"საბურთალოს" დირექტორი კახა კაშია: "შენიშნა - ეტყობა, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და ეს უნდა გამოვასწოროთო"
გია ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის. ეს ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურის უფროსმა კახა მგელაძემ დაგვიდასტურა. გადაწყვეტილია, რომ ჭიაბრიშვილს 35 წლის ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი შეცვლის.

მადრიდში დაბადებულმა ფრანკო მარტინმა მუშაობა დაბალი ლიგის ესპანურ კლუბ "კორიაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. შემდეგ "ფუენლაბრადაში" ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, 2010 წელს კი "სანტა ეუხენია" ჩააბარეს. 2012 წლიდან კი, ტერსერა დივიზიონის (III დივიზიონი, რანგით IV ლიგა) ორი გუნდი ჩაიბარა, ჯერ "ილესკასი", შემდეგ - "პუერტოლანო".

ეს უკანასკნელი მეორე ადგილზე გაიყვანა და სეგუნდა B-ში უნდა ეთამაშა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მონაწილეობის უფლება ვერ მიიღო, მაგრამ ლა ლიგის "ხეტაფემ" შრომა დაუფასა და 2014 წლის 28 ივლისს რეზერვისტების დამრიგებლობა შესთავაზა. 2015 წლის 26 თებერვლიდან კი "ხეტაფეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით შეცვალა ინგლისურ "უოტფორდში" მიწვეული, "ვალენსიის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი. თუმცა 9 მარტს, "კორდობასთან" გასვლაზე მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, მარტინს პოსტი სეზონის ბოლომდე შესთავაზეს, 1-ელ ივნისს კი - გაათავისუფლეს.

სულ მარტინმა "ხეტაფეს" 14 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 9 წააგო. "კორდობას" გარდა, მისმა გუნდმა შინ მოუგო ლა კორუნიას "დეპორტივოს" (2:1), ხოლო სტუმრად - "ელჩეს" (1:0).

ალბათ, დაგაინტერესებთ ეს სტატისტიკაც - მარტინის მიერ გაწვრთნილმა "პუერტოლანომ" თამაშების 81,58 პროცენტი მოიგო და სწორედ ამიტომ მიიწვიეს "ხეტაფე B"-ში, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 42,31 პროცენტი ჰქონდა.

სწორედ ამის შემდეგ მიანდეს ლა ლიგის კლუბის მწვრთნელობა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, ვისაც ამ დონეზე გუნდი ჩააბარეს.

სულ მარტინის გაწვრთნილმა გუნდებმა თამაშების 46,89 პროცენტი მოიგეს.

ესპანელი სპეციალისტი საქართველოში შაბათს, 5 მარტს ჩამოვიდა, 7 მარტს კი დაესწრო "სამტრედიასთან" შეხვედრას, რომელიც მისმა ახალმა გუნდმა 2:8 წააგო.

"საბურთალოს" ხელმძღვანელობა პაბლო მარტინს ფეხბურთელებს დღეს წარუდგენს და ესპანელი სპეციალისტი ახალ გუნდს პირველად ავარჯიშებს. ხუთშაბათს, 10 მარტს, 16 საათზე, პაბლო მარტინი პრესკონფერენციას გამართავს.

"ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა ახალ სპორტულ დირექტორს, მანოლო იეროს მივანდეთ და მწვრთნელის შერჩევაზე პასუხისმგებელიც ის გახლავთ. მჯერა, მარტინი მაღალი დონის სპეციალისტია, რადგან ესპანეთის ლა ლიგის კლუბს შემთხვევით ადამიანს არავინ მიანდობდა.

სხვათა შორის, სასიამოვნოდ გამაოცა ჯერ კიდევ აეროპორტში ჩამოსვლისას. მან "საბურთალოს" ფეხბურთელები გვარებით და პლუს-მინუსებით ჩამომითვალა. თურმე, ჩვენი გუნდის 7 თამაში ნახა და ბევრი რამ გააანალიზა.

ისიც თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც კი ოდესმე უნახავს. უბრალოდ, მანაც შენიშნა - ეტყობა, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და ეს უნდა გამოვასწოროთო. ჩვენც ამის იმედი გვაქვს", - უთხრა "ლელოს" "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და იქვე ისიც გაგვიმხილა, რომ უახლოეს დღეებში "საბურთალოში" ესპანელ ფიზმოზმადების მწვრთნელსაც ელოდებიან.

დოსიე

პაბლო ფრანკო მარტინი

დაიბადა 1980 წლის 11 ივნისს (35 წლის) მადრიდში

სამწვრთნელო კარიერა

2008-09 კორია (ასისტ)

2009-10 ფუენლაბრადა (ასისტ)

2010-12 სანტა ეუხენია

2012-13 ილესკასი

2013-14 პუერტოლანო

2014-15 ხეტაფე B

2015 ხეტაფე (თებ-ივნ)

2016- საბურთალო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
ქართველი მოზარდები ნიჭიერები და ფიზიკურად ბუნებრივად ძლიერები რომ არიან ამას ბევრი აღიარებს. ზრდასრულობაში სად იკარგება ნიჭი და ფიზიკური მონაცემები ამის შესახებ ხშირად რომ წეროთ იქნებ კიდევაც გვეშველოს!!!!
123
555 შენ ხეტაფეს 14 დან 14 მოგებული თამაში გინახავს ოდესმე? )))) ყოველ წელს სულს ღაფავს და ცოდვილობს )) ასე ვერ გაიგებ ამ მწვრთნელის პოტენციალს ))
555
14 თამაშიდან 9 წაუგია და გააგდებდნენ აბა რა იქნებოდა. ამათ კიდევ ძალიან მაგარი ჰგონიათ, ვაი თქვე საცოდავებო..........
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია
მანოლო იერო: გინდათ ევროპა? მიაღწიეთ სტაბილურობას!
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
"ევროსპორტი" ქართველზე: დაფიქრდით მასზე, ვინც ტრანსფერებზე ნადირობთ!
"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა
პაბლო მარტინი: "საბურთალო" რთულ ჯგუფში მოხვდა...
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ
კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ
გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?
კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა