შესაძლოა, 29 მარტს, ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს მაინც გია გეგუჩაძემ უხელმძღვანელოს
გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის.

დღეს, 14 მარტს, 10:30 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა სპეციალურად ახალი მწვრთნელის საკითხს მიეძღვნება, 13 საათზე კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ვლადიმირ ვაისს ქართული მედიის წინაშე წარადგენს.

მანამდე კი ახლოს გავიცნოთ ჩვენთვის ესოდენ საინტერესო სლოვაკი სპეციალისტი.

საფეხბურთო კარიერა

ვლადიმირ ვაისი 1964 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. "აგრო", ბრატისლავის "ინტერი", პრაღის "სპარტა", "პეტრა", დუნაისკა სტრედა", "კოშიცე" და "არტმედია" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებშიც ვაისი სხვადასხვა დროს თამაშობდა.

1988-90 წლებში იცავდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას (19 მატჩი, 1 გოლი), 1993-95 წლებში კი უკვე მშობლიური სლოვაკეთის უპირველესი გუნდისთვის იღვწოდა (12 მატჩი, 1 გოლი).

ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მან მსოფლიოს 1990 ჩემპიონატზეც ითამაშა. მოკლედ, ის არ იყო ურიგო ფეხბურთელი, მაგრამ გაცილებით დიდ წარმატებას მწვრთნელის რანგში მიაღწია...

სამწვრთნელო კარიერა

ვაისის სამწვრთნელო კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის სლოვაკური "არტმედიის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე დაინიშნა, მომდევნო სეზონში კი უკვე გუნდის დამრიგებელი გახდა.

"არტმედიას" ის 1999 წლიდან 2006 წლამდე წვრთნიდა და სწორედ ეს არის ამ სლოვაკური კლუბის საუკეთესო დროება თავისი არსებობის ისტორიაში. ვაისმა "არტმედიასთან" ერთად მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი და, რაც მთავარია, 2005-06 წლების სეზონში, მანამდე არავინ სათვალავში რომ არ აგდებდა, "არტმედიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა!

რა თქმა უნდა, ვაისს სლოვაკურ გუნდში დიდხანს არავინ გააჩერებდა. მან უფრო შეძლებულ, რუსულ პრემიერლიგას მიაშურა - რამენსკოეს "სატურნი" ჩაიბარა და თან არაერთი სლოვაკი ფეხბურთელიც გაიყოლა. "სატურნში" ვაისმა წარმატებას ვერ მიაღწია და ამაში გასაკვირი არაფერია - ეს კლუბი სულაც არ გამოირჩეოდა ორგანიზებულობით და ახლა საერთოდ ვეღარც ვხედავთ საფეხბურთო რუკაზე.

რუსეთის დატოვების შემდეგ ვაისს ბევრი აღარ უფიქრია და ისევ მშობლიურ "არტმედიაში" დაბრუნდა. ნაცნობი მწვრთნელის მოსვლა იყო და, ტიტულებმაც არ დაახანა - კლუბმა სლოვაკეთის ჩემპიონობა და თასი მოიგო.

2008 წელს მას უკვე ქვეყნის უპირველესი გუნდი - სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები ჩააბარეს. მისი ხელმძღვანელობით, ეს ნაკრები მართლაც რომ ოქროს ასოებით ჩაეწერა იქაური ფეხბურთის ისტორიაში - პირველად მოიპოვა მუნდიალის (სამხ. აფრიკა 2010) საგზური და თავი არც იქ შეურცხვენია. ვაისის ბიჭებმა ჯგუფში ჩატოვეს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იმ მომენტისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - იტალია და პარაგვაის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. სლოვაკეთი გავიდა მერვედფინალში, სადაც მომავალ ფინალისტთან, ჰოლანდიის უძლიერეს ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სლოვაკეთმა ჩააგდო, რასაც გუნდიდან ვაისის წასვლა მოჰყვა. ის ბრატისლავას "სლოვანში" ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, როცა ნაკრებს წვრთნიდა და არცთუ ტყუილად - გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა.

2012-15 წლებში ვაისი ყაზახური "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო. ამ გუნდთან ერთად მან ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2014, 2015), 2015 წელს კი "ქაირათი" ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა.

საფეხბურთო ოჯახიდან

ვლადიმირ ვაისის შვილი, ასევე ვლადიმირ ვაისი, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამ დროისთვის ის ყატარის "ალ ღარაფაში" აგორებს ბურთს, სხვადასხვა დროს კი "მანჩესტერ სიტიში", "ბოლტონში", "რეინჯერსში", "ესპანიოლში", "პესკარაში", "ოლიმპიაკოსსა" და "ლეხვიაში" (ყატარი) უთამაშია.

საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი საფეხბურთო ოჯახიდანაა. აღსანიშნავია, რომ მამამისიც, ისიც ვლადიმირ ვაისი, ფეხბურთელი იყო.

რას წერენ მასზე...

ვლადიმირ ვაისს ახასიათებენ, როგორც სათამაშო დისციპლინის მოყვარულ, ტაქტიკურ სქემებში კარგად გარკვეულ სპეციალისტს, რომელიც მუდამ გუნდურობას ანიჭებს უპირატესობას.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, ამ მწვრთნელს შეუძლია, შედეგს მიაღწიოს ვარსკვლავური რეპუტაციის ფეხბურთელების გარეშეც და თუ ასეა, ეს პირდაპირ მისწრება უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის.

უკვე ყაზახეთთან თუ?..

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 29 მარტს საშინაო ამხანაგური მატჩი ელის ყაზახეთთან. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ამ შეხვედრისთვის ფეხბურთელები ახალ დამრიგებელს შეერჩია, თუმცა ლოგიკურად, ეს არ გამოვა. ის ქართულ ფეხბურთში ასე უცბად ვერ გაერკვევა.

ამიტომაც მუსირებს ვერსია, რომ საყაზახეთო შემადგენლობა შეიძლება ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია გეგუჩაძემ დაასახელოს და მეტიც - 29 მარტს ქვეყნის მთავარ გუნდსაც ერთი მატჩით უთავკაცოს. ამით ვაისს საშუალება მიეცემა, მომავალი შეგირდები პირდაპირ საქმეში ნახოს, გარკვეული დასკვნები გააკეთოს და მერე თავისი გეგმით იმოქმედოს...

მოკლედ, ვნახოთ, ეს მხოლოდ ვერსიაა, აი, მერე კი, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, ვაისს სერიოზული გამოცდა ექნება ჩასაბარებელი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, როცა საქართველოს ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს ახალი მწვრთნელისთვის მშობლიური სლოვაკეთის, რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკსანდრე
ტიტქოს ურიგო არ ჩევანი არ უნდა იკოს,დანარჩენს დრო გვიჩვენებს
მეცინება
ვაისი კი არა გვარდიოლა რომ დანიშნო, ეს ნაკრები მსოფლიოზე ვერ გავა. ვინც არ მეთანხმება, მას ან პატრიოტიზმა დაუბრმავა თვალები ან ტყემალზე ზის და ბლის კურკებს ისვრის.
kaxeli papa
არ მაინტერესებს გასამრჯელო, ალალად მაინტერესებს რომელ ენაზე ექნება კომუნიკაცია? წარმატებებს ვუსურვებ!
გიორგი
რაკი მაინც უცხოელი მწვრთნელი ამჯობინეს-საუკეთესო ვარიანტი ამოურჩევიათ.გამართული ფეხბურთი ათამაშა ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებს.თუ ისევ ქართული ინტრიგებით ჩაერევიან ნაკრების საქმეებში-ძალიან ცუდი იქნება.ვფიქრობ,რომ მას ჩვენი ჯგუფიდან გაყვანა შეუძლია.მუდმივი არაფერია და დიდი წარმატებების მომთანი ეს სპეციალისტი ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც უნდა გამოვიყენოთ.გვყავს რამოდენიმე ძლიერი ახალგაზრდა სპეციალისტი[მაისურაძე,ცეცაძე,დევდარიანი,კილასონია და სხვა],რომლებიც ნაკრებს აუცილებლად გამოადგებიან.
eeee
ჩვენს ვაი ნაკრებს კიდე ვაი-სი უნდოდა?
გრიშა
ძალიან მინდა რომ რამე გამოვიდეს, მაგრამ ცუდად დაწებული საქმე კარგად არასდროს არ მთავრდება. არ შეიძლებოდა ისე მოქცევა, როგორც ცხადაძეს მოექცენ.
dato
ხელფასი რამდენი ექქნება?
ბექა არაბული
დიარ ალეკო, ერთ რამეს რო დაკვირვებოდი აღგეღნიშნა კარგი იქნებოდა, მან წარმატებას მხოლოდ მშობლიურ კლუბსა და ნაკრებში მიარწია.. დიდი ეჭვი მაქვს ციკლს ვერ ჩაამთავრებს
sdfsd
ledi გეთანხმები აბსოლიტურად! მთავარია ახალ მწვრთნელს მშვიდად მუშაობის საშვალება მივცეთ და შედეგი იქნება... ))
gio
კველას დიდი თხოვნა გვქონდა რომ ქართველი სპეციალისტი კოფილიკო,ამათ,,,,,,,,,,, კიდე გადამტიელი დანიშნეს,ვაი საქართველო საით მიექანები,,,,,,,,,,,
grisha
და ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობები დაიდოს. კომპენსაციის თანხა რამდენია.
ledi
mე ცხადაზის წინამდეგი კი არ გეგონოტ უბრალოტ ცეი აზრი მინდა გამოვტქვა გირდა ამდენი აჯიოტაჯის ატეხვა როგორ უნდა იყი ერობვნული ნაკრების მწრტვნელი როცა პედერაციას და სპორტის მინისტრს ეწინაამდეგები არაპრის გულისტვის როცა ისეტი ზლიერი მწრტვნელი არახარ გადახედეტ მსოპლიოს და დაინახავს ყველა როგორები არიან გვარდიოლა ანცელოტი და მრავალი მატ არუმუსჰავიატ ნაკრებსი და ამდროს უზლიერესები არიან საქარტველოსჰი იყო ნიდარ ახალკაცი მისი სიდიადე ქარტულ პეხბურტსჰი ვერავინ დაამხო კარგი გაგებიტ ვამბობ სიტყვას დაამხოს გმერტმაც ქნქს გამოცდეს ის ვინც ამას სჰესზლებს გაიმეოროს ის ზგვა სიხარული რომელიც ახალკაცმა სჰეცზლო ტუნდაც იყოს უცხოელი ნუ ვეზებტ ვის რამდენი ხელპასი აქვს გაუგოს პედერაციას აკეტოს საქმე
c
კონტრაქტის პირობებს ვითხოვთ!
ზაზა
მგონი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.იმედი ვიქონიოთ ,რომ აგვისრულდება ოცნება...პ.ს.გასაჯაროვდება ვაისის გასამრჯელო?აუცილებელია დაიდოს მედიაში კონტრაქტი!
giorgi
ხელფასი რამდენი ექნება ამ პატივცემულს????
Meko
მომწონს ვაისი! ყოჩაღ კობი, კარგი მწვრთნელი შეგირჩევიათ. მე მგონი არ ექნება დიდი ხელფასი, რადგანაც ამ კაცს ეხლა აქვს მიზანი (თუ გნებავთ ამბიცია), რომ ბევრს ბევრი რამ დაუმტკიცოს. მთავარია ჩვენს ბიჭებს ხასიათში გაუგოს და სადაც საჭიროა სიმკაცრე გამოიჩინოს და სადაც საჭიროა - "მეგობრული დამოკიდებულება". და რაც მთავარია - არის ნამდვილად იმის შანსი, რომ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველომ სლოვაკეთის მიღწევა გაიმეოროს 2018 წლის მუნდიალზე (სულ მცირე).
1
ხელფასი დაიდოს!!!
ssss
ერთი ამის ხელფასიც გაასაჯაროეთ, ცხადაძეს რომ დაეტაკეთ. მაგრად მაინტერესებს კონტრაქტის პირობები და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ ყველას.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე