ექვსი ერის გათამაშების ბოლოსწინა ტური გადამწყვეტი აღმოჩნდა
ექვსი ერის გათამაშების ბოლოსწინა ტური გადამწყვეტი აღმოჩნდა. ინგლისის ნაკრებმა, რომელიც ტურნირის დასაწყისში ფავორიტად არ მოიაზრებოდა, გათამაშება ერთი ტურით ადრე მოიგო და შანსი აქვს, დიდი სლემი შეასრულოს.

ინგლისელებმა მეოთხე ტურში უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს, რომელიც იქამდე დაუმარცხებელი იყო და 25:21 სძლია.

მასპინძლებმა ბრწყინვალედ ითამაშეს პირველ ტაიმში და მეტოქეს მშრალი ანგარიშით, 16:0 მოუგეს. შესვენების შემდეგ "წითელმა ურჩხულებმა" გასული წლის სექტემბერი გაიხსენეს, როცა ინგლისი მსოფლიოს თასზე ჯგუფში ჩატოვეს. თუმცა, ამჯერად მატჩის გადასარჩენად დრო არ ეყოთ.

76-ე წუთზე ტობი ფალეტაუს ლელო რის პრისტლენდმა გარდასახა, მაგრამ დარჩენილ ოთხ წუთში ოთხქულიანი ჩამორჩენის დაძლევა ვეღარ შეძლეს. "პომების" რიგებში ერთადერთი ლელო გარემარბმა ენტონი ვოთსონმა გაიტანა.

ინგლისის ნაკრებს სლემის შესასრულებლად სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხება მართებს, რომელმაც სტუმრად წააგო შოტლანდიის ნაკრებთან - 18:29, რაც მოულოდნელობად სულაც არ იყო აღქმული.

"სკოტები" თამაშის ხარისხს სულ უფრო აუმჯობესებენ, რასაც ვერ ვიტყვით "ლე ბლოზე", რომელსაც გამოცდილმა სპეციალისტმა გი ნოვემაც ვერ უშველა. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ვერნ კოტერმა კი სრულიად გარდაქმნა "ნარშავების" გუნდი.

შოტლანდიელები ხელწამოსაკრავნი აღარ არიან და მათთან გამარჯვება სულაც არ არის ვინმესთვის გარანტირებული.

აი, იტალიის ეროვნული გუნდი კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ხის კოვზის" დაუფლების რეალური კანდიდატია. "სკუადრა აძურამ" ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო. ბოლო ტურში კი, სტუმრად ეთამაშება უელსის ნაკრებს, რომელთან დაპირისპირებაშიც გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ აქვს.

იტალიელებმა სტუმრად წააგეს სამარცხვინოდ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან - 15:58. "სამყურებმა" მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს. აქედან ორი ჯიმი ჰისლიპის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ეს "სამყურების" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში.

ექვსი ერი

IV ტური

ირლანდია-იტალია 58:15, ინგლისი-უელსი 25:21, შოტლანდია-საფრანგეთი 29:18

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 8 ქულა, 2. უელსი - 5, 3. შოტლანდია - 4, 4. საფრანგეთი - 4, 5. ირლანდია - 3, 6. იტალია - 0

V ტური

უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია, საფრანგეთი-ინგლისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
ექვსი ერი: არეკნების ომი