"მთავარია, ფეხბურთში ამ სფეროს მცოდნე და მოყვარული ხალხი იყოს და არა - ფულის "ხამები"
ფოტოზე: მიხეილ აშვეთია და ალექსანდრ შტელინი "ტორპედოს" ვარჯიშზე

ქუთაისის "ტორპედომ" მეორე წრე ცუდად დაიწყო - მარტვილში "მერანთან" 1:2 დამარცხდა, მაგრამ მერე ალექსანდრ შტელინის გუნდი გამოცოცხლდა და ზედიზედ 3 მატჩი მოიგო: ჯერ აუტსაიდერი "ზუგდიდი" დაამარცხა (2:0), შემდეგ ლიდერ "დილას" გორში 1:0 სძლია, ბოლო ტურში კი ევროთასებისთვის მებრძოლ ბათუმის "დინამოსაც" იმავე ანგარიშით აჯობა.

"ლელომ" ინტერვიუ სთხოვა ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ მიხეილ აშვეთიას. ის მიიჩნევს, რომ გუნდის სახეცვლილება შემთხვევითი არაა...

- ბოლო ტურებში "ტორპედო" აშკარად სახეშეცვლილი და მოფერიანებულია...

- ეს შემთხვევითი არაა. თურქულ შეკრებასა და საერთოდ, მოსამზადებელ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა სერიოზულად ვიმუშავებთ, რომ მდგომარეობა გამოგვესწორებინა.

გარდა ამისა, გუნდი ნელ-ნელა შეთამაშდა და მოთამაშეებმაც მწვრთნელის მოთხოვნებს ალღო აუღეს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც, ჩემი აზრით, გუნდსა და ჩვენს ჩემპიონატს დაეტყო.

- რას გულისხმობთ?

- ბევრი რამ შეცვალა სახელმწიფო პროგრამამ.

- ...და რანაირად შეცვალა?

- ყველამ იცის, რომ ქართულ ფეხბურთში და თითოეულ კლუბში ბევრად კარგი ვითარება იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ამან ჩემპიონატში უკვე დაძაბა ვითარება. სეზონის განახლების შემდეგ 4 ტური გაიმართა და ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს.

მაგალითად, ჩვენ მე-18 ტურში გორში "დილა" დავამარცხეთ, შემდეგ კი შინ - ბათუმის "დინამო". პირველი ჩემპიონობისთვის იბრძვის, მეორე - სამეულში მოსახვედრად და დამეთანხმებით, იოლი მოსაგები არც ერთი არ იყო. მით უფრო, არავინ ელოდა მათთან "ტორპედოს" მოგებას, რომელიც პირველ წრეში ლიდერებს საკმაოდ ჩამორჩებოდა. ადრე, ჩემპიონატში ასეთი დაძაბულობა და მოულოდნელობები არ იყო. არადა, ფეხბურთს სწორედ ეს უხდება.

თუ ასე გაგრძელდა, ეს ისევ ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატის დონეს წაადგება.

- საინტერესოა, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე როგორ აისახა?

- გუნდში ვმუშაობ და აშკარად ვხედავ, რომ ახლა ფეხბურთელებსაც დიდი მოტივაცია გაუჩნდათ. ცვლილებები ყველაზე მოქმედებს, მათ შორის - ფეხბურთელებზეც. მათ იციან, რომ შედეგი თითოეული მათგანის თამაშზე იქნება დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, მათ კეთილდღეობას განაპირობებს.

ახალ ჩემპიონატში ფეხბურთელებზე გაცილებით მკაცრი მოთხოვნა იქნება. გარდამავალი პირველობის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი დარჩება და თითოეულ მოთამაშეს აქვს დასამტკიცებელი, რომ ის ელიტური ლიგის გუნდისთვის საჭირო ფიგურაა. ესაა ფეხბურთელების მოტივაცია - მათ ძირითად შემადგენლობებში ადგილები აქვთ მოსაპოვებელი და მიხარია, რომ ამას ჩვენი მოთამაშეები გრძნობენ.

- საერთოდ, სახელმწიფო პროგრამაზე რას ფიქრობთ?

- დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. მთავარია, ფედერაციას მხარი კლუბებმაც ავუბათ და აღარ გავიმეოროთ ის უმსგავსობები, რაც ჩვენს ფეხბურთს წლების განმავლობაში ძირს უთხრიდა და ალპობდა.

ფეხბურთს ხელისშემშლელი ხალხი არ სჭირდება. არადა, არიან ადამიანები, რომელთაც ამ პროგრამის განხორციელება არ აწყობთ.

- მაგალითად, ვის?

- ვისაც გამჭვირვალე სისტემა პრობლემებს შეუქმნის. თქვენ რა, არ იცით, გუნდებში რაც ხდებოდა? ზოგიერთი ხელმძღვანელი ბიუჯეტის ფულს აიღებდა და მერე ისე უაზროდ ხარჯავდა, სეზონის დასრულებამდე 2-3 თვით ადრე გუნდს თეთრიც არ რჩებოდა და იწყებოდა ერთი ვაი-უშველებელი.

ახალი სისტემა ამ პრობლემასაც მოაგვარებს და კიდევ ბევრ რამეს. მთავარია, ფეხბურთში ამ სფეროს მცოდნე და მოყვარული ხალხი იყოს და არა - ფულის "ხამები".

- თქვენი აზრით, რეალურია, რომ საშუალო ევროპულ დონეს მივაღწიოთ?

- დიახ, მე ამის მჯერა. შესაძლოა, ეს ხუთ წელიწადში ვერ მოხერხდეს და რთულიც იქნება. გაიხსენეთ, საშუალოევროპულ დონეზე რა ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან - ავსტრია, შვეიცარია, დანია, შოტლანდია, ხორვატია...

მაგრამ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იზრდებოდნენ და კარგად გათვლილი და მიზანმიმართული პროგრამით ეს შესაძლებლად მიმაჩნია.

- "კარგად გათვლილ და მიზანმიმართულ პროგრამაში" რას გულისხმობთ?

- მთავარია, ბავშვთა ფეხბურთს მიეხედოს. ეს მომავლის ფეხბურთის საფუძველი გახდება. კარგია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთში ბავშვების რაოდენობის გაზრდაა. სხვაგვარად, პროგრამა აზრს დაკარგავდა.

- ჩემპიონატის სისტემის შეცვლასა და მონაწილეთა რაოდენობის 10-მდე შემცირებაზე რას ფიქრობთ?

- გუნდების რაოდენობის შეკვეცა ძალიან მომეწონა, რადგან ეს ჩვენი ჩემპიონატის დონის გასაზრდელად აუცილებელი წინაპირობაა. ვერანაირ ლოგიკას იმაში ვერ ვხედავდი, უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი რომ დაუშვეს, საიდანაც 5-6 საკუთარ მოედანზე ვერც თამაშობდა.

რაც ვიცი, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდს მოეთხოვება, რომ დააკმაყოფილოს ლიცენზირების პირობები, ჰქონდეს საკუთარი სტადიონი და თამაშები საღამოს, განათებაზე გამართოს, ჩემპიონატი კი ტელევიზიითა და სხვა მედიასაშუალებებით კარგად გაშუქდეს. ამ ყველაფერს სტაბილურად დაფინანსებული კლუბები რომ დაემატება, დაძაბული და საინტერესო თამაშები იქნება, მაყურებელიც მოვა და სპონსორებიც გამოჩდებიან.

რაც მთავარია, ყველა ქულას ფასი დაედება, რადგან მასში ყველა შესაბამის პრემიას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში, პირველ ლიგაში გავარდნილი გუნდიც აღარ ჩამოყრის ყურებს და ბოლო ტურამდე შეეცდება, მეტი ქულით მეტი ფულს იშოვოს - პირველ ლიგაშიც 10 გუნდი ითამაშებს და იქაც საომარი იქნება. ასე რომ, მომავალს იმედიანად ვუყურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaspa
მიეცით გუჯას საშუალება/ ახლის დანერგვის ყოველთვის რატომ გეშინიათ?
batumis dinamos gulshematkivari
რატომ არ აძლევს ამ კაცს არცერთი ქართული გუნდი იმის შანსს,რომ დაამტკიცოს საქმით ჩემთვის გაუგებარია(ბატონ გუჯაზე ვამბობ). ბათუმის დინამოდან თუ ვინმე კითხულობს გაითვალისწინეთ გულშემატკივრის თხოვნა და მიეცითამ კაცს შანსი
ser
ჯიგარი ხარ მიხეილ 100% სიმართლეს ამბობს ეს კაცი. ტორპედო წელს მესამეა ვისაც არ გჯერამთ ვიმახსოვრებთ. მომდევნო სეზონში კი დინამოს ერხემა ხოო.
გუჯა კახაძე
მიხეილ აშვეთია:"...საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იზრდებოდნენ და კარგად გათვლილი და მიზანმიმართული პროგრამით ეს შესაძლებლად მიმაჩნია". ვეთანხმები ბ-ნ მიხეილს! ასევე მაინტერესებს: მიზანმიმართულ პროგრამებში რატომ არ შედის სირბილის სწავლების ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც სწრაფ და ძნელადდასაჯერებელ შედეგს იძლევა? ქართული კლუბებიდან რატომ არავინ ინტერესდება პროგრამით, რომელსაც ძირითადი პრობლემის, თამაშის ძალიან დაბალი ტემპის მოკლე დროში მოგვარება შეუძლია?
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის
მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს
აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]