სერია A. XXIV ტური: ნეაპოლელებს "სკუდეტოზე" აქამდე არ უფიქრიათ, ცოტა დაბნეულები არიან და ჯერ ვერაფერს ამბობენ

შაბათს გამართული ორივე შეხვედრა მეტად საინტერესო გამოდგა. "უდინეზემ" საკუთარ მოედანზე "სამპდორია" მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ჯერ ალექსის სანჩესმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ანტონიო დი ნატალემ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდინელებს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტანდემი ჰყავთ აპენინებზე და ეს ტურიდან ტურამდე მტკიცდება. "უდინეზემ" უკვე 40 ქულას მოუყარა თავი და ჩაბმულია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

როგორც იქნა, "იუვენტუსმაც" მოიგო და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, როგორც იქნა, რადგან გოლები თავდამსხმელებმა გაიტანეს. ტურინელებმა სამჯერ „მიართვეს“ სარდინიელებს, ორჯერ ალესანდრო მატრიმ გამოიჩინა თავი, ერთხელ კი ლუკა ტონიმ. მასპინძლებმა მხოლოდ ერთხელ შეარხიეს ჯიჯი ბუფონის კარის ბადე და "იუვეს" სამივე ქულა დაუთმეს. ამ თამაშზე აუცილებლად უნდა შევჩერდეთ და უფრო დაწვრილებით ვთქვათ...

ლუიჯი დელ ნერიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ალესანდრო დელ პიერო სათადარიგოთა სკამზე დატოვა. შეტევის წინა ხაზზე ხორხე მარტინესი და ალესანდრო მატრი დააყენა, რომელიც სწორედ "კალიარიდან" გადავიდა "ბიანკონერიში". ამასთან, ჯორჯო კიელინი გადაწია დაცვის მარცხენა ფრთაზე, ცენტრში კი ლეონარდო ბონუჩის ანდრეა ბარძალი შეუწყვილა.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა ფრთაზე კიელინი კარიერის საწყის წლებში, "ფიორენტინას"'შემადგენლობაში ასპარეზობდა. ამ თამაშის მთავარი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ მატრიმ ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და ისედაც გაცოფებული სარდინიელი გულშემატკივრები მტრად გადაიკიდა. შეხვედრის მეოცე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ალესანდრო მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მიკელე აგაცის კარში - 0:1. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მეკარეს უკეთ მართებდა თამაში და გაშვებული გოლი მის სინდისზეა.

პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ ტურინელებს გატანა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მასპინძელთა შორის ანდრეა კოსუ გახლდათ ყველაზე სახიფათო, რომელმაც არაერთხელ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც კოსუმ შესანიშნავად ჩააწოდა ტურინელთა საჯარიმოში, ბურთი პირდაპირ რობერტ აკვაფრესკას დაასვა ფეხზე და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით დალაშქრა ჯანლუიჯი ბუფონის კარი - 1:1. აი, ამის შემდეგ კი დელ ნერიმ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: თამაშში ალესანდრო დელ პიერო და ლუკა ტონი ჩართო, 4-3-3-ზე გადაეწყო და ფაქტობრივად ვაბანკზე წავიდა. ამან გაამართლა კიდეც, კიელინის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მატრიმ კიდევ ერთხელ დააწინაურა სტუმრები, ტონიმ კი თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა - 1:3. ლუკას გოლი ნამდვილად უნდა ნახოთ: მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, ფორვარდმა ყველას დაასწრო და საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა ბურთს თავი - აგაცი უძლური აღმოჩნდა.

კვლავ დაკარგა ქულები ლიდერმა და ამჯერად "ჯენოასთან", გასვლით შეხვედრაში. მასიმილიანო ალეგრიმ ანტონიო კასანო სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ალეშანდრე პატო შეუწყვილა. ძირითადში იყო რობინიოც, რომელიც უკნიდან ირჯებოდა. პირველი ტაიმი მილანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ისევე როგორც მთელი შეხვედრა, ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და თანაც მეტად ეფექტური კომბინაციის შემდეგ - დაინელის შეცდომის შედეგად, ბურთი იბრაჰიმოვიჩმა მიიღო, პატოს იდეალური გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ბურთი გენუელთა კარის ჩარჩოში გადაეგზავნა.

თითქოს ტაიმი ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ანტონიო ფლორო ფლორესმა გამოიდო თავი - მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი გაისწორა და კრისტიან აბიატი უშანსოდ დატოვა. ალეგრიმ ყველა ღონე იხმარა სამი ქულის ასაღებად, ანტონიო კასანო ჩართო თამაშში და გუნდი კიდევ უფრო დაგეშა შეტევაზე, მაგრამ გენუელთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. აქვე ვთქვათ, რომ კახა კალაძემ მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა და პრესისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა

"ნაპოლი" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება "მილანს", რაც ერთი თამაშის ამბავია. ვალტერ მაძარის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ჩეზენას" გამოუყვანა წირვა და გვარიანად განიმტკიცა პოზიციები. მართალია, სატურნირო ცხრილში არ შეუცვლია ადგილი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიდერს ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდა - ამასთან, "ლაციოსთან" გაზარდა ფორა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

ნეაპოლელები ცოტა დაბნეულებიც კი არიან, მათი მიზანი ლიგაში მოხვედრაა, მაგრამ იქნებ მეტიც შეძლონ? - ამაზე ქალაქში უკვე სიფრთხილით, მაგრამ მაინც საუბრობენ. დაბნეულები კი ნამდვილად არიან, ამაზე მაძარის სიტყვები მეტყველებს: "სკუდეტო? - არ ვიცი, არ ვიცი, ამაზე აქამდე არ მიფიქრია და არც კი ვიცი, მაქვს თუ არა ფიქრის უფლება. ფაქტია, რომ მეორე ადგილზე ვართ და ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ... არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით."

აი, ასეა, როდესაც გუნდს კრიზისი აქვს და თამაშს თამაშზე აგებს, მწვრთნელები მუდმივად იმას იმეორებენ: ჩემი საქმისა მე ვიცი და მაცალეთო - მაძარის კი არაფერი არ ცოდნია. ტურის ცენტრალური შეხვედრა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართა და “ინტერის” გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ამ მატჩზე ასე მშრალად საუბარი არ შეიძლება, რადგან ვიხილეთ ნამდვილი თრილერი, ნამდვილი შოუ - ის, რისთვისაც გვიყვარს სპორტის უპირველესი სახეობა - უამრავი სახიფათო მომენტი, თერთმეტმეტრიანი, გაძევება, რვა გატანილი გოლი და მოკლედ ყველაფერი, რაც ფეხბურთში შეიძლება მოხდეს.

თამაში სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ვესლი სნეიდერმა იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა და გახსნა ანგარიში - 1:0; ათიოდე წუთში რომაელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო აკორდი ფაბიო სიმპილისიოს ვარდნა და ბურთის კარში შეგორება გახლდათ - 1:1; ტაიმის შუაწელს სამუელ ეტოომ გაიბრწყინა, მეურვე ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა - 2:1;

მეორე ტაიმში ჯამპაოლო პაცინიმაც შეგვახსენა თავი, თერთმეტმეტრიანი მოინადირა და ეტოოს დუბლის შესრულების საშუალება მისცა, 3:1; ბოლოო იმედის ჯარიმის აკიდებისთვის ნიკოლას ბურდისო გააძევეს მოედნიდან, რასაც ეტოოს საგოლე პასი და ტიაგო მოტას შედეგიანი თავური მოჰყვა, 4:1; “ინტერი” მოეშვა, “რომამ” კი სტანდარტული გაითამაშა შედეგიანად, დანიელ დე როსის დარტყმის შემდეგ მირკო ვუჩინიჩმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და 4:2; 81-ე წუთი მიმდინარეობდა, რომაელთა მასირებულ იერიშს სახიფათო დარტყმა მოჰყვა, ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი სიმონე ლორიამ იმარჯვა და 4:3;

სტუმრები მთელი ძალით გადავიდნენ შეტევაზე, ბოლომდე მოაშიშვლეს უკანა ხაზი და “ინტერს” გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცეს: ესტებან კამბიასო პირისპირ დარჩა ჟულიო სერჟიოსთან და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში - 5:3. თუ ეს თამაში არ გინახავთ, აშკარად შეცდომა დაუშვით...

მომდევნო ტური

12 თებერვალი: მილანი-პარმა, რომა-ნაპოლი. 13 თებერვალი:Lპალერმო-ფიორენტინა, კალიარი-კიევო, ბარი-ჯენოა, ბრეშა-ლაციო, კატანია-ლეჩე, ჩეზენა-უდინეზე, სამპდორია-ბოლონია, იუვენტუსი-ინტერი.

უდინეზე-სამპდორია 2:0

უდინეზე (4-3-1-2): ბელარდი - ბენატია, ზაპატა, კოდა, ისლა - აბდი (80. პინცი), ასამოა, ინლერი - არმერო (89. დომიცი) - დი ნატალე (66. დენისი), სანჩესი.

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ლუკინი, ვოლტა, ვიდალი, ციგლერი - პალომბო, დესენა (75. მანინი), ტისონე (58. გუბერტი), კომანი - მაკარონე (71. მაკედა), ბიაბიანი.

გოლები: 1:0 სანჩესი (18), 2:0 დი ნატალე (40)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(3)-8(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 18 000

კალიარი-იუვენტუსი 1:3

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი (10. არიაუდო) - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი (39. მისიროლი) - კოსუ - ლაძარი (71. ნენე), აკვაფრესკა.

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სორენსენი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კრასიჩი (64. სისოკო), მელო, აკვილანი, მარკიზიო (71. ტონი) - მატრი, მარტინესი (54. დელ პიერო).

გოლები: 0:1 მატრი (20), 1:1 აკვაფრესკა (51), 1:2 მატრი (75), 1:3 ტონი (83)

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 9(3)-8(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 17 000

ბოლონია-კატანია 1:0

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - მორასი, პორტანოვა, ბრიტოსი (69. ესპოზიტო), რუბინი - პერესი, მუდინგაი (46. კაზარინი), ეკდალი - დელა როკა - მეჯორინი (79. ხიმენესი), დი ვაიო.

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - სპოლი, სილვესტრი, ალვარესი, მარკეზე - შელოტო (74. ლიამა), ლოდი (54. მარტინიო), ლედესმა - გომესი (84. მორიმოტო) - მაქსი ლოპესი, რიკიუტი.

გოლი: 1:0 პორტანოვა (46)

გაძევება: ალვარესი (21).

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 28-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9(6)-10(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 22 000

ბრეშა-ბარი 2:0

ბრეშა (4-3-3): არკარი - ბეგა, ძობოლი, ძებინა, ძამბელი (67. აკარდი) - ჰეტემაი, ძანეტი (46. ფილიპინი), ბერარდი - კონე, ედერი (73. კარაჩოლო), დიამანტი.

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო (63. რაჯი), გლიკი, პარიზი, როსი - ალმირონი, გაცი, დონატი, ჰუსეკლეპი (54. ალვარესი) - რუდოლფი, კასტილო (83. კუტუზოვი).

გოლები: 1:0 დიამანტი (17-პენ.), 2:0 კარაჩოლო (90)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 8(4)-12(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 11 000

ჯენოა-მილანი 1:1

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე (90. რაფინია), კრიშიტო - კუჩკა, მილანეტო, კონკო - როსი - ფლორო ფლორესი (70. პალოსკი), დესტრო (16. პალასიო).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ოდო, იეპესი, ტიაგო სილვა, ბონერა - ვან ბომელი, გატუზო, ფლამინი (75. ემანუელსონი) - რობინიო (63. კასანო) - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

გოლები: 0:1 პატო (29), 1:1 ფლორო ფლორესი (45).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10(3)-7(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 30 000

ლაციო-კიევო 1:1

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, დიასი, ბიავა, რადუ (18. სკალონი) - მათუზალემი, ბროკი, ბრეშიანო - ერნანესი (69. სკული) - კოზაკი, სარატე (77. მაური).

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო (72. მორერო), ცეზარი, ფრეი, მანტოვანი - ფერნანდესი, გუანა (63. პულცეტი), იოკიჩი - ბოლიაჩინო - პელისიერი, მოსკარდელი (46. თერეუ).

გოლები: 1:0 ერნანესი (45), 1:1 ცეზარი (64).

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 24-22; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 9(3)-5(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 32 000

ლეჩე-პალერმო 2:4

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - ტომოვიჩი, ფერარიო, ფაბიანო, ბრივიო (63. ჩევანტონი) - ჯაკომაცი, მუნარი, ოლივერა - ვივესი (83. კორვია) - მესბაჰი, ჯედა (85. პიატი).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, ანდელკოვიჩი, მუნოზი, დარმიანი (33. გარჩა) - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - პასტორე, კასამი (55. ილიჩიჩი) - მიკოლი (46. ჰერნანდესი).

გოლები: 1:0 ჯაკომაცი (17), 1:1 მიკოლი (45), 2:1 ჯედა (50), 2:2 პასტორე (57), 2:3 ჰერნანდესი (60), 2:4 ილიჩიჩი (62).

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 11-6; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13(5)-10(6); ბურთის ფლობა: 54%-45%.

მაყურებელი: 12 000

ნაპოლი-ჩეზენა 2:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, სანტაკროჩე, კრიბარი - მაჯო, გარგანო, იებდა, ცუნიგა (85. დოსენა) - ჰამშიკი (74. მასკარა), ლავეცი (90. სოსა) - კავანი.

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - სანტონი, პელეგრინო, ფონ ბერგენი, დელაფიორე - პაროლო (81. როზინა), კოლუჩი, კაზერტა (53. სამარკო) - ჯაკერინი (71. ბუდანი), ხიმენესი - ბოგდანი.

გოლები: 1:0 კავანი (13), 2:0 სოსა (90).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7(5)-4(0); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 46 000

პარმა-ფიორენტინა 1:1

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პაჩი, ლუკარელი, გობი - ჯემაილი, გალოპა (43. მორონე), ვალიანი - პალადინო (53. კრესპო), ამაური, ჯოვინკო.

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კომოტო (75. დე სილვესტრი), გამბერინი, კამპორეზე, პასკუალი - დაგოსტინო, ბეჰრამი (79. მუტუ), სანტანა - მარკიონი (66. დონადელი), ჩერჩი, ჯილარდინო.

გოლები: 1:0 ამაური (15), 1:1 დაგოსტინო (49).

გაფრთხილება: 7-3; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 20-26; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8(3)-6(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 19 000

ინტერი-რომა 5:3

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, კორდობა, ძანეტი - ხარჯა, კამბიასო, მოტა - სნეიდერი (75. ნაგატომო) - ეტოო, პაცინი (70. მილიტო).

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ნ. ბურდისო, ჟუანი, რიისე - პეროტა (67. ტადეი), დე როსი, სიმპილისიო (71. გრეკო) - მენეზი (63. ლორია) - ბორიელო, ვუჩინიჩი.

გოლები: 1:0 სნეიდერი (3), 1:1 სიმპილისიო (13), 2:1 ეტოო (35), 3:1 ეტოო (63-პენ.), 4:1 მოტა (71), 4:2 ვუჩინიჩი (75), ლორია (81).

გაძევება: ნ. ბურდისო (62).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-1; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19(14)-14(8); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 68 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 24 14 7 3 40-19 49

2. ნაპოლი 24 14 4 6 38-22 46

3. ინტერი 23 13 5 5 44-27 44

4. ლაციო 24 12 6 6 30-22 42

5. პალერმო 24 12 4 8 42-31 40

6. უდინეზე 24 12 4 8 39-30 40

7. რომა 23 11 6 6 35-30 39

8. იუვენტუსი 24 10 8 6 40-30 38

9. კალიარი 24 9 5 10 28-26 32

10. კიევო 24 7 10 7 26-23 31

11. ფიორენტინა 23 7 8 8 23-24 29

12. ბოლონია 23 8 8 7 25-30 29

13. ჯენოა 23 7 7 9 19-22 28

14. სამპდორია 23 6 9 8 20-25 27

15. პარმა 24 6 8 10 23-30 26

16. ლეჩე 24 6 6 12 24-43 24

17. კატანია 24 5 8 11 19-31 23

18. ბრეშა 24 6 4 14 20-31 22

19. ჩეზენა 24 5 6 13 17-31 21

20. ბარი 24 4 5 15 14-39 14

ბომბარდირები: 17 - კავანი (ნაპოლი); 16 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია); 13 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მატრი (იუვენტუსი).

სერია B. XXV ტური

რეჯინა-პადოვა 1:1

გოლები: 1:0 ბონაცოლი (74-პენ.), 1:1 ვანტაჯატო (90).

ასკოლი-პიაჩენცა 3:1

გოლები: 1:0 დონატო (3), 2:0 ფაისკა (8), 2:1 კაჩა (52), 3:1 კრისტიანო (78).

ატალანტა-პესკარა 1:0

გოლი: 1:0 მარილუნგო (56).

ჩიტადელა-სიენა 0:0

გროსეტო-ნოვარა 0:1

გოლი: 0:1 გონსალესი (65).

მოდენა-კროტონე 1:1

გოლები: 0:1 რულიო (19-საკ. კარში), 1:1 გრეკო (74).

პორტოგრუარო-ფროზინონე 0:1

გოლი: 0:1 მაიო (82-პენ.).

ტორინო-სასუოლო 1:2

გოლები: 1:0 ბიანკი (31-პენ.), 1:1 ფალკო (55), 1:2 ფალკო (69-პენ.).

ტრიესტინა-ემპოლი 1:2

გოლები: 0:1 კორალი (24), 1:1 ანტონელი (35), 1:2 კორალი (76).

ვარეზე-ალბინოლეფე 3:0

გოლები: 1:0 ებაგუა (27), 2:0 კაროზა (44), 3:0 პუგლეზე (72).

ლივორნო-ვიჩენცა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატალანტა 25 15 5 5 32-18 50

2. ნოვარა 25 13 9 3 45-21 48

3. სიენა 25 13 9 3 41-21 48

4. ვარეზე 25 11 10 4 31-16 43

5. პადოვა 25 8 11 6 38-30 35

6. ლივორნო 24 9 8 7 34-30 35

7. რეჯინა 25 9 8 8 29-27 35

8. ტორინო 25 9 8 8 29-31 35

9. ემპოლი 24 7 12 5 28-23 33

10. პესკარა 24 8 8 8 26-26 32

11. ვიჩენცა 24 9 4 11 26-30 31

12. გროსეტო 25 8 7 10 26-30 31

13. კროტონე 25 6 12 7 24-27 30

14. მოდენა 25 6 12 7 26-32 30

15. ალბინოლეფე 25 7 7 11 31-42 28

16. ჩიტადელა 25 6 9 10 28-32 27

17. სასუოლო 25 7 6 12 26-30 27

18. ასკოლი 25 7 9 9 26-31 25

19. პიაჩენცა 25 5 10 10 31-40 25

20. პორტოგრუარო 25 6 7 12 22-37 25

21. ტრიესტინა 25 4 11 10 19-31 23

22. ფროზინონე 25 5 8 12 24-37 23

ასკოლის დაკლებული აქვს 5 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა), კორალი (ემპოლი); 13 - კაჩა (პიაჩენცა); 12 - გონსალესი (ნოვარა), ბონაცოლი (რეჯინა); 11 - ბიანკი (ტორინო), ბერტანი (ნოვარა) 10 -აბრუსკატო (ვიჩენცა).

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-პაგანეზე 1:0, ბასანო-მონცა 2:1, კრემონეზე-პავია 2:1, რავენა-სორენტო 2:2, რეჯანა-კომო 1:1, სალერნიტანა-პერგოკრემა 1:0, სპალ-ლუმეცანე 0:2, სპეცია-სუდტიროლი 1:0, ვერონა-გუბიო 1:2.

ლეგა პრო 1 B

კოზენცა-ლუკეზე 2:4, ფოჯა-ბარლეტა 0:2, ჯელა-ლანჩანო 1:1, იუვე სტაბია-პიზა 1:0, სირაკუზა-ბენევენტო 1:0, ტერნანა-კავეზე 1:1, ვიარეჯო-ნოჩერინა 0:1, ატლეტიკო-ფოლინო დღეს, ანდრია-ტარანტო დღეს.

teg.inter
ნაპოლი კარგი გუნდია მარა ჩემპიონობა ცოტა გაუჭირდება..ისე კი ოთხეულში უეჭველი მოხვდება..
mamuka
შუაზე გააპო ხმამაღალი ნათქვამია ძმა..ისე კი ძაან მაგარი თამაში კი იყო..ინტერი კი არა მოვლენები სერია ა-ში ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ჩემპიონი ნაპოლიც გახდეს!..
teg.inter
ინტერი უეჭველი ჩემპიონია,გუშინ გააპო რომა შუაზე და მალე მილანსაც გადაუსწრებს...
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია