ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პარიზმა გუნდზე მეტად მწვრთნელი დაგვანახა

პარიზმა გუნდზე მეტად მწვრთნელი დაგვანახა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლა ამირან პაპინაშვილის (60) ბრინჯაოთი დაამთავრა

საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლა ამირან პაპინაშვილის (60) მიერ მოპოვებული ერთი ბრინჯაოთი დაამთავრა. ამას ვალერი ლიპარტელიანისა (90) და ადამ ოქრუაშვილის (120) მეხუთე ადგილებიც უნდა დავუმატოთ, თუმცა შედეგი მაინც ფრიად არასახარბიელოა.

სამაგიეროდ, ამ შეჯიბრებამ სხვა რამით დაგვამახსოვრა თავი - თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გუნდზე მეტად მწვრთნელი დავინახე. დიახ, მწვრთნელი, ოღონდ არა ასე მოულოდნელად ნაკრების ფაქტობრივ მთავარ მწვრთნელად მოვლენილი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი (ფაქტობრივად, რადგან ამ სტატუსს ოფიციალურად სოსო ლიპარტელიანი ინარჩუნებს), არამედ პარიზში მის კონსულტანტად წასული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

ალბათ, ენობრივი ბარიერის გამო, ჩვენებს ტატამთან კონსულტანტად ძირითადად ზვიადაური ეჯდა და ახალ ამპლუაში ჩინებულად წარმოაჩინა თავი. სახელოვან ფალავანს აშკარად ეტყობოდა თავისი სახელოვანი აღმზრდელის - შოთა ხაბარელის სკოლა. როგორც ის კარნახობდა შეგირდებს დაწვრილებით, დეტალებში, მთელი ორთაბრძოლის მიმდინარეობისას შეუჩერებლად და განუწყვეტლივ, ასე იყო ზვიადაურიც. ხაბარელის მერე ასეთი პროფესიონალური დარიგებები არც მინახავს. რომელი ერთი გავიხსენოთ, რომელი შეხვედრა თუ - კონკრეტული ფალავანი, ვინც მისი დარიგებებით მოიგო? საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ბევრია.

თამამად შეიძლება ითქვას, მისმა რჩევებმა მოაგებინა ოქრუაშვილს ორი ორთაბრძოლა (მათ შორის ესტონელ ევროპის ჩემპიონ მარტინ პადართან), თენგიზ პაპოშვილის (73) შეხვედრა ბელგიელ ევროპის ჩემპიონ დიკ ვან ტიჩელტთან, უშუალოდ ორთაბრძოლისას ძალიან დაეხმარა პაპინაშვილს, ლიპარტელიანს, ლომერ ჟორჟოლიანს (100), ბეთქილ შუკვანს (60)... როდის უნდა ეჭიდავათ გაფრთხილებაზე, როდის რა ილეთი უნდა გაეკეთებინათ, რომელი ხელით როდის როგორ ემოქმედათ, როცა ფეხით კონკრეტულ ილეთს აკეთებდნენ, ამ დროს ხელით როგორ უნდა ემუშავათ - ამას ისე დაწვრილებით უხსნიდა, გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება იქ ჰქონდა გატარებული, იმ სკამზე. ასეთ მითითებებს ბევრი გამოცდილი მწვრთნელი ვერ ახერხებს. როცა ვუსმენდი მის რჩევებს ლიპარტელიანისა და ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ ტიაგო კამილოსთან შეხვედრაში, მსიამოვნებდა, იმდენად ზუსტ, დროულ და პროფესიულ დარიგებებს აძლევდა. იმ წუთებში კიდევ ერთხელ შემიპყრო სინანულმა, რამხელა ცოდნა და ნიჭი გაფლანგა მან. მართალია, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს ტიტულიც და მსოფლიოსა თუ ევროპის პირველობაც რამდენჯერმე უნდა მოეგო.

სხვა საქმეა, შეგირდები რამდენად ზუსტად მიჰყვებოდნენ მის კარნახს, მაგრამ კამილოსთან შეხვედრის მიმდინარეობისას დავრწმუნდი, რომ ლიპარტელიანს თუნდაც მხოლოდ ამოსმულითაც შეუძლია ფონს გასვლა. ოღონდ საამისოდ მან ზედმიწევნითაც უნდა შეასრულოს მწვრთნელის მითითებები და ფიზიკურადაც უნდა მოუმატოს, თორემ გამძლეობა მისთვის კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. მან ვერც ერთხელ შეძლო ზვიადაურის დარიგება შეესრულებინა - ამოსმულისას ხელით დაქაჩეო. ეს რომ მოეხერხებინა, იმ 2-3 მცდელობიდან ერთს მაინც დაასრულებდა ბოლომდე ანუ მთლად იპონზე თუ ვერ დასცემდა, ვაზარს მაინც მოიპოვებდა.

ერთხელ კი გამოიყენა შედეგიანად, მაგრამ, ვფიქრობ, ისევ ფიზიკურმა ძალამ დააღალატა, სათანადოდ ვერ გადმოიქნია და მხოლოდ იუკოს გამორჩა. ამით მან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სირენამდე 5 წამით ადრე მორიგი უშედეგო მცდელობისას უნებურად თვითონ დარჩა მეტოქესთან შეკრული, რომელმაც ფეხიც შედეგიანად ჩაუხვია და ისე გადაჩეხა ვაზარზე, ჩვენებურმა ვერაფრით შეძლო გაქცევა და მისი შეტევის ჩაშლა. ბრაზილიელი იმ შეხვედრაში თავიდანვე დაწინაურდა ლიპარტელიანის გაფრთხილებების ხარჯზე, მაგრამ, ვფიქრობ, მსაჯმა იჩქარა ჩვენებურის გაფრთხილება.

ზვიადაურმა ასევე ფასდაუდებელი რჩევები მისცა ოქრუაშვილს პადართან შეხვედრაში - რომელი მხრიდან დაექაჩა. ამანაც ზუსტად ისე გააკეთა და ეს ევროპის ჩემპიონი ტომარასავით გააგორა ტატამზე.

ზვიადაურის კონსულტანტად მიწვევისთანავე მის სამეგობროში ხმა დაირხა, შეიძლება, მალე მთავარ მწვრთნელადაც გადაიყვანონო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასე თუ გააგრძელა, ეს მართლაც მოსალოდნელია. მით უფრო, ზაიზენბახერის კონტრაქტი წლის ბოლოს ისეც უნდა გადაისინჯოს. თან ამ ტურნირზე ის რამდენჯერმე კი დაუჯდა მწვრთნელად ახალ შეგირდებს, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია. ამასთან, ქართულ ძიუდოში მოვლენებიც ისე სწრაფად იცვლება, არაფერია გასაკვირი - ჯერ იყო და კონსულტანტად მოყვანილი ზაიზენბახერი უცებ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა (ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიმღები ისაა), ახლა კი შეიძლება, ისიც კონსულტანტმა შეცვალოს.

თვითონ გუნდს რაც შეეხება, შედეგი არაა სახარბიელო, მაგრამ გუნდი არც მთლად ისე სუსტი მოგვეჩვენა, როგორც - თბილისის მსოფლიოს თასზე. ცხადია, ახლა ცოტა უფრო ძლიერი შემადგენლობა ჩანდა, მაგრამ ტურნირიც შეუდარებლად ძლიერი იყო. ბუნებრივია, სამუშაო კვლავაც ძალზე ბევრია, მაგრამ მთელმა რიგმა ფალავნებმა დაამტკიცეს, რომ მათზე აქცენტის გაკეთება ჯერ კიდევ შეიძლება. ერთადერთი, ვინც უშანსოდ წააგო, გუნდის ახალგაზრდა დებიუტანტი ლაშა ზურაბიანია (81) - პირველივე შეხვედრაში უზბეკ მუმინ ნაბიევთან დამარცხდა.

ცხადია, ჩვენებურთაგან თუ ვინმე უნდა გამოვარჩიოთ, უპირველესად, პაპინაშვილი. როტერდამის "დიდი პრიზის" გამარჯვებული მეორედ ავიდა პარიზულ კვარცხლბეკზე - 2009-ში ვერცხლი მოიპოვა. საინტერესოა, რომ მაშინ უზბეკი რიშოდ სობიროვიც დაამარცხა, ვისთანაც ახლა ნახევარფინალში წააგო. არადა, ამჯერადაც უგებდა - ვაზარით! მსოფლიოს ჩემპიონი სობიროვი აგრძელებს ჩინებულ სეზონს - მსოფლიოს პირველობის შემდეგ მოიგო აზიის თამაშები, მასტერსი და ახლა ეს შეჯიბრებაც! არადა, უძლიერესი ტურნირი იყო, სარეკორდო რაოდენობის მონაწილით - ქალთა და ვაჟთა შორის სულ ერთად 79 ქვეყნის 511 მონაწილე გამოდიოდა. ასეთი დიდი ოდენობიდან გამომდინარე, შეჯიბრება პირველ დღეს 1 საათით ადრე, 9-ზე დაიწყო.

წარმატებულ სერიას პაპინაშვილიც აგრძელებს, რომელიც როტერდამში გამარჯვების შემდეგ ტრავმამ შეაწუხა. ეტყობა, მან საბოლოოდ დასძლია ადრინდელი ჩავარდნა, რასაც ეს მედალიც ადასტურებს. სობიროვთან შეხვედრამდე პაპინაშვილმა ფინელი იუჰო რაინვალი ვაზარით დაამარცხა, ჩინელ ა ლამუსს კი ორი ვაზარით აჯობა. საკმაოდ გაუჭირდა გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან - ჩვენებურმა ორი იუკო მიითვალა და ერთით აჯობა მეტოქეს, ამის შემდეგ წლეულს უკვე მეორედ წააგო სობიროვთან - პირველად მასტერსზე დამარცხდა.

ამ წონაში შუკვანმა ორი შეხვედრა მოიგო და მთლიანობაში დაგვანახა, რომ მასზე ფსონის დადება ჯერ კიდევ შეიძლება. არადა, იმ ორი მეტოქიდან პირველი - საუდელი არაბი ეისა მაირაში თუ ძლიერი არ იყო და მასთან იპონით მოგებას ველოდით კიდეც, 23-წლიანებში ევროპის ჩეხი ჩემპიონი პაველ პეტრიკოვი ბევრად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ფალავანია. შუკვანმა ამჯერადაც იპონით მოიგო, რასაც მსოფლიოს პრიზიორთან, ევროპის ვიცე-ჩემპიონ სომეხ ჰოვანეს დავთიანთან ასევე წმინდად წაგება მიაყოლა.

66-ში მონაწილე არ გვყავდა, 73-ში კი ორი ჩვენებური ჭიდაობდა და ორივემ მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი სურათი დაგვანახა. პაპოშვილს შანსი მისცეს, როგორც თბილისის ტურნირზე მსაჯთაგან დაჩაგრულს და ისიც ამ იმედის გასამართლებლად ყოჩაღად ჩაება ტურნირში - ნიგერიელი აბას სალიჰუ ვაზარის შემდეგ დააიპონა. თუმცა აფრიკელი რა ბედენაა და ნამდვილ საჯილდაო ქვად ბელგიელი ტიჩელტი უნდა ქცეულიყო. საბედნიეროდ, ჩვენებურმა ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და ევროპის ჩემპიონსაც წმინდად მოუგო. აი, მეტი კი ვეღარ შეძლო - კორეელ იუნგ ვომ კიმთან ვაზარით წააგო.

დასანანი მარცხი იწვნია ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) - მსოფლიოსა და ოლიმპიადის ტაჯიკ ბრინჯაოს მედალოსან რასულ ბოკიევთან მსაჯთა გადაწყვეტილებით გამოვარდა. ლაპარაკიც არაა, რომ ტაჯიკი ბევრად ძლიერია ახალგაზრდა კონკურენტზე, თუმცა ესეც ძალზე დაიღალა, ამ მხრივ მანაც საგრძნობლად უნდა მოუმატოს. ასეა თუ ისე, ეს წაგება მაინც საპატიოდ ჩაეთვლება, რადგან ილეთი ვერც ბოკიევმა გააკეთა, ტატალაშვილის გამოსვლას კი აშკარად ნათელ ფერებს ჰმატებს პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვება საქართველოდან ისრაელში გადასულ იოსებ ფალელაშვილთან - ჩვენებურმა თბილისის ტურნირის მესამე პრიზიორთან ორი ვაზარით იმარჯვა.

პარიზში თითო შეხვედრა მოიგეს წიკლაურმა და ჟორჟოლიანმა. წიკლაურმა ფინელ ანტტი ვირტასთან სუფთად გამარჯვების შემდეგ არგენტინელ ანტონიო ლუკენტისთან პირწმინდად წააგო - იუკოც დაკარგა, ვაზარიც და ბოლოს იპონზეც დაეცა. ჟორჟოლიანმა ნაკლებადცნობილი ფრანგი მაელ ელ ნორმანდი იოლად დააიპონა, იაპონელ რიონუსუკე ჰაგასთან კი თვითონ დამარცხდა წმინდად. კამილოსთან მარცხამდე ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ რობი ვან ლაარხოვენს გაფრთხილებებით და იუკოთი აჯობა, 23-წლამდელებში ევროპის პოლონელი ჩემპიონი კშიშტოფ ვეგლარცი კი ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს. პოლონელმა ეს პირველად შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 30 წამში სცადა, მაგრამ ლიპარტელიანი გაუხტა, რაზეც გამეცინა კიდეც, ნეტავ, შეგეშვა-მეთქი. თუმცა ვეგლარცს აკრძალულ ილეთზე მიპატიჟება არც დასჭირვებია და შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთში ამისთვის მოხსნეს კიდეც.

შეიძლება ითქვას, ოქრუაშვილი პარიზში შემთხვევით მოხვდა, ზვიად ხანჯალიაშვილისადმი ზემდგომთა გულისწყრომის გამო - უგერგილოდ ჭიდაობსო და ამ გზით დასაჯეს, სანაცვლოდ კი ოქრუაშვილი გაუშვეს, რაკიღა ფული უკვე გადახდილი იყო. მან პირველ შეხვედრაში ბულგარელი ივან ილიევი დააიპონა, მერე კი პადარი გაშხლართა ლეიბზე. ჩვენებური მესამე შეხვედრაშიც საკმაოდ აქტიურობდა კუბელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ოსკარ ბრისონთან, მაგრამ ფიზმომზადებამ უღალატა - ბრუნის მცდელობისას ბოლომდე ვერ გადააგდო და საკუთარ ილეთზე მოჰყვა.

აი, ასე ჩავამთავრეთ პარიზული "დიდი მუზარადი", რომელმაც ბოლო წლებში, ამდენი არეულობის ფონზე პირველად გაგვიჩინა იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

ყოჩაღ ზურა მიდი ბოლომდე ,მე ასეთ კაცად გიცნობ და სხვამაც გაგიცნოს,წარმატებები ამ ამპლუაში.მრავალჟამიერ

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!