"სამპდორიასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ემპოლის" მწვრთნელი ქართველ ფორვარდთან ერთად მივიდა
12 მარტს "ემპოლი" გენუის "სამპდორიას" მასპინძლობს. თამაშისწინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ ფეხბურთელებიდან ლევან მჭედლიძე იახლა.

"ყველანი ვცდილობთ გუნდში სიტუაციის გამოსწორებას. როდესაც ზედიზედ 4 მატჩს აგებ, ეს აშკარად ცუდია და თან, ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ.

ამის მიუხედავად, გუნდში პოზიტიური განწყობაა და მზად ვართ "სამპდორიასთან" სათამაშოდ. თამაში ძალიან რთული იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, დავამარცხოთ მეტოქე.

გუნდში ვცდილობთ, დავადგინოთ, რის გამო ვეღარ ვიგებთ თამაშებს. სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებს გვეხმარება შეცდომების გაანალიზებაში. უნდა მოვუმატოთ, რადგან ფაქტია - იმ თამაშს ვერ ვაჩვენებთ, რასაც ადრე ვთავაზობდით მაყურებელს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბედიც არ გვწყალობს. "ფროზინონესთან" მატჩში ასე იყო, რომელსაც მე სათადარიგოთა სკამიდან ვუყურე. ცუდად არც "ჯენოასთან" გვითამაშია, თუმცა საკუთარ თავს მეტს ვთხოვ.

ახლა კარგად ვარ, სრულფასოვნად ვვარჯიშობ და მსურს, გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო", - განაცხადა მჭედლიძემ.

რაც შეეხება შაბათის თამაშს, იტალიური მედიის ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტარტოში ადგილს ფორვარდი მანუელ პუჩარელი დაიბრუნებს, ნაწილი კი ისევ მჭედლიძეს მოიაზრებს ძირითადში.

"ემპოლის" ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია გეგუჩაძემ გუნდში "ემპოლის" ფორვარდი რომან ჭანტურია გამოიძახა სან მარინოსთან მატჩისთვის.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა