საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთთან 12 მარტს გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" შაბათს, სოჭში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

დღეს, 10 მარტს, ჩვენი გუნდი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიშს 16:00 სთ-იდან გამართავს, სადაც ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის დასწრება თავისუფალია.

ამასობაში კი მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან მათთვის არცთუ სახარბიელო ინფორმაცია ვრცელდება.

"რუსეთის ნაკრების შერკინების კვაჭი სტანისლავ სელსკი ტრავმის გამო ვერ შეძლებს შაბათს საქართველოს ნაკრებთან თამაშს. ის უკვე გაემგზავრა შინ კრასნოიარსკში. მის ნაცვლად ალექსანდრ პერვუხინმა "ენისეის" შერკინების კვაჭს შამილ მაგომედოვს უხმო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ქართველებთან თამაშს გამოტოვებენ მორკინალები - პაველ ბუტენკო და ევგენი მატვეევი, ასევე, უკანახაზელი სერგეი ტრიშინი. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს პირველხაზელი აზამატ ბიტიევი" - იტყობინება რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი rugby.ru.

შეგახსენებთ, რომ თამაში სოჭში, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

საქართველო

პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე (ორივე-სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)

#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ყოჩები)

#12-13: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), დავით კაჭარავა (ენისეი)

#11-14: გიორგი ფრუიძე (აია), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი აფციაური (არმია)

#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

ევროპის ერთა თასი 2016. IV ტური

12 მარტი

ესპანეთი-პორტუგალია

რუმინეთი-გერმანია

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 3 3 0 0 +126 15

2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14

3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9

4. გერმანია 3 1 0 2 -55 5

5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2

6. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

asea es
როცა არ აკლდათ რა ქნეს რო?შეიძლება თავსაც არიდებენ იციან რაც მოელით.
SOXUMELI
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო !!! წარმატებები !!!
ezra
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო! სულითა და გულით გქომაგობთ!!

ისე უნდა მივაწვეთ, სოჭიდან კრასნოდარამდე ვარბენინოთ "ზადნით"
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო