ბოლნისის "სიონის" გენერალური დირექტორის თქმით, სახელმწიფომ ბიზნესმენებს ოქროს თევზი აჩუქა
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა აქტიური განხილვის ფაზაშია. ამასთან დაკავშირებით, "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა ბოლნისის "სიონის" გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს:

- როგორ შეაფასებდით ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ამდენი ხანია, ველოდით?

- ჩემთვის, პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტული მხარე. როგორც პროგრამის პრეზენტაციისას შევიტყვეთ, ყველა კლუბს თითოეულ ქულაზე ექნება ბონუსური ტიპის წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის თითოეული შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ჩაივლის. სპორტული პრინციპი ბოლომდე იქნება დაცული და არ შეიძლება, ეს არ გვახარებდეს. სწორედ ამიტომ გავამახვილე პირველად ყურადღება ამ მომენტზე.

რაც შეეხება 10-გუნდიან ჩემპიონატს, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, როგორ გაამართლებს ის...

მაგრამ ახლა ისევ ბონუსების სისტემაზე გეტყვით. კარგია, რომ მივედით აქამდე. საქართველოს ჩემპიონატი არ იქნება პირველი, სადაც ეს სიახლე დაინერგება. თურქეთში არის ასეთი რამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ეს გაამართლებს.

ჩვენში ამ პროგრამას უკვე გამოუჩნდნენ განსაკუთრებით შეურიგებელი სკეპტიკოსები. ამბობენ, ეს რა პროგრამაა, არაფრად ვარგაო... საერთოდ, ჩვენ ხშირად გვჩვევია რაღაცის გაღმერთება ან პირიქით. მოდით, ნუ გადავვარდებით უკიდურესობაში და დაველოდოთ, რა შედეგს მიიღებს ქართული ფეხბურთი ამ პროგრამისგან. ყველაფერი კი კეთდება ერთადერთი მიზნით - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონემ უნდა აიწიოს. ეს არის მთავარი და თუ ეს მოხდება, ვიტყვით, რომ პროგრამამ გაამართლა.

- ფაქტია, ფული სწორად უნდა დაიხარჯოს...

- ძალიან გთხოვთ, პირდაპირ დაწერეთ, რასაც გეტყვით - ამ ფულს სახელმწიფო იძლევა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ეს არ არის არც ლადო ბურდულის და არც ვიღაცის ფული. ამიტომ სულ ბოლო თეთრამდე მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს ეს თანხა და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ვინც ქართულ ფეხბურთში ვართ დასაქმებულნი. ჩვენ სახელმწიფო კლუბი ვართ დღემდე და ხელფასი არ არის დიდი, მაგრამ ფეხბურთელებს ის დროულად ურიგდებათ.

- რას იტყვით ეროვნული ჩემპიონატის სისტემის ცვლილებაზე? ბევრი ამბობს, რომ სამთვიანი პაუზა ნამეტანია და ისევ შემოდგომა-გაზაფხულის ვარიანტი სჯობდა...

- გაზაფხული-შემოდგომის სისტემა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მაშინ, როცა ვლადიკავკაზის "ალანიაში" ვთამაშობდი. იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის შუამდე ვიყავით ანტალიაში, შეკრებაზე. სულ სამი შეკრება გვქონდა ხოლმე...

სისტემა იცვლება და თუ ქართულ გუნდებს ექნებათ იმის საშუალება, რომ, ვთქვათ, თვენახევრის განმავლობაში იყვნენ თურქულ შეკრებაზე, ვინ იტყვის ამაზე უარს? ამას რა აჯობებს? მით უმეტეს, იქ კარგი სპარინგების ჩატარების საშუალება იქნება.

- ეს პროგრამა პირდაპირ გეუბნებათ კლუბების ხელმძღვანელებს - ეძებეთ კერძო ინვესტორი! "სიონში" ამ მხრივ უკეთესობისკენ ხომ არ არის ძვრები?

- პირველად თქვენთან ვამბობ ამას - არის ინვესტორი, რომელიც ჩვენი კლუბითაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან შეიძლება საქმე გავაფუჭოთ. ინტერესი ძალიან სერიოზულია. განზრახული მაქვს, ეს ინვესტორი შევახვედრო ბოლნისის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მერე თავად იციან, რას გადაწყვეტენ, რა მოდელზე მოილაპარაკებენ. მთავარია, რომ კერძო ინვესტორის მხრიდან ჩვენი კლუბის მიმართ არის კონკრეტული ინტერესი.

- ანუ საქმე სერიოზულ კომპანიას ეხება?

- რა თქმა უნდა!

- ესე იგი, არის იმის შანსი, რომ ბიზნესმენების ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამ პროგრამის დამტკიცების შემდეგ?

- ცხადია, ასე იქნება. მე ვიტყოდი, სახელმწიფომ ბიზნესმენებს ოქროს თევზი აჩუქა. ნებისმიერი კარგი, წარმატებული კლუბი ორ მილიონზე და მეტზეც ავა სეზონის განმავლობაში და ეს უკვე ძალიან კარგია. ფეხბურთის განვითარებისთვის ყველანაირ პირობას ქმნის ეს ფონდი.

აქამდეც დავრბოდი კარდაკარ, ერთი დღე არ ვყოფილვარ უქმად, ვაწუხებდი ყველას... იყვნენ და არიან კარგი ადამიანები. ზოგმა ბურთი გვიყიდა, ზოგმა - ფორმა. ეგაა, ახლა უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა ამ ყველაფერს.

- ფაქტია, მომავალი კერძო კლუბებისაა...

- გეთანხმებით, მაგრამ ისიცაა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მუნიციპალური კლუბია... რა თქმა უნდა, კერძო სექტორი უნდა გააქტიურდეს და მჯერა, ეს ასეც იქნება. საქმეს ყველგან კარგად კეთება სჭირდება. 2-მილიონნახევარი გვქონია ბიუჯეტი და ისეთი კლუბისთვის მოგვიგია, რომლის ბიუჯეტიც 5-7 მილიონი დოლარი ყოფილა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის...

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაჯობებთ ისეთი ინვესტორის მიერ დაფინანსებულ კლუბს, რომელიც იმდენ ფულს დებს ამ კლუბში, რამდენიც უნდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენსას ვეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
ტყუილია, რომ ბაიერნი მუნიციპალური კლუბია. სააქციო საზოგადოებაა და ყოველწლიურად დივიდენდებსაც არიგებს - სახელმწიფო ერთ თეთრს არ უფინანსებს.
კაკა
ბურდული და მისნაირები რო იქნებიან მენეჯერები იმიტომაცაა ამ დღეში ქართული ფეხბურთი!
ლადო ბურდული
ლადო ბურდული კარგი მენეჯერი ჩანს და მხოლოდ თავისი ნიჭის ხარჯზე ახერხებს ინვესტორების მოზიდვას, ხოლო დანარჩენი ქართული კლუბების მენეჯერები კი კატასტროფულად წარუმატებლები არიან და აუცილებლად ყველა ქართული კლუბების მენეჯერები უნდა გათავისუფლდნენ და ახალი ნიჭიერი მენეჯერები უნდა იქნეს კლუბებში მიწვეული. ამ ბიჭმა იმდენი იაქტიურა, სანამ ქვესკნელიდან არ გამოთხარა ინვესტორები, ხოლო დანარჩენი ქართული კლუბების მენეჯერები კი ზომბებივით, მკვდრებივით გაუნძრევლად ზიან და ელოდებიან ციდან თავში როდის დაეცემათ ინვესტორები.
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]