6 მარტს ინგლისის პრემიერლიგის XXIX ტურის ორი დარჩენილი მატჩი გაიმართება
6 მარტს ინგლისის პრემიერლიგის XXIX ტურის ორი დარჩენილი მატჩი გაიმართება.

"ლივერპული" არასოდეს არის საჩუქარი

აგერ უკვე 11 ტურია, "კრისტალ პალასი" ვერ იგებს და გულმოდგინედ მიექანება გასავარდნი ზონისკენ, ცოტაც და არწივები გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან, რასაც სეზონის სტარტზე ვერ წარმოვიდგენდით. მეტოქედ ალან პარდიუს "ლივერპული" ეყოლება.

იურგენ კლოპს გრანდებთან და ლიდერებთან თამაში კარგად გამოსდის, მაგრამ მეორე კალათის გუნდებთან უჭირს, თან "ენფილდის" ბინადრებმა აქცენტი რეალურად ევროპალიგაზე უნდა გააკეთონ.

მეორე მხრივ, თუ გუნდს თავდაჯერების დაბრუნება და ბალანსის პოვნა სურს, კარგი სერია უნდა გადააბას. ერთი სიტყვით, მერსისაიდელებმა შეიძლება, თავი ბოლომდე არ მოიკლან, მაგრამ არც საჩუქარს გაუკეთებენ "პალასს".

ლუი და "ვესტ ბრომვიჩი"

ლუი ვან გაალმა გაიაზრა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც, თითქოს, იღბლიანი ტალღა დაიჭირა და ყველაფერი კარგად წავიდა, ის ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩს" უნდა შეხვდეს, თანაც გასვლაზე… ეს კარგი ამბავი ნამდვილად ვერ არის.

ერთადერთი კარგი ამ ისტორიაში "წითელი ეშმაკებისთვის" ისაა, რომ "ალბიონი" უკვე გემრიელად გაექცა გასავარდნ ზონას და ქვეცნობიერად ამან შეიძლება, ფეხბურთელებზე მაინც იმოქმედოს, მიუხედავად იმისა, რომ პულისი ყველა მატჩისთვის კბილებს ალესინებს და გეშავს თავისიანებს.

"მეტოქემ ნამდვილად ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქეების ფეხის დაცდენის გათვალისწინებით, ეს აუცილებლად მოსაგები მატჩი იყო, და მიხარია, რომ მოვიგეთ" - აღნიშნა ვან გაალმა.

XXIX ტური

კვირა. 6 მარტი

კრ. პალასი-ლივერპული 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პანჩონი, აპია, მაკარტური - ლუკასი, სახო, როსიტერი, გომესი, ინგსი

ბოლო 6 მატჩი

+0 =2 -4 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 46 თამაში: +13 =11 -22 (46-88)

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრანტი, ევანსი, მორისონი - ლავი, კინი, სმოლინგი, ბორტვიკ-ჯექსონი, რუნი, ჯონსი, ფელაინი, იანგი, შვაინშტაიგერი, შოუ, ვალენსია

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 111 თამაში: +36 =26 -49 (171-211)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა