეს უთხრა ჯეკიმ.

- არა, არა, არა! - უთხრა მას ჯეკიმ. - თქვენ უნდა დაბრუნდეთ მასთან და უთხრათ, რომ ყველაფერი წესრიგშია. არ შეიძლება ლომის ხახიდან თავის მკვეთრად გამოღება. ეს ნელა და ფრთხილად უნდა გააკეთოთ. თავად დაფიქრდით, თქვენ ხომ ფული გჭირდებათ. მაიკი კი შინ ბრუნდება. ასე რომ, ნუ დაკარგავთ თქვენს ბიჭს.

ჯეკიმ ყველაფერზე იზრუნა. გოგონა ჩინელს დაუბრუნდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, მაგრამ მალე ახალ შარში გავეხვიე. 18 მაისს, ჩემს მეგობართან მაკთან ერთად ლას ვეგასში, სტრიპტიზ-კლუბ "ლეოპარდში" ვისვენებდი. იმ დროს, როცა საღი გონება მჭირდებოდა, სტრიპ-კლუბში მივდიოდი. 2000-იანების დასაწყისში, ეს მოდური იყო.

ასე რომ, კლუბის სიღრმეში დისკ-ჟოკეის კაბინის გვერდით დივანზე ვიჯექი და ჩემს ნაცნობ ლონის ველაპარაკებოდი, რომელიც ერთ-ერთი მენეჯერი იყო. მომიახლოვდა სტრიპტიზიორი ქალი. მისი ნამდვილი სახელი იყო ვიქტორია, მაგრამ სცენაზე "ყვავილის" ფსევდონიმით გამოდიოდა. მკითხა - ხომ არ მსურდა მუხლებზე ცეკვა. მისგან არაფერი მინდოდა, მაგრამ ჯიუტი გამოდგა. ხელი ავწიე მის გასაჩერებლად, მან კი მაღალი ქუსლების გამო წონასწორობა დაკარგა და ზურგზე დაეცა. მახსოვს, რომ "მახინჯი" და "ბინძური ბოზი" ვუწოდე. ის გაოგნებული გასახდელში წავიდა.

გასახდელიდან ქმარს დაურეკა და მოუყვა მომხდარის შესახებ. მან, თავის მხრივ, პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ ტაისონი მეგობრებთან ერთად "ლეოპარდში" იმყოფება და სტრიპტიზიორების ცემით ერთობა. ინციდენტის ადგილისკენ ლას ვეგასის პოლიციის რვა მანქანა დაიძრა. ვესაუბრებოდი ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ადრე პროსტიტუციის განყოფილებაში მუშაობდა. მან მასწავლა, რომ სტრიპტიზიორები არ ცნობენ პასუხს - "არა". ისინი ჩვეულებრივი მეძავები არიან, რომლებიც ცდილობენ კლიენტებისგან ბოლო წვეთი გამოწოვონ.

პოლიციელებმა "ყვავილი" გვერდით გაიყვანეს და მკაცრად დაკითხეს. ქალმა აღიარა, რომ მისთვის არ დამირტყამს და ყველაფერი წესრიგში აქვს, უბრალოდ, გაოგნებული იყო მომხდარის გამო. აუხსნა პოლიციელებს, რომ მის თავმოყვარეობას შეეხნენ და მისთვის 500 დოლარი რომ მიმეცა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. "კლიენტთან კრახი განვიცადე, ასე რომ, რაღაც უნდა მიმეღო ამ ინციდენტისგან", - აუხსნა მან პოლიციელებს.

პოლიციელები წავიდნენ და რადგან არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, ჩემს მიმართ ბრალდება არ წამოაყენეს. "ყვავილმა" წარმატებით დაასრულა თავისი ცვლა - იცეკვა მუხლებზე და ჭოკზე.

ვეჭვობ, სახლში დაბრუნებული მისმა თაღლითმა ქმარმა კარგად დაამუშავა, რადგან მეორე დღეს, ჩვენება შეცვალა და პოლიციაში განცხადება შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ "ტაისონმა ხელი გაიშვირა და მკერდის არეში დაარტყა, რის გამოც მთელი ოთახი იფრინა და იატაკზე დაენარცხა. ამ ყველაფრით გაოგნებული დარჩა, ტაისონმა კი ამის შემდეგ, "მახინჯი მეძავი" და "ძუკნა" უწოდა. ინციდენტის გამო, სისხლჩაქცევებიც მიიღო".

პოლიციამ გამოძიება განაახლა და ისევ ვერ იპოვნა საქმის აღვძრის მიზეზები, ხოლო წამოყენებულ ბრალდებებს "სრულიად დაუსაბუთებელი" უწოდა.

მაგრამ არც ამან შეაჩერა. რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლოში მიჩივლა. სარჩელში ეწერა: "ტაისონის ძლიერმა და მტკივნეულმა დარტყმამ ვიქტორია რამდენიმე ფუტით უკან გადააგდო და იატაკზე დავარდა, თან დაცემისას, ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო საკუთარი ფეხსაცმლის ქუსლისგან". ის ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას ემოციური ტანჯვის, სხეულის დაზიანებისა და ცოლქმრულ ურთიერთობაში სტრესის გამო. საქმე გაჭიანურდა. აპრილში ჩვენება მივეცი. არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა იქ ჯდომა და მისი ადვოკატის სულელურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მან მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა იმ სიტუაციის ყველა დეტალი.

- მაშ ასე, თქვენ დივანზე იჯექით დისკ-ჟოკეის კაბინის გვერდზე. ასეა?

- დიახ.

- როგორ ძალადობდა?

- ჯიუტად ცდილობდა ჩემს მუხლებზე ცეკვას. მე ვუთხარი: "არა". არ მინდოდა არანაირი ცეკვა. ის წავიდა, მაგრამ დაბრუნდა და ისევ იგივეს ითხოვდა. ცდილობდა ჩემზე ამოსვლას და მე ხელი გავწიე.

- თქვენი ხელი შეეხო მის ბიანკას?

- დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ მისი აგრესიული ქცევის შედეგი იყო. ხელი მისი მიმართულებით გავწიე იმისთვის, რომ ჩემგან მოშორებით ყოფილიყო და არა იმისთვის, რომ აგრესია გამოვხატე.

ის აგრძელებდა ჩემს წვალებას. მას განავალი ვუწოდე. გამოაცხადა, რომ წყვეტს დაკითხვას და ჩემს ადვოკატთან განმარტოვება უნდა. 10 ათასი შევთავაზეთ საქმის მოსაგვარებლად, ის კი 40 ათასს ითხოვდა. როცა მოლაპარაკებების შემდეგ დაბრუნდნენ, აღარ ჰქონია დაკითხვის გაგრძელების სურვილი.

- აზრი აღარ აქვს ჩემს აქ დარჩენას, რადგან თქვენი კლიენტი იტყუება. თქვენ აღარ გსურთ ჩემი დაკითხვა. მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, - შევაჯამე მე.

სასამართლომ ჩემს სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მათ აპელაცია შეიტანეს. ისევ გაიმართა სასამართლო და ქალმა 8800 დოლარი მიიღო, გარდა ამისა, სასამართლოში 1615 დოლარი შევიტანე. ჩემმა ადვოკატმა სამსახურში 25 ათასი დოლარი მოითხოვა. არასოდეს მქონია მუხლებზე ასეთი ძვირი ცეკვა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი