სუპერლიგის 21-ე ტურის ტურში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნახევრის წარმომადგენლები შეხვდნენ
სუპერლიგის 21-ე ტურის ტურში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნახევრის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში "ოლიმპმა" "რუსთავი" დაამარცხა.

ეს გუნდები მიმდინარე სუპერლიგაში მაღალი შედეგიანობით არ გამოირჩევიან და ლიგაში დარჩენის გარანტიის მისაღებად მათთვის თითოეული მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ მატჩშიც ორივე დაპირისპირებულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, რომელიც საბოლოოდ დაცვაში უფრო გამართულად მოთამაშე "ოლიმპს" დარჩა.

არადა, რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 21:13 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში "ოლიმპისგან" ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მესამე პერიოდიდან თანაბარი ორთაბრძოლა წავიდა და ბოლო წუთებზე "ოლიმპმა" სოლიდურ უპირატესობას მიაღწია - 69:60, საფინალო სირენამდე 1:10 წუთით ადრე.

"ოლიმპს" გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია. უკრაინელი ლეონიდ ივატინის გუნდმა საბოლოოდ 71:65 იმარჯვა, რაშიც ამერიკელი ლესლი სმიტისა და ლაშა ფარღალავას წილი უდიდესია. სმიტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ფარღალავას ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა. "რუსთავში" 23 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი.

თამაშის სემდგომ ორივე გუნდის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

ირაკლი მაისურაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშს, დრამატულად წარიმართა, გარდამავალი უპირატესობით და ჩვენთვის სასარგებლოდ დამთავრდა. ამ გამარჯვებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით 4-ეულში ადგილის დასამკვიდრებლად. მე-4 წრისათვის საკუთარ თავში დაჯერებულები ვიქნებით და იმედი მაქვს კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): არ წაგვივიდა სროლები და დაცვაშიც კარგად ვერ ვითამაშეთ თამაშის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა რომ პირველში პირიქით, კარგი დაცვა იყო.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
"ჩემი გზა" - ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რამაზ გოგობერიშვილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?