კვირის მოთამაშეები და დღის სტატისტიკა
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ არ დაუშვა თავისი გუნდის ზედიზედ მეორე წაგება.

"ორლანდოს" წინააღმდეგ მან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და სეზონში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 300-მდე აიყვანა, რაც აქამდე ლიგის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. გუშინდელ მატჩში მთლიანად მისი მონაგარი 41 ქულა, 13 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 შედეგიანი პასი იყო.

ერთი რეკორდი "გოლდენ სტეიტმაც" დაამყარა - ზედიზედ 45-ე მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე. წინა რეკორდი "ჩიკაგო ბულზს" ეკუთვნოდა, რომელმაც 1995-96 წლების სეზონში, მიჯრით 44 საშინაო მატჩი მოიგო.

გუშინ, მოულოდნელი შედეგების დღე იყო. "მემფისი" "კლივლენდს" სტუმრობდა და იმის მიუხედავად, რომ სასტარტო ხუთეულის ოთხი წევრი (მაიკ კონლი, მეტ ბარნსი, ზაკ რენდოლფი, კრის ანდერსენი) აკლდა, მაინც მოუგო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს.

"იმდენი შეცდომა დავუშვით მატჩში, რომ ჩემი ვაჟის გუნდიც მოგვიგებდა. ამ ლიგაში შემთხვევითი ადამიანები არ არიან. ჩვენ სათანადო პატივისცემა არ გამოვიჩინეთ მეტოქის მიმართ და ამის გამო წავაგეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა.

"კლივლენდის" ლიდერს წაგებულ მატჩში მაინც ჰქონდა პოზიტიური მომენტი. მან 28 ქულა დააგროვა და თავისი კარიერული მონაგარი 26 406 ქულამდე აიყვნა. ამან ლებრონს საშუალება მისცა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ჯონ ჰავლიჩეკისთვის გაესწრო და მე-13 ადგილზე გადასულიყო. მე-12 და მე-11 პოზიციებზე არიან დომინიკ უილკინსი და ოსკარ რობერტსონი და მათ ჯეიმსი ბევრით არ ჩამორჩება - შესაბამისად, 262 და 304 ქულით. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ლებრონს ორი საფეხურით წინსვლის საშუალება ექნება.

გუშინდელი დღის ერთ-ერთი გმირი გახდა "ჩიკაგოს" ესპანელი ლეგიონერი პაუ გასოლი. მან 12 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი დააგროვა და ბოლო ხუთ მატჩში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, სულ კი კარიერაში ცხრა ტრიპლ-დაბლი დაუგროვდა. გასოლი 35 წლისაა და ასეთ ასაკში სეზონში ორი ან მეტი სამმაგი დუბლი მხოლოდ ჯეისონ კიდს, კობი ბრაიანტსა და პოლ პირსს ჰქონიათ. გარდა ამისა, "მილუოკისთან" მატჩში გასოლი ლიგის ისტორიაში 38-ე კალათბურთელი გახდა, ვინც კარიერაში 10 ათასი მოხსნა შეასრულა.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 26.7 ქულა, 9.7 მოხსნა, 6.3 პასი და 2.33 ჩაჭრა დააგროვა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი კავაი ლეონარდი, რომელიც თავის გუნდს ასევე სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლეონარდის ანგარიშზე საშუალოდ 27.3 ქულა, 10.0 მოხსნა, 4.7 შედეგიანი პასი და 1.7 ჩაჭრა მოდის.

შარლოტი-მინესოტა 108:103

23:18, 24:31, 35:26, 26:28

შ: უოკერი (34+7 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (20), მარვ. უილიამსი (15+7 მოხსნა), ბატუმი (11).

მ: თაუნსი (28+14 მოხსნა), უიგინსი (25), ლავინი (19), დიენგი (12+9 მოხსნა), რუბიო (10+10 პასი).

კლივლენდი-მემფისი 103:106

25:33, 24:25, 25:24, 29:24

კ: ჯეიმსი (28+9 მოხსნა), ირვინგი (27), ლავი (14+11 მოხსნა), ტომპსონი (11).

მ: ალენი (26+5 ჩაჭრა), ჩელმერსი (17+7 პასი), სტივენსონი (17+7 მოხსნა), გრინი (16+10 მოხსნა+6 პასი).

ინდიანა-სან ანტონიო 99:91

25:13, 20:19, 28:30, 26:29

ი: ელისი (26), ჯორჯი (23), სტაკი (12), მაინმი (11+9 მოხსნა), ტერნერი (9+10 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (5+10 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (23), ოლდრიჯი (23+12 მოხსნა), მილსი (17), დანკანი (9+14 მოხსნა).

ჩიკაგო-მილუოკი 100:90

25:16, 22:24, 26:29, 27:21

ჩ: როუზი (22+7 პასი), დანლივი (18), მური (16+7 პასი), მიროტიჩი (14), პ. გასოლი (12+17 მოხსნა+13 პასი+5 დაფარება), გიბსონი (12+10 მოხსნა).

მ: ბეილესი (20), მიდლტონი (18), პარკერი (18+11 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (12+10 პასი), მონრო (11+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-საკრამენტო 115:112

33:31, 17:32, 33:26, 32:23

ნ-ო: დევისი (31+10 მოხსნა), კოული (23+7 მოხსნა+6 პასი), ჰოლიდეი (20+10 პასი), ანდერსონი (19).

ს: კაზინსი (40+16 მოხსნა), რონდო (18+10 პასი), გეი (18+10 მოხსნა), კასპი (15+7 მოხსნა), ბელინელი (12).

დალასი-კლიპერსი 90:109

24:23, 28:27, 16:33, 22:26

დ: ნოვიცკი (22), ლი (13+8 მოხსნა), ფელტონი (10).

კ: პოლი (27+7 პასი), ჯორდანი (23+20 მოხსნა), რედიკი (22), კროუფორდი (15), რივერსი (10).

გ. სტეიტი-ორლანდო 119:113

31:18, 28:28, 35:31, 25:36

გ-ს: კარი (41+13 მოხსნა), ტომპსონი (27), რაში (11), ბოგუტი (4+10 მოხსნა+6 პასი), გრინი (1+9 მოხსნა+10 პასი).

ო: ჯენინგსი (20), ფურნიე (20), გორდონი (20+16 მოხსნა), ოლადიპო (19+9 მოხსნა+8 პასი), სმიტი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი