მეტოქეც ცემა და რეფერიც
სავარეზე საინტერესო და არც ისე იოლად დასამარცხებელი მეტოქე იყო. ისე ჩანდა, რომ მისი კარიერა უკუღმა წავიდა, როცა 1997 წელს, მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო ჯორჯ ფორმენთან.

მაგრამ, 1998 წელს, პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო ბასტერ დაგლასს. სულ 42 ბრძოლიდან 32-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემას ვერ შემიქმნიდა.

გაისმა გონგი და საფეთქელში მარცხენა მოკლე დარტყმით წავაქციე. წამოდგა და გავაგრძელე მისი დამუშავება. ისევ უნდა წაქცეულიყო, როცა რეფერი ჩვენს შორის ჩადგა. ვერ მივხვდი, რატომ აჩერებდა ბრძოლას მსაჯი, ამიტომაც დარტყმები გავაგრძელე და შემთხვევით რეფერის მოვარტყი, რომელიც რინგზე დაეცა.

განებივრებული მოკრივეების რიცხვს მივეკუთვნებოდი. მართალია, რეფერის დავარტყი, მაგრამ მაინც შეიძლებოდა დაუსჯელი დავრჩენილიყავი და პრობლემა არ შემქმნოდა. თუმცა, ამჯერად, მართლა არ მინდოდა მისთვის დარტყმა. უბრალოდ, ვცდილობდი სავარეზეს მივწვდომოდი. ფსიქოლოგიურად, ამისთვის ვიყავი განწყობილი. ვცადე ამ ყველაფრის ახსნა ინტერვიუში, რომელიც ბრძოლის შემდეგ Showtime-ის კორესპონდენტს ჯიმ გრეის მივეცი.

- მაიკ, ეს იყო თქვენი ყველაზე ხანმოკლე ბრძოლა?

- "ვადასტურებ, რომ არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და ასევე ვადასტურებ, რომ მუჰამედია ალაჰის მოციქული" (მაიკ ტაისონი წარმოთქვამს შაჰადას - ისლამში რწმენის ფორმულა იმაზე, რომ არსებობს ერთიანი ღმერთი ალაჰი და მისი მოციქულია მუჰამედი). ამ ბრძოლას ვუძღვნი ჩემს ძმას დერილ ბაუმს, რომელიც დაიღუპა. მე შენ იქ შეგხვდები, მიყვარხარ მთელი გულით. დიდება ალაჰს! რა მკითხეთ?

- ეს თქვენი ყველაზე ხანმოკლე ბრძოლაა, რაც კი აქამდე გქონიათ. ასეა?

- ასალამუ ალეიქუმ, სამყაროვ. არ ვიცი, მეგობარო. ლენოქს ლუის, მე შენსკენ მოვდივარ.

- გვითხარით, რამდენად დასანანია: ამდენს ვარჯიშობთ მონდომებით და შემდეგ, ყველაფერი შვიდ-რვა წამში სრულდება?

- ამ ბრძოლამდე მხოლოდ ორი თუ სამი კვირა ვვარჯიშობდი. ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკრძალე და ჩხუბს არც ვაპირებდი, მაგრამ ეს ბრძოლა მას მივუძღვენი. მინდოდა გული ამომეგლიჯა ჩემი მოწინააღმდეგისთვის, მე საუკეთესო ვარ, ყველაზე სასტიკი, ყველაზე საშინელი, ყველაზე დაუნდობელი ჩემპიონი, ვინც კი აქამდე არსებობდა. ჩემი შეჩერება არავის შეუძლია.

ლენოქსი - გამარჯვებულია? არა! მე ალექსანდრ მაკედონელი ვარ, ის - არა. მე საუკეთესო ვარ! არავინ ყოფილა ასეთი დაუნდობელი. მე ვარ სონი ლისტონი, მე ვარ - ჯეკ დემპსი. მე მათ გვერდით ვდგავარ და ვერავინ შემედრება. ვერავინ გამისწორდება. ჩემი სტილი - ეს არის სისწრაფე, ჩემი დაცვა გაუვალია. მრისხანე და სასტიკი ვარ. მინდა მას გული ამოვაგლიჯო, მინდა მისი შვილები შევჭამო. დიდება ალაჰს!

ამ მუქარით იქაურობას მოვშორდი. ასე დემონსტრაციულად იმის გამო ვიყავი განრისხებული, რომ უკვე საღ აზრს ვკარგავდი. ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი. ტვინი დახშული მქონდა. ვისროდი ფრაზებს "შოუ ბრაზერსის" სტუდიის მიერ კარატეზე შექმნილი ფილმებიდან, მაგალითად, "ხუთი სასიკვდილო შხამიდან". ჩემი საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის აპოკალიპსისის ციტირებას ვახდენდი.

უბრალოდ, ძალიან მაგარი ბიჭი ვიყავი და ყოველთვის ამაღლებულ ტონებში ვამბობდი: "მიყურე და იცახცახე, რადგან მე მომაქვს შიში შენ სამყაროში". უბრალო ბიჭი ვიყავი, მაგრამ მიყვარდა ამაღლებული ლაპარაკი. ვლაპარაკობდი "უორლდ რესტლინგ ინტერტეინმენტის" (პროფესიული რესტლინგის უმსხვილესი ფედერაცია აშშ-ში) ჟარგონზე: "მე შევჭამ მის შვილებს!" ვფიქრობდი, რომ მაგარი ბიჭი ვიყავი, სინამდვილეში კი, უბრალოდ, შოუმენობისთვის გავჩნდი.

ლონდონში დაბრუნებულს, იქ კონფლიქტი დამხვდა. ისევ მზად ვიყავი მომეკლა ფრენკ უორენი. ვინც ჩემი ბრძოლა იხილა, დარწმუნდებოდა, როგორი განრისხებული ვიყავი. ვეძებდი ფრენკს ბრძოლის შემდეგ, რადგან ის სრულიად უსირცხვილო ადამიანი გახლდათ. თვალის ბუდე, ყვრიმალი და ყბა ჰქონდა გატეხილი, მიუხედავად ამისა, მაინც მოვიდა ბრძოლის სანახავად, მაგრამ, ლონდონში დაბრუნებისას, სადღაც გაქრა.

გაზეთმა "დეილი რეკორდმა" პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მას სასტუმროს ნომერში დავესხი თავს იმის გამო, რომ იუველირული ნაკეთობებისთვის 630 ათასი მართებდა. უორენმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ეს "სრული სისულელე" იყო. პრობლემის მოსაგვარებლად, იძულებული გავხდი პრესკონფერენცია მომეწვია, რადგან შტატებში დაბრუნების შემდეგ, პირობითი განთავისუფლების ოფიცერს, შესაძლოა, ჩემი მისამართით კითხვები გასჩენოდა.

- თქვენ მას დაარტყით? - მკითხა ჟურნალისტმა.

- არა, სერ.

- სცადეთ მისი ფანჯრიდან გადაგდება?

- არა, სერ. მიყვარს ფრენკ უორენი.

შტატებში დავბრუნდი და ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩემს პირობით განთავისუფლებაზე, შეშფოთებული დამხვდა ჩემი კომენტარებით სავარეზესთან ჩხუბის შემდეგ, აგრეთვე, უორენთან ჩემი სავარაუდო ჩხუბის გამო. თუმცა დეროუმ ყველაფერი მოაგვარა.

ჩემი პირობითი განთავისუფლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო - ფსიქიატრთან ვიზიტი, ამიტომაც, არიზონას შტატის ქალაქ ტემპში დოქტორ ბარკსდეილსა და მის თანაშემწეს ვეწვიე. შეხვედრამ მაინც და მაინც კარგად (გლადკო) ვერ ჩაიარა. მაგრამ, მშველელად ისევ დეროუ გამომეცხადა.

"რამდენადაც გავიგე, თქვენთან და თქვენს კოლეგასთან პირველმა შეხვედრამ პრობლემატურად ჩაიარა, - მიწერა მან ბარკსდეილს. - თუმცა საგულისხმოა, რომ გუშინ საღამოს, მაიკმა სულ სხვა საქმეზე დამირეკა და პირდაპირ მკითხა - ხომ არ შეიძლება ისევ მოვიდეს თქვენთან და თქვენს კოლეგასთან ვიზიტით. უნდა გითხრათ, რომ ჩემი მაიკთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მეტად მაიმედებს".

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი