"რომა" კი შეუჩერებელია
* თუ ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ 4 წუთი შეინახავს კარს მშრალად, სერია A-ს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

* "რომას" ნახევარმცველი კევინ სტროტმანი უმძიმესი ტრავმის და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.

* სერია A-ში "რომამ" ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.

"იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა და შეინარჩუნა ლიდერობა სატურნირო ცხრილში. ტურინული გრანდი სტაბილურია, შეცდომებს არ უშვებს და მორიგი სკუდეტოსკენ მიიწევს.

ისევ დიბალას გოლით

წინ მიუნხენის "ბაიერნთან" საპასუხო მატჩია და ამიტომ "იუვენტუსმა" "სასუოლოსთან" ჯერ კიდევ პარასკევს ითამაშა. "ვეკია სენიორამ" ტური გახსნა და მორიგი გამარჯვება გამოჭედა.

"იუვენტუსი" დომინირებდა და ფლობდა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ "სასუოლოც" არ იჯდა ყრუ დაცვაში და პერიოდულად, მწარედ იკბინებოდა. და მაინც, კლასმა თავისი გაიტანა და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გამარჯვების გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. დიბალა "იუვეს" ლიდერად ყალიბდება და უკვე მერამდენე მატჩია, რომ ტურინული გრანდი სწორედ მისი გოლით იგებს.

აქვე ვთქვათ, რომ არგენტინელის მეწყვილე მარიო მანჯუკიჩი გახლდათ, რომელმაც გოლი ვერ შეაგდო, მაგრამ ძალიან ბევრი ირბინა და კოლოსალური სამუშაო შეასრულა თითქმის მთელ მოედანზე.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ მოგება, თუმცა იყო მომენტები, როდესაც მეტოქე სახიფათოდ გვიტევდა და შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. ამიტომ სამომავლოდ მეტი სიფრთხილე გვმართებს და რაც მთავარია, ჩვენი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. სიმართლე გითხრათ, თამაშის გარკვეულ მონაკვეთში შემეშინდა, რომ მოგებას ხელიდან გავუშვებდით და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს ასეც მომხდარიყო. ხარვეზებზე უნდა ვიმუშაოთ და სეზონის გადამწყვეტი მატჩები კიდევ უკეთესად ჩავატაროთ".

ამასობაში, ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთი მატჩი ჩაამთავრა გაშვებული ბურთის გარეშე და თუ მომდევნო ტურში, "ტორინოსთან" მინიმუმ, 4 წუთი შეინახავს კარს მშრალად, ის სერია A-ს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება და სებასტიანო როსის მშრალი წუთების სერიას გააუმჯობესებს - ალეგრიმ ამ თემაზეც ისაუბრა:

"კიდევ ოთხი წუთი და ჯანლუიჯი ბუფონი რეკორდსმენი გახდება. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ იმ მომენტში თამაში რამდენიმე წამით შეწყდება და ჩვენი მეკარე დამსახურებულ ტაშს მიიღებს. ეს დიდებული ჟესტი იქნებოდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ დერბია და დიდი ბრძოლა მოგვიწევს. ვფიქრობ, კონკურენტები ჩვენ წაფორხილებას სწორედ "ტორინოსთან" მატჩში ელიან და ეს არ უნდა დავუშვათ".

იხილეთ ვიდეო

"ინტერმა" ივარგა

"ინტერმა" ივარგა და საკუთარ კედლებში კერკეტი კაკალი "ბოლონია" დაამარცხა - 2:1. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და თანაც, შეხვედრის დასკვნით ფაზაში. ანგარიში ივან პერიშიჩმა გახსნა, როდესაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი, ოთხიოდე წუთში კი დანილო დამბროზიომ ასევე ახლო მანძილიდან ფეხით იხეირა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. მთავარია, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ "ინტერი" მთელი თამაშის განმავცლობაში ფლობდა უპირატესობას და ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ორი-სამი გოლის შეგდება შეეძლო.

მთლიანობაში, მილანელებმა კარგი თამაში აჩვენეს და თუ ასე გააგრძელეს, იქნებ იბრძოლონ კიდეც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ "ინტერს" არასტაბილურობა ახასიათებს და აღმასვლას ხშირად ჩავარდნა მოსდევს...

იხილეთ ვიდეო: ინტერი-ბოლონია 2:1

"რომას" მოსალოდნელი გამარჯვება

"რომა" შესანიშნავ ფორმაშია და მოსალოდნელი იყო, რომ კრიზისში მყოფ "უდინეზეს" სამივე ქულას აართმევდა. ასეც მოხდა, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით, მაგრამ მთავარია, რომ სძლიეს მეტოქეს და გამაგრდნენ მესამე ადგილზე.

"რომას" მეტოქეზე უპირატესობა არ დაუყენებია ეჭვქვეშ და მთლიანობაში, საკმაოდ მარტივად მოიგო. ანგარიში ჯერ კიდევ მე-15 წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა და პირველ ტაიმში, სტუმრებს კიდევ მართებდათ რამდენიმე გოლის შეგდება. მოსახდენი მეორე ნახევრის შუაწელში მოხდა, როდესაც ალესანდრო ფლორენციმ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მართალია, 85-ე წუთზე მასპინძლებმა გაქვითეს ერთი ბურთი, მაგრამ თამაშის სცენარის მიხედვით, "უდინეზე" უბრალოდ არ იმსახურებდა მეორე გოლს და თანაც, ამისთვის ძალიან მცირე დრო ჰქონდა დარჩენილი. მოკლედ, "რომა" იმსახურებდა სამ ქულას და მიიღო კიდეც...

იხილეთ ვიდეო

"მილანს" არც "ფიორენტინა" ჩამორჩა

"მილანი" რომ არ უქნია ღმერთს და ქულებს ანიავებს, დიდი ხანია ვიცით, ამ ტურში კი "როსონერის" არც "ფიორენტინა" ჩამორჩა. ფლორენციელებმა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი "ვერონა" მიიღეს და ფრეს დასჯერდნენ. "ვიოლა" მაურო სარატეს გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ეროს პიზანოსგან გამათანაბრებელი გაუშვა და ორი ქულაც ქარს გაატანა. როგორც ჩანს, "ფიორენტინას" მაქსიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.

რაც შეეხება "მილანს", სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "კიევოს" ესტუმრა და უგოლოდ გაეყარა. აღსანიშნავია, რომ უპირატესობას ვერონელები ფლობდნენ, მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და შეეძლოთ მოეგოთ კიდეც. "როსონერისთვის" კიდევ ერთი ცუდი ამბავი ჯიჯი დონარუმას დაშავებაა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, საგანგაში არაფერია და რამდენიმე დღეში 17 წლის მეკარე სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

მოკლედ, მცირე პროგრესის შემდეგ "მილანის" საქმეები ისევ უკან წავიდა და, როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს მიხაილოვიჩს პოსტის დატოვება მოუწევს.

იხილეთ ვიდეო

და კიდევ ერთი, "ტორინო" გასვლაზე ორი ბურთის სხვაობით უგებდა "ჯენოას", მაგრამ საბოლოოდ, 3:2 წააგო. სტუმართა შორის ჩირო იმობილემ შეასრულა დუბლი, თუმცა დუბლითვე უპასუხა ალესიო ჩერჩიმ - ერთი ეგაა, რომ გენუელმა ორივე გოლით თერთმეტმეტრიანით შეაგდო...

XXIX ტური

11 მარტი

იუვენტუსი-სასუოლო 1:0

გოლი: 1:0 დიბალა (36)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - კუადრადო, ხედირა (72. პოგბა), მარკიზიო, ასამოა, სანდრო - დიბალა (80. მორატა), მანჯუკიჩი (89. ლიხტშტაინერი)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ანტეი, აჩერბი, პელუზო - დანკანი, მანიანელი, ბიონდინი (69. პელეგრინი) - სანსონე, პოლიტანო (89. აჯაპონგი), ფალჩინელი (77. ტროტა)

გაფრთხილება: ვრსალკო, დანკანი, სანსონე (სასუოლო)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-5 (8-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 40 000

12 მარტი

ემპოლი-სამპდორია 1:1

გოლები: 0:1 კვალიარელა (41), 1:1 ლაურინი (82)

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კოსტა, არიაუდო (62. ბიტანტე), მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი (79. პარედესი), კროჩე - საპონარა - მაკარონე (56. მჭედლიძე), პუჩარელი

სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, მოისანდერი - დე სილვესტრი, ფერნანდო, სორიანო, დიდი (78. ხრისტოდოლოპულოსი) - ალვარესი, კასანო (65. კორეა) - კვალიარელა (90. ბარეტო)

გაფრთხილება: კოსტა, მარიო რუი - დე სილვესტრი, ალვარესი, ხრისტოდოლოპულოსი

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10-12 (5-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 10 000

იხილეთ ვიდეო: ემპოლი-სამპდორია 1:1

ინტერი-ბოლონია 2:1

გოლები: 1:0 პერიშიჩი (72), 2:0 დამბროზიო (76), 2:1 ბრიენცა (90)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, ჟუანი, ნაგატომო - მედელი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი, ედერი (89. მურილიო), ლიაიჩი (71. პალასიო) - იკარდი (11. კონდოგბია)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე (59. ცუნიგა), გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - დონსა (77. ბრიენცა), დიავარა, ტაიდერი - რიცო, ჯაკერინი, დესტროყ (17. ფლოკარი)

გაფრთხილება: მედელი, პალასიო (ინტერი)

კუთხური: 13-3; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-2 (3-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 40 000

13 მარტი

კიევო-მილანი 0:0

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (73. პეპე) - მეჯორინი (88. მპოკუ), ფლორო ფლორესი (62. პელისიერი)

მილანი (4-4-2): დონარუმა (19. აბიატი) - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, ბერტოლაჩი, პოლი (85. მაური), ბონავენტურა - მენეზი (61. ადრიანო), ბაკა

გაფრთხილება: დაინელი, გობი, კაჩატორე, კასტრო - აბატე, მენეზი, ბონავენტურა

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-8 (6-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 18 000

კარპი-ფროზინონე 2:1

გოლები: 1:0 ბიანკო (27), 1:1 დიონისი (71), 2:1 დე გუზმანი (90-პენ.)

კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია - პაშუტი, ბიანკო (66. კრიმი), კოფიე, დი გაუდიო - ლოლო (59. ლაზანია) - მანკოზუ (76. დე გუზმანი)

ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, პრუმა, აიეტი, პავლოვიჩი - ფრარა, გორი (63. სოდიმო), სამარკო - კრაგლი (63. კარლინი), დიონისი (77. ჩიბსა), დ. ჩოფანი

გაფრთხილება: ლეტიცია, ბიანკო, პაშუტი - როზი, გორი, სოდიმო

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-9 (3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-ვერონა 1:1

გოლები: 1:0 სარატე (40), 1:1 პიზანო (86)

ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი (7. რონკალია), ასტორი, ალონსო, პასკუალი - ფერნანდესი, კოსტა (56. ბერნარდესკი) - ტელიო, ბორხა ვალერო, სარატე - ბაბაქარი (75. კალინიჩი)

ვერონა (4-5-1): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, ბიანკეტი, ფარესი - ვსზოლეკი (76. პაცინი), იონიცა, მარონე (79. ემანუელსონი), გრეკო (60. გრეკო), რებიჩი - ტონი

გაფრთხილება: ასტორი, ფერნანდესი - ჰელანდერი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-9 (5-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 28 000

ჯენოა-ტორინო 3:2

გოლები: 0:1 იმობილე (4), 0:2 იმობილე (15), 1:2 ჩერჩი (20-პენ), 2:2 ჩერჩი (45-პენ), 3:2 რიგონი (66)

ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, იძო - რინკონი, ანსალდი, ჯემაილი (76. პანაიოტისი), სილვა - ჩერჩი (57. სუსო), ლაქსალტი (46. ლაქსალტი), პანდევი

ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ბენასი (76. მაქსი ლოპესი), ვივესი, ასკუა, მოლინარო (77. ძაპაკოსტა) - იმობილე, ბელოტი (60. მარტინესი)

გაფრთხილება: პანაიოტისი - პადელი, მორეტი, ვივესი, ასკუა, ბენასი

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-8 (8-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 22 000

უდინეზე-რომა 1:2

გოლები: 0:1 ჯეკო (14), 0:2 ფლორენცი (74), 1:2 ფერნანდესი (85)

უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - ბადუ (78. კუზმანოვიჩი), ლოდი, ალფრედსონი - ფერნანდესი, ედელინსონი (56. საპატა), ტერო (73. მატოსი)

რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ზუკანოვიჩი, დინე - კეიტა, ნაინგოლანი - პეროტი, სალაჰი (90. სტროტმანი), ელ შაარავი (70. პიანიჩი) - ჯეკო

გაფრთხილება: დანილო, საპატა - კეიტა, ნაინგოლანი, ჯეკო

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-14 (3-9); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 20 000

ლაციო-ატალანტა 2:0

გოლები: 1:0 კლოზე (67), 2:0 კლოზე (90)

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - პატრიჩი, მაურისიო, ჰოედტი, ბრაავჰრეიდი - კატალდი (73. ბილია), ონაზი (81. პაროლო) - ანდერსონი, მაური, კიშნა (58. კეიტა) - კლოზე

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა, ტოლოი, ბრივიო - დე რუნი, კურტიჩი, ჩიგარინი (72. გაკპე) - დალესანდრო, გომესი (71. დიამანტი), პინილია (58. ბორიელო)

გაფრთხილება: პატრიჩი, კატალდი - სპორტიელო, მაზიელო, ტოლოი, ჩიგარინი

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5-5 (2-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 30 000

პალერმო-ნაპოლი 0:1

გოლი: 0:1 იგუაინი (22-პენ)

პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი, პეცელა - ჰილემარკი (81. ბალორგი), მატო, ჩოჩევი - კუაიზონი (90. ტრაიკოვსკი), ვასკესი - ჯილარდინო (53. ჯურჯევიჩი)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (73. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (89. ელ ქადური), კალეხონი (65. მერტენსი), იგუაინი

გაფრთხილება: ჩოჩევი, კუაიზონი - ალბიოლი, დავიდ ლოპესი

კუთხური: 4-9; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 4-12 (3-6); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 20 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 27 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური

19 მარტი:

ემპოლი-პალერმო, რომა-ინტერი

20 მარტი:

ატალანტა-ბოლონია, ვერონა-კარპი, სამპდორია-კიევო, ფროზინონე-ფიორენტინა, ტორინო-იუვენტუსი, სასუოლო-უდინეზე, ნაპოლი-ჯენოა, მილანი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი