ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დი მატეო და მებაღეობა

დი მატეო და მებაღეობა

დი მატეო მოხსნეს, ჰოჯსონი მოდის?

„მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 დამარცხების შემდეგ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ თანამდებობიდან რობერტო დი მატეო გაათავისუფლა, რაც როი ჰოჯსონისთვის ფეხბურთში ელვის სისწრაფით დაბრუნების შანსი აღმოჩნდა: ცოტა ხნის წინ „ლივერპულიდან“ გაგდებული ჰოჯსონი ვესტბრომვიჩელთა ყველაზე სასურველი კანდიდატი აღმოჩნდა. ბირმინგემიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შაბათს, 12 თებერვალს, „ვესტ ჰემთან“ პრინციპული შეხვედრა ელის. 26 ტურის შემდეგ „ვესტ ბრომვიჩი“ მე-17 ადგილზეა და გასავარდნ სამეულში მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ „უიგანთან“ შედარებით გატანილ-გაშვებულთა სხვაობა ერთით უკეთესი აქვს, „ვესტ ჰემი“ კი ბოლოზეა. მწვრთნელის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ შეცვლას, რასაკვირველია, თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც, თუმცა, როგორც ამბობენ, შაბათამდე გუნდს მაინც დი მატეოს ახლა უკვე ყოფილი ასისტენტი მეიკლ ეპლიტონი მოამზადებს.

ამრიგად, ჰოჯსონი „ვესტ ბრომვიჩისთვის“ ყველაზე სასურველი კანდიდატი გამოდგა, მაგრამ განა ეგრეთწოდებულ შორთ-ლისტში მარტო ერთი კაცი ეწერათ? რასაკვირველია, არა. „შაშვების“ მოსაწონ მწვრთნელთა სიაში არიან „ნიუკასლის“ ყოფილი თავკაცი კრის ჰიუტონი და დერეკ მაკლნისი, რომელიც დღეს შოტლანდიის პრემიერლიგის „სენტ ჯონსტონს“ უდგას სათავეში. ისე, „შაშვებს“ „კაჭკაჭების“ („ნიუკასლ იუნაიტედის“) თავკაცი რომ მოსწონთ, ლოგიკას არ არის მოკლებული...

„ვესტ ბრომვიჩმა“ სეზონი ცუდად არ დაიწყო, პირველ 9 შეხვედრაში 15 ქულა მოიპოვა, მაგრამ შემდეგი 17 შეხვედრიდან 11 ქულაზე მეტი ვეღარ შეიმატა და კლუბის თავმჯდომარე ჯერემი პისსაც მოთმინების ფიალა აევსო. გაზეთები წერენ, რომ პისმა დი მატეო „ვესტ ჰემთან“ თამაშის წინ იმიტომ გაანთავისუფლა, რომ „ვესტ ჰემის“ შემდეგ კიდევ ერთ აუტსაიდერთან, „ვულვერჰემპტონთან“ უწევს შეხვედრა.

40 წლის დი მატეო ჯერემი პისმა ინგლისში „მებაღედ დატოვების“ სახელწოდებით ცნობილი პრინციპის მიხედვით მოხსნა. სხვა სიტყვებით, შვეიცარიაში დაბადებულ-გაზრდილი იტალიელი „ვესტ ბრომვიჩში“ ხელფასს მაინც მიიღებს, მაგრამ ის თავმოყვარე კაცია და აინტერესებს, რა შედეგს ითხოვდნენ მისგან, როდესაც პრემიერლიგაში ახალაღზევებული გუნდი ვერც ბიუჯეტით დაიკვეხნის და ვერც ძლიერი ფეხბურთელებით. გარდა ამისა, ამბობენ, რომ დი მატეოს კონტრაქტში იყო რამდენიმე პუნქტი, რომელთა გამო მწვრთნელს კლუბთან გაუგებრობა აქვს. ნაწილობრივ აქედანაც დაწყებულა ყველაფერი:

როგორც დი მატეოს მეგობრები ყვებიან მასა და პისს შორის შავმა კატამ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, „ბლექპულთან“ შეხვედრის წინ გაირბინა. ზემოთ, რომელიღაც საკონტრაქტო საკითხი ვახსენეთ. სწორედ ამაზე ყოფილა ლაპარაკი სამსაათიან შეხვედრაზე, რომელსაც პისი და კლუბის ორი დირექტორი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ვესტ ბრომვიჩში ხმა დარხეულა, რომ საქმე მთლად კარგად აღარ არის. ის შეხვედრა, იან ჰოლოუეის გუნდთან „ვესტ ბრომვიჩმა“ 15 იანვარს 3:2 მოიგო და ამ შედეგმა დაძაბულობა მიიჩქმალა, მაგრამ „ვესტ ჰემსა“ და „ვულვზთან“ პრინციპული შეხვედრების წინ პისმა მაინც მდგომარეობის გადახალისება ამჯობინა.

ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის შეფმა რიჩარდ ბივენმა დი მატეოს დაუჭირა მხარი და გაოცებულმა იკითხა, რა არ მოეწონათ „ვესტ ბრომვიჩში“ ასე უცბათ კაცისა, რომელმაც მათი გუნდი შარშან პრემირლიგაში პლეი-ოფის გარეშე გადაიყვანა, ხოლო ნოემბერში სწორედ იქ, პრემიერლიგაში წინ თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. „ვესტ ბრომვიჩში“ კი დაიჩემეს, დი მატეო მეტოქეებს ჯეროვნად არ სწავლობდაო.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა