ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი ფეხბურთელი კარიერის თბილისის "დინამოში" გაგრძელებას გამორიცხავს
როდესაც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს თანამემამულეთა სიმრავლეზე მიანიშნეს, კონტრარგუმენტად ეს თქვა: რატომ არიან მრავლად, ედიკ საჯაიასა და გიორგი ნავალოვსკის ახალი გუნდების მოძებნა დასჭირდებათო.

მაშინ გაჩნდა ვარაუდი, რომ ორივე თბილისის "დინამოში" გააგრძელებდა კარიერას. ამის საფუძველი ის იყო, რომ ანთალიაში შეკრებაზე მყოფი თბილისელთა მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა "ვოლგა"-"სიბირის" საკონტროლო შეხვედრას დაესწრო.

თუმცა ეს ინტერესი არ დადასტურდა. ნავალოვსკიმ გვითხრა, რომ ნიჟნინოვგოროდული კლუბი მართლაც დატოვა, მაგრამ თბილისის "დინამოში" დაბრუნება გამორიცხულია, ამაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან არც მილაპარაკიაო.

ამასობაში ედიკ საჯაიამ გასასინჯად ჰაიფას "მაკაბს" მიაშურა, თუმცა ებრაული კლუბი მალევე დატოვა. ნავალოვსკი კი, ყველასთვის მოულოდნელად, "ვოლგასთან" ერთად მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა.

ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გიორგი 2011 წელს მაინც "ვოლგაში" ითამაშებს და მის მიმართ კლუბში დამოკიდებულება შეიცვალა? ამის დასადგენად ნავალოვსკის თურქეთში დავუკავშირდით.

"ჯერჯერობით "ვოლგაში" კი ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ შემდეგ რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი საკითხი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება", - გვითხრა გიორგიმ.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა