Sportall.ge-მ სოფიოს ჩვენში გულშემატკივრობის კულტურასა და "დევისის თასზე" ქართველი ჩოგბურთელების წარუმატებლობაზე აზრი ჰკითხა
გუშინ, 6 მარტს, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფიო შაფათავა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

Sportall.ge სოფიოს დაუკავშირდა და ჩვენში გულშემატკივრობის კულტურასთან ერთად, "დევისის თასზე" ქართველი ჩოგბურთელების წარუმატებლობაზეც სთხოვა აზრის გამოთქმა.

- "სახლში თამაში ყველაზე ცუდია, რადგან თქვენგან მხოლოდ ნეგატივი მოდის" - ასე დაახასიათე ქართველი გულშემატკივარი. თავად თუ გქონია შემთხვევა, როცა საქართველოში გითამაშია და მხოლოდ ნეგატივი გიგრძვნია?

- სიმართლე გითხრათ, "დევისის თასზე" არაფრის დაწერას ვაპირებდი, უბრალოდ, იმდენი ნეგატივი მოხვდა თვალს, ვეღარ მოვითმინე...

საერთოდ, სახლში თამაში რთულია - ძალიან დაძაბული ხარ. დიდი ხანია, თბილისში არ მითამაშია. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ, როცა ვითამაშე, მხარდაჭერა არ მიგრძვნია! უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის წევრებისგან ვიღებ საკმარის მხარდაჭერას! მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მიღებულია არაჯანსაღი კრიტიკა. ძალიან ხშირად ხდება, რომ შეურაცხყოფას ისეთი ხალხი გაყენებს, ვინც არ გიცნობს.

პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც მოგებული თამაშების შემდეგაც მიმიღია ბევრი ნეგატივი! რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც სულით და გულით გვგულშემატკივრობს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

მაგრამ, ზოგადად, ტერმინი "გულშემატკივრობა" საქართველოში კარგად არ ესმით - როცა სპორტსმენს მხოლოდ გამარჯვების დროს უჭერ მხარს, ეს გულშემატკივრობა არაა! მხარდაჭერა სწორედ მაშინ სჭირდება სპორტსმენს, როდესაც ცუდად გრძნობს თავს და აგებს.

- ზოგადად, რით განსხვავდება ქართველი გულშემატკივარი უცხოელისგან?

- უცხოელი გულშემატკივარი უფრო ჯანსაღად გამოხატავს კრიტიკას. მათგან სპორტსმენის შეურაცხყოფა ნამდვილად არასდროს გამიგია. რასაკვირველია, ცუდი ხალხი არსად დაილევა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სპორტში არაა ასეთი მიდგომა - ზოგადადაა მიღებული, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან პირდაპირ გინებით გადადიან, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ შეცდომა დაუშვი - ამ შემთხვევაშიც გლანძღავენ.

საქართველოში ჯანსაღი კრიტიკა და დისკუსია მკვდარია! ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ავარიდო თავი ხმამაღალ განცხადებებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, გუშინ იმდენ ნეგატივს გადავეყარე, ვეღარ მოვითმინე.

- რაში ხედავ გულშემატკივრობის კულტურის დახვეწას?

- როგორც დავწერე, ჩვენ არავისთან ოფისში არ ავდივართ, რიგში არ ვდგებით და არ ვწერთ "ვაიმე, აი, ამ იურისტმა როგორი შეცდომა დაუშვა კონტრაქტში", "ამ მძღოლმა დაარღვია წესები" და ა.შ.

არ ვიცი, ალბათ ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს სპორტია და არა საბავშვო ბაღი, ის კი სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ალბათ, ასეთი მენტალიტეტი გვაქვს: საკუთარზე მეტად სხვის შეცდომებს ვხედავთ, სხვას ვაკრიტიკებთ. ჩემი აზრით, სჯობს ყველამ ცოტა მეტად თავის საქმეებს მიხედოს.

მარტო სპორტზე არ მაქვს საუბარი. დღესდღეობით არცერთი სფერო არ გვაქვს ისე განვითარებული, რომ დავიკვეხოთ, ამიტომ სხვების კრიტიკას, სჯობს, საკუთარ პროფესიონალურ განვითარებაზე ვიფიქროთ. ალბათ, ამის მერე საქმე უკეთესად წავა, ბევრი სფერო განვითარდება.

ჩოგბურთელებს რაც შეეხება: არის მწვრთნელი, ფედერაცია, სპორტის სამინისტრო - კრიტიკა არავის აკლია, მაგრამ ნუ ღელავთ, ბევრი დიდი გამარჯვება გველის კიდევ წინ.

- "დევისის თასამდე" სანდრო მეტრეველმა ფინანსური პრობლემის საკითხი წამოსწია წინ. ქალების შემთხვევაში როგორაა საქმე, თქვენც გაქვთ პრობლემები?

- სანდროს თემაზე საუბარი არ მსურს - ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ქალთა ნაკრებს რაც შეეხება, ხმამაღლა დასახელდა - იგივე 100.000 ლარია წელს.

საერთოდ, ქალთა ჩოგბურთის ნაკრებს გვქონდა პერიოდები, როდესაც საერთოდ არ გაგვაჩნდა დაფინანსება, მაგრამ მაინც სრული შემადგენლობით ვიყავით. ჩვენი ნაკრები თითქმის არ იცვლება და "ფედერაციის თასისთვის" ყოველთვის ყველა მზადაა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

არის რაღაცები, რაც შემოსავალზე არაა დამოკიდებული. ნაკრებში თამაში ერთ-ერთია! ქალთა ნაკრებში ყველას უყვარს კორტზე თეთრ-წითელი ფორმით გამოსვლა და თუნდაც სკამიდან გულშემატკივრობის მხრივაც კი არანაკლებ აქტიურები ვართ.

- სრული ფიასკო "დევისის თასზე", საქართველოს პირველი ჩოგანის მარცხი ურეიტინგო ჩოგბურთელთან... რას დავაბრალოთ?

- ჩოგბურთი ძალიან სპეციფიკური სპორტია. ეს არის სპორტი, რომელიც ფიზიკურ მზადყოფნას, ფსიქოლოგიურ გამძლეობას, სწრაფ ფიქრს მოითხოვს. თუ თამაშის დროს რომელიმე ასპექტი მოსუსტებულია, აგებ!

ტურნირის მსვლელობისას თბილისში არ ვყოფილვარ და ბიჭების მდგომარეობა არ ვიცი, ამიტომ ვერ შევაფასებ, რა და როგორ, მაგრამ ერთის თქმა კი მაინც შემიძლია: "დევისის" და "ფედერაციის" თასები ის შეჯიბრებებია, სადაც რეიტინგს და ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

აქ ზოგჯერ მოთამაშეები, ვისაც ტურნირზეც კი არ უთამაშიათ, კარიერაში თავიანთ საუკეთესო მატჩებს ატარებენ.

რაც შეეხება ნიკას მეტოქეს, ეის ჯუნიორს, ეს ბიჭი პატარაა. როდესაც ხარ პატარა, უქულო და ეთამაშები ფაქტობრივად ასეულის მოთამაშეს, კორტზე თავისუფლად გადიხარ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, რადგან შენგან მოგებას არავინ მოითხოვს.

ხშირია შემთხვევა, როცა "ჯუნიორები" თავიანთ პირველ წელს შეუდარებლად ატარებენ, რადგან ჯერ მათგან არავინ არაფერს ელის და თავისუფლად გადიან კორტზე. ეგ ფაქტორი თავისთავად, მათი პლუსია. თანაც, როგორც ვიცი, ნიკა 100%-ზე მზად არ იყო. არა უშავს, დაუმარცხებელი სპორტსმენი არ არსებობს - ოდესღაც ყველა აგებს.

კიდევ არაერთ შეხვედრას მოვიგებთ, ამისთვის კი გულშემატკივართა მხრიდან გვერდში დგომა და მხარდაჭერაა საჭირო და არა ჩვენი გადათელვა. ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას გვაყენებენ. არცერთი ჩოგბურთელი წასაგებად არ გადის კორტზე!

novak
აუ ეს ისე გვარიგებს ჭკუას თითქოს ოთხივე დიდი შლემი აქვს მოგებული! წაგებასაც გააჩნია ქალბატონო! როცა შენი გულშემატკივრის წინაშე ფაქტიურად უბრძოლველად აგებ თამაშს(წყვილების თამაშს ვუყურე და ნეტავ არ მენახა) რაის მხარდაჭერაზე და გამხნევებაზე ლაპარაკობ?!ერთმა წააგო მეორემ მესამემ... თუ მზად არ იყვნენ რატომ ითამაშეს? დააძალეს?? როცა თავს დადებთ კორტზე და ბრძოლაში წააგებთ არავინ გაგაკრიტიკებთ.. და რასაც მე ვუყურე კრიტიკა კი არა საერთოდ არ უნდა შეუშვა ეგეთები კორტზე!!!
GURO
შაფათავა რაის ჩოგბურტელია ყველასთან აგებს ;დდ მასე მეც ვითამაშებ ესრომ თამაშობს დ;დ
andria
ტიპს თავად არ გაუაზრებია ეგ და ხალხს სთხოვს :)

პირველად გავიგე, თუ სიმართლის თქმას კრიტიკად აღიქვამდით. უცხოეთში გუნდები მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან და მაინც არსებობენ კრიტიკოსები რომლებსაც თავიანთი ნაკრების თამაშში რაღაც არ მოსწონთ და თქვენ სიმართლის თქმასაც კი არ იღებთ მიუხედავად არანაირი შედეგისა. ყველას გვესმის რომ ჩოგბურთი ერთერთი ძვირიანი სპორტია სავარჯიშოდაც და მატჩებზე დასასწრებადაც და ვისაც ფული აქვს ისინი მხოლოდ კაი და მაგარ ტიპებად რომ გამოჩნდნენ, როგორც ეს ხდება ზოგადად დღეს საქართველოში ყველა სფეროში, მხოლოდ იმიტომ დადიან ჩოგბურთზე და იმათგან რა გულშემატკივრობას უნდა ელოდო როცა მართლა არ არიან ჩოგბურთის აზრზე. ჩემი ოცნებაა რომ დიდი შლემის რომელიმე ფინალს დავესწრო მაგრამ ეს საქართველოს მოქალაქისთვის მეტნაკლებად ოცნების დონეზეა რადგანაც ქვეყანა გვაქვს უბადრუკი და რა შლემი.
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს