კვირის რჩეულები და დღის სტატისტიკა
გასული კვირის ლაურეატ სტივენ კარის დიდად არ მოუკლავს თავი გუშინდელ მატჩში "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ, რადგან მეტოქე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

საკმარისია აღინიშნოს ის, რომ "უორიორზის" სათადარიგოთა სკამმა 55 ქულა დააგროვა. თუმცა კარიმ თავისი წილი სამქულიანები ჩააგდო და შეხვედრა 27 ქულით დაასრულა. ამით მან სეზონური მონაგარი 1918 ქულამდე აიყვანა, რაც პირადი რეკორდია. შედარებისთვის, ჰიუსტონელ ჯეიმს ჰარდენს 1913 ქულა აქვს, თან ოთხი მატჩით მეტი ჩაატარა.

გარდა ამისა, კარისა და მის თანაგუნდელს კლეი ტომპსონს ერთად 530 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდათ. ეს არის პირველი წყვილი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერს სეზონში ამდენჯერ ისროლა ზუსტად შორი მანძილიდან.

ამასობაში, "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 49-ე გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე და ლიგის რეკორდი განაახლა, რომელიც თავად ეკუთვნის. კიდევ ერთი რეკორდია - 66 მატჩში 60 მოგება. აქამდე, ასე სწრაფად რეგულარულ ჩემპიონატში ამდენი გამარჯვებისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ, უჭირს მოგება "ოკლაჰომა-სიტის", თუმცა დასავლეთის ერთ-ერთმა ფავორიტმა გუშინ, ძალიან იოლად მოუგო შინ "პორტლენდს" - 128:94. როგორც ყოველთვის, "თანდერის" რიგებში რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა გაიბრწყინეს.

უესტბრუკმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 16 შედეგიანი პასი დააგროვა. გამთამაშებლისთვის ეს არის მე-12 სამმაგი დუბლი სეზონში და 31-ე კარიერაში. 12 ტრიპლ-დაბლით მცველი არა მარტო ამ სეზონის ლიდერია, არამედ პირველი კალათბურთელია 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ამდენი სამმაგის შესრულება შეძლო.

რვა წლის წინათ, იგივე გააკეთა ლეგენდარულმა ჯეისონ კიდმა. და კიდევ, უესტბრუკი მესამე კალათბურთელია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც სეზონში ოთხი სამმაგი დუბლი მიითვალა მინიმუმ 15 შედეგიანი პასით. მანამდე ეს შეძლეს კრის პოლმა 2008-09 წლების რეგულარულში (4 სამმაგი) და მეჯიქ ჯონსონმა 1988-89 წლებში (8).

რაც შეეხება კევინ დურანტს, მან 52-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულის დაგროვებას ახერხებდა.

გუშინ, "ფინიქსმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "მინესოტა", მაგრამ ამის მიუხედავად, არიზონულმა კლუბმა დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის მათემატიკური შანსი. ასე რომ, "სანზი" ზედიზედ მეექვსედ ვერ გავიდა პლეი ოფში, რაც ყველაზე უარესი სერიაა კლუბის არსებობის ისტორიაში.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" გამთამაშებელი კემბა უოკერი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 27.8 ქულა, 5.0 მოხსნა და 5.0 პასი დააგროვა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტის" მცველი სტივენ კარი, რომელიც თავის გუნდს ასევე ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კარის ანგარიშზე საშუალოდ 30.5 ქულა, 5.5 მოხსნა, 5.8 შედეგიანი პასი და 2.25 ჩაჭრა მოდის.

შარლოტი-დალასი 96:107

18:22, 15:30, 32:19, 31:36

შ: უოკერი (25+9 პასი), ბატუმი (20+7 პასი), უილიამსი (19+7 მოხსნა), ლი (12).

დ: პარსონსი (24+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (23+11 მოხსნა), უილიამსი (15), ლი (12+7 მოხსნა), ჰარისი (12), ფელტონი (9+12 პასი+3 ჩაჭრა).

ვაშინგტონი-დეტროიტი 124:81

34:15, 26:24, 33:24, 31:18

ვ: ნენე (20), გორტატი (16), უოლი (15+12 პასი), მორისი (14), სეშენსი (14), ბილი (12), პორტერი (11).

დ: კოლდუელ-პოუპი (18), ჰილიარდი (10), დრამონდი (7+12 მოხსნა).

მაიამი-დენვერი 124:119

36:33, 28:29, 26:29, 34:28

მ: უინსლოუ (20), უეიდი (19), ჯონსონი (18), უაიტსაიდი (18+10 მოხსნა), დენგი (17+8 მოხსნა), რიჩარდსონი (17+3 დაფარება), დრაგიჩი (11+8 პასი).

დ: ფარიდი (24+11 მოხსნა), მუდიაი (23+10 პასი), ჰარისი (18+3 ჩაჭრა), ოგასტინი (13), იოკიჩი (12+8 მოხსნა), ლოვერნი (10).

ტორონტო-ჩიკაგო 107:109

29:34, 23:24, 25:26, 30:25

ტ: ლოური (33+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), დეროზანი (27), პატერსონი (13).

ჩ: მაკდერმოტი (29), მიროტიჩი (17), მური (17), ბატლერი (13+6 პასი), გიბსონი (13+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-მემფისი 130:81

34:22, 31:19, 32:15, 33:25

ჰ: მოტეიუნასი (18), არიზა (16), ჰარდენი (15+8 პასი+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (12), ბიზლი (11+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), გუდლოკი (11), ბევერლი (10+6 პასი+3 ჩაჭრა), კაპელა (10), მაკდანიელსი (10), ჰოვარდი (7+13 მოხსნა+5 დაფარება).

მ: მარტინი (17+8 მოხსნა), ბარნსი (14+7 მოხსნა), სტივენსონი (12+15 მოხსნა), ჰოლინზი (10+8 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 128:94

31:22, 35:20, 36:30, 26:22

ო: კანტერი (26+7 მოხსნა), დურანტი (20+7 პასი), უესტბრუკი (17+10 მოხსნა+16 პასი), იბაკა (15+7 მოხსნა+3 დაფარება), ადამსი (13), ფოიე (11), მოროუ (11).

პ: ლილარდი (21), მაკალუმი (15), ამინუ (11).

იუტა-კლივლენდი 94:85

28:26, 20:18, 18:22, 28:19

ი: ჰუდი (28), ფეივორსი (19+3 დაფარება), მაკი (17+7 მოხსნა+10 პასი), ლაილსი (12), გობერი (5+11 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (23+12 მოხსნა), ირვინგი (15), ლავი (12+9 მოხსნა).

ფინიქსი-მინესოტა 107:104

27:25, 20:32, 29:21, 31:26

ფ: ტაკერი (23+12 მოხსნა), ტელეტოვიჩი (21+8 მოხსნა), ბუკერი (16+6 პასი), ჩენდლერი(14+11 მოხსნა), ლენი (9+11 მოხსნა).

მ: ლავინი (28), უიგინსი (22), თაუნსი (17+10 მოხსნა), რუბიო (13+17 პასი+4 ჩაჭრა), დიენგი (12+9 მოხსნა+3 დაფარება), მუჰამადი (10).

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 125:107

28:24, 31:26, 35:19, 31:38

გ-ს: კარი (27), ტომპსონი (18), გრინი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), სპეიტსი (14+7 მოხსნა), მაკადუ (11).

ნ-ო: დევისი (22+12 მოხსნა), დაგლასი (22+8 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (19), ჰოლიდეი (13), ბებიტი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი