ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ქართველებს წილისყრისას გაგიმართლათ

ქართველებს წილისყრისას გაგიმართლათ

ლატვიის ნაკრების თავკაცი აინარს ბაგაცკისი თბილისში 5 თებერვალს გამთენიისას ჩამოვიდა. იგი იმავე დღეს სპორტის სასახლეში "სოხუმი"-"აგრარულის" მატჩს დაესწრო

ლატვიის ნაკრების თავკაცი აინარს ბაგაცკისი თბილისში 5 თებერვალს გამთენიისას ჩამოვიდა. იგი იმავე დღეს სპორტის სასახლეში "სოხუმი"-"აგრარულის" მატჩს დაესწრო. ბალტიისპირელ სპეციალისტს 40 წუთის განმავლობაში წიგნაკი ჰქონდა მომარჯვებული და შენიშვნებს იწერდა. ეს თავისთავად ცხადჰყოფს, რომ იგი სერიოზულადაა დაინტერესებული "სოხუმის" გაწვრთნით.

მეტსაც გეტყვით, ბაგაცკისის საქართველოში დარჩენა 99 პროცენტითაა გადაწყვეტილი. იგი "სოხუმს" მაისის ბოლომდე უხელმძღვანელებს და გუნდის საპრიზო სამეულში შეყვანას შეეცდება. "სოხუმის" ხელმძღვანელობას ცნობილი სპეციალისტის ჩამოყვანა მხოლოდ შიდა ჩემპიონატში წარმატებისთვის როდი სჭირდება - მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე აპირებს თამაშს, რისთვისაც ძლიერ მწვრთნელთან ერთად გამოცდილი ლეგიონერების დამატებასაც გეგმავს.

ბაგაცკისის ჩამოყვანაც მომავალზეა გათვლილი, თუ მან გუნდს ევროჩელენჯის საგზური მოაპოვებინა (ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვა ქართულ კლუბებზე, ვინ მოისურვებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ვინ - არა), ლატვიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ.

მხოლოდ მისი სამწვრთნელო კარიერითაც რომ ვიმსჯელოთ, ბაგაცკისი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სახელიანი მწვრთნელია. იგი 2005-06 წლებში ლატვიის "ბარონსს" წვრთნიდა, 2006-ში კაუნასის "ჟალგირისს", 2007-09 წლებში ლატვიის "ვალმეირას", ხოლო 2009-10-ში რუსულ "ენისეის". სხვათა შორის, 2009 წლის ზაფხულში გიორგი ცინცაძემ კონტრაქტი სწორედ "ენისეისთან" გააფორმა, მაგრამ რუსეთის ვიზა არ მისცეს და ხელშეკრულების გაუქმება მოუწია.

აინარს ბაგაცკისი ამჟამად ლატვიის ნაკრების თავკაცია და 30 იანვარს ლიტვაში გამართულ წილისყრასაც ესწრებოდა.

5 თებერვალს, "სოხუმი"-"აგრარულის" მატჩის შემდეგ ბაგაცკისმა წიგნაკი დახურა და ინტერვიუსთვის მოიცალა.

- საინტერესოდ მიგაჩნიათ საქართველოდან მიღებული წინადადება?

- ასე რომ არ ყოფილიყო, თბილისში არ ჩამოვიდოდი. მაინტერესებდა, რა ძალის გუნდის მწვრთნელობას მთავაზობდნენ. ჩამოვფრინდი, რათა ადგილზე გავცნობოდი "სოხუმს", გამეგო რა მიზნები აქვს. ერთი კვირის განმავლობაში გუნდს შევისწავლი და... დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, დავრჩები.

- "სოხუმის" თამაში ნახეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- მხოლოდ ერთი თამაში ვიხილე. ძნელია ერთი მატჩის მიხედვით დასკვნების გამოტანა და განსაზღვრა, რა აკლია გუნდს და რა - არა, რა პლუსი აქვს და რა მინუსი. დავინახე მხოლოდ ერთი - გუნდს უნდა მოგება. ეს მნიშვნელოვანია. ასევე მთავარია სტაბილურობა, შედეგი სწორედ ამას მოაქვს. კალათბურთელებს ხვალ შევხვდები, უფრო მეტს ვნახავ, გუნდს უკეთ გავიცნობ და მერე უფრო კონკრეტულად შემეძლება ლაპარაკი.

- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. საქართველოს ეროვნულ გუნდს თუ იცნობთ?

- სამი წლის წინათ საქართველოს ნაკრები ლატვიაში ჩვენს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ქართველებმა მოიგეს. შთამბეჭდავი შემადგენლობა გყავთ. ფაჩულია NBA-შია, ქართველები ევროლიგაზეც წარმატებით თამაშობენ. მოკლედ მაღალი დონის, გამოცდილი ნაკრები გყავთ. მწვრთნელიც ძლიერია... ჩემი აზრით, ევრობასკეტის წილისყრისას საქართველოს ნაკრებს ცოტა გაუმართლა.

- ერთ-ერთ ლატვიურ გაზეთთან წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრებიც ახსენეთ...

ლატვიელმა მწვრთნელმა თითით მანიშნა, ერთი წუთი მაცალეო და ჩანთაში დაიწყო ქექვა. დაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა და მიუხედავად იმისა, რომ ლატვიურად ეწერა, მაინც გავარჩიე ქვეყნების ჩამონათვალი: სლოვენია, რუსეთი, ბელგია, მაკედონია, ბულგარეთი... ბაგაცკისმა ეს ქვეყნები თითის მიყოლებით ჩამოთვალა და განაგრძო:

- გუნდები წილისყრის წინ ჩამოვწერე. მინდოდა სწორედ ესენი შეგვხვედროდნენ (ლატვიელები მეექვსე კალათაში ვიყავით). წილისყრამ მეოთხე ჯგუფში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები მოახვედრა, მხოლოდ ერთი ვერ გამოვიცანი - საქართველოს ნაცვლად მაკედონია მეწერა. სამწუხაროდ, ლატვია ამ ჯგუფში ვერ მოხვდა.

- მაკედონიას უფრო სუსტად მიიჩნევთ?

- მათაც კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მეოთხე კალათიდან მაინცდამაინც მაკედონია იმიტომ ამოვარჩიე, რომ კარგად მყავს შესწავლილი. ნამდვილად არ მინდოდა მეოთხე კალათაში განთესილ ისრაელთან შეხვედრა, თანაბრად დაბალანსებული, ძლიერი გუნდია. არც დიდი ბრიტანეთი იყო სასურველი მეტოქე, რადგან 2012 წელს ოლიმპიადა სწორედ იქ იმართება და ევროპის ჩემპიონატზე ძლიერ შემადგენლობით წარდგება. საქართველოს ნაკრები კი ამოუცნობი გუნდია და ამიტომაც ჩავწერე მის ნაცვლად მაკედონია.

- ლატვიის ნაკრებში შარშან რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატისთვის თუ მოახერხებთ მათ დამატებას?

- ნაკრებში მოხვდება ის, ვინც დაიმსახურებს და ვინც მეტად იქნება მოტივირებული. შარშან, შესარჩევზე 9 კალათბურთელი გვაკლდა. გუნდში აუცილებლად მოხვდებიან ისინი, ვინც ეს 2010 წელს თამაშით დაიმსახურა. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ყველას უნდა, რათა ძლიერი გუნდების კომპანიაში აჩვენონ რა შეუძლიათ. ასე რომ, არა მგონია, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნას.

- ბოლოს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზეც გკითხავთ.

- გამოცდილება მკარნახობს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ფავორიტად შერაცხულთა დამარცხება. მაგალითად, შარშან ლატვიის ნაკრებმა NBA-ს ორი ვარსკვლავით გაძლიერებულ იტალიას მოუგო. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა შემადგენლობის სიძლიერეს, არამედ კონკრეტული მატჩისთვის ამა თუ იმ გუნდის მომზადებას. არავინ იცის თამაშის დღეს, ვინ როგორ შეხვდება.

დოსიე

აინარს ბაგაცკისი

დაიბადა: 29.03.1967

მოთამაშის კარიერა

1985-87 - ვეფ რიგა

1987-91 - ასკ რიგა

1991-92 - პრინციპსი

1992-93 - ბროცენი

1994-95 - რიგა

1995-98 - ბროცენი

1998-99 - ბიტომა

1999-2000 - პრუშკოვი

2000-01 - დიჟონი

2001-03 - ვენტსპილსი

2003-04 - ევრაზი

2004-05 - ჟალგირისი

2005-06 - ბარონსი

სამწვრთნელო კარიერა

2005-06 - ბარონსი

2006 - ჟალგირისი

2007-09 - ვალმეირა

2009-10 - კრასნოიარსკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია