მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი დიდ სპორტს უბრუნდება - ის უკვე თბილისშია და ვარჯიშობს კიდეც
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) დიდ სპორტს უბრუნდება -ის უკვე თბილისშია და ვარჯიშობს კიდეც.

საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტის სპორტიდან წასვლაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც საქართველოს პირველობაზე წონა ვერ ჩააბარა და ქვეყნის ჩემპიონატს, წლევანდელი სეზონისთვის მთავარ შესარჩევ შეჯიბრებას გამოაკლდა. ამას წინ სექტემბერში, ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მომხდარი უსიამოვნება უძღოდა, როცა მესამე წრეში ჩვენბურს კუბელ ორეიდის დესპაინესთან საჭიდაოდ გასვლა დააგვიანდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამ უსიმოვნების მიუხედავად, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მაინც რჩებოდა სპორტში და აგრძელებდა ვარჯიშს. მისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გვარიანად გაიკრა ჯიბეზე ხელი - ვინაიდან ცირეკიძეს დედაქალაქში ბევრად უკეთესი სპარინგები ექნებოდა და ნათესავ-მეგობრებს მოწყვეტილი უკეთესად შეძლებდა ვარჯიშს - სპორტზე კონცენტრაციას, მისთვის თბილისში ბინის დაქირავება გადაწყვიტა.

დაპირება მალევე აქცია საქმედ და ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით დასაქირავებელი თანხაც გამოჰყო. თავის მხრივ, ოლიმპიურ ჩემპიონს ხელშეწყობას სპორტის სამინისტროც ჰპირდებოდა, მაგრამ საქართველოს პირველობაზე წონის ვერჩაბარებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ''თუ სპორტი არ უნდა და არ ივარჯიშებს, ჩვენ მოქალაქე ირაკლი ცირეკიძეს ბინას არ ვუქირავებთ'' - ასეთი იყო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია.

ვინც საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, მისთვის წლეულს ნაკრების კარი დახურულია - ეს უკვე ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის თავკაც სოსო ლიპარტელიანის ვერდიქტი იყო. აი, სწორედ მაშინ დაირხა ხმები ოლიმპიური ჩემპიონის დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ. თუ ხელმძღვანელობას სურს, მე ისევ ვიჭიდავებ - ამ ყველაფრის საპასუხოდ მშვიდად განაცხადა ცირეკიძემ, რომელიც მის ირგვლივ აგორებულ ხმებსაც ისევე მშვიდად შეხვდა, როგორც - ტოკიოში მომხდარ უსიამოვნო ამბავს.

ეტყობა, უკვე ყველა პოზიცია საბოლოოდ შეჯერდა - ცირეკიძემ ვარჯიშები განაახლა, საცხოვრებლად კი თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაქირავებულ ბინაში გადმოსახლდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მისცემენ თუ არა მას სალიცენზიო ტურნირებში ან მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას, თუმცა თავად ამისი ეიმედება. ის ნაკრებთან ერთად აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით ივარჯიშებს.

"დიახ, ვარჯიშები მართლაც განვაახლე, თბილისში ვივარჯიშებ და აქვე ვიცხოვრებ. ამ ეტაპზე ნაკრების მწვრთნელებთან ერთად მოვემზადები ზურაბ ზვიადაურიც აქაა, პეტერ ზაიზენბახერიც, სოსო ლიპარტელიანიც და სხვებიც. ვიმედოვნებ, მსოფლიოს პირველობაზეც მოვახერხებ გამოსვლას და სხვა შეჯიბრებებშიც ჩავერთვები. ერთი სიტყვით, ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლებ", - განაცხადა ცირეკიძემ.

kopala
ირაკლი დაუჯერე ზურაბს,მან ეს საქმე ხუთიანზე იცის
ივერიელი
დაანებონ ამ ვაი პოლიტიკოსებმა თავი სპორტს.ნუ ყოფენ ყველგან ცხვიირს.იმიტომ დაიჩაგრა ცირეკიძე ამათ ჭკუაზე არ გაიარა.ვაჟკაცი კაცია ცირეკიძე.
saqartvelos siyvarulit
კაი ბიჭია,ყოჩაღ
ძიუდო
მიდი, ირაკლი, არ დანებდე! შენს გვერდით არის საქართველო!
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?