რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი დასრულდა
რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ცხინვალის "სპარტაკი" და თბილისის "დინამო"; თუმცა, წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკი" თუ, ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდა (ისე როგორც - ნახევარფინალში), "დინამომ" მთელი ტურნირი დუბლებით ჩაატარა.

სხვათა შორის, რამაზ მუმლაძის გუნდში გუშინ ლევან ხმალაძეც გამოჩნდა, - შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი უკრაინულ "ზარიაში" აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

ფინალური მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და როგორც ასეთი შინაარსის შეხვედრებისთვის არის "დამახასიათებელი", გამარჯვებისათვის მხოლოდ ერთი გოლი გახდა საკმარისი. ასეც მოხდა: 22-ე წუთზე "სპარტაკის" შეტევა ვალერი ბოლქვაძემ წამოიწყო, შემდეგ მიხეილ ჯიშკარიანი ცდილობდა ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნას და საბოლოოდ კი გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი მამუჩიშვილმა გაიტანა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდამდე "დინამოში" თამაშობდა და უახლოეს დღეებში გაირკვევა კიდეც თუ რა ფორმით გააგრძელებს "სპარტაკში" თავის მომავალ კარიერას.

ფინალისტებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - (ჭაფოძე (61. სეფიაშვილი), ტეტუნაშვილი, ბოიომო, მამუჩიშვილი - კაკაშვილი, მგელაძე (75. გ. ალავიძე) - მ. ჯიშკარიანი (59. მ. ბარაბაძე), ვ. ბოლქვაძე, კლოვისი (57. უგრეხელიძე) - ბუზალაძე (69. ნარიმანიძე).

"დინამოს" დუბლები: ნადირაძე (70. ბრაჭული), ტყებუჩავა (67. გაჩეჩილაძე), ავსაჯანიშვილი (64. კაკულია), ჟვანია, ხმალაძე, ამაშუკელი (51. მაჭავარიანი), არახამია (61. ზ. ლობჟანიძე), ჭკუასელი, წენგუაშვილი (54. რუხაძე), ვაშაკიძე (46. კაჭარავა), კვერნაძე.

ტურნირის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციაში თავგამოჩენილი ფეხბურთელებიც დააჯილდოვეს: საუკეთესო მეკარე - გიორგი ნადირაძე ("დინამო"), საუკეთესო მცველი - ბოიომო ფრიდოლინი ("სპარტაკი"), საუკეთესო ნახევარმცველი - ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი"), საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა ბაკურაძე ("გაგრა", 5 გოლი), საუკეთესო მწვრთნელები - ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკი"), რამაზ მუმლაძე ("დინამო"), ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი - ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი"), ტურნირის აღმოჩენა - ოთარ კვერნაძე ("დინამო"). ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "დინამოს" დუბლშემადგენლობის შემტევი გიორგი წენგუაშვილი დაასახელეს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა