14 მარტს, ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
14 მარტს, ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლევანდელ ჩემპიონატში, რომლის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სპორტული სააგენტო SBM ახორციელებს, 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო ოთხეული კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორრაუნდიან პლეი ოფში განაგრძობს.

პირველი სათამაშო დღე საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

ფუტსალის ლიგის სადებიუტო ტური თბილისური "დერბით" გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს "სპარტაკი" და "თბილისი" დაუპირისპირდნენ. მატჩის სტარტი "თბილისის" ფეხბურთელთა კარნახით წარიმართა და ნიკა თურმანიძემ ჩემპიონატის პირველი გოლი უკვე მეორე წუთზე გაიტანა. მალევე საკუთარი გუნდის უპირატესობა მანუკ მხითარიანმა განამტკიცა - 2-0.

მეტოქემ ანგარიშში სხვაობის შემცირება მე-11 წუთისთვის მოახერხა - თავი "სპარტაკის" აფრიკელმა ლეგიონერმა აბი აჰი ალფონსემ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც საბოლოოდ ჩემპიონატის პირველი პოკერი დაფიქსირდა. მიუხედავად ორივე გუნდის კართან შექმნილი არაერთი მომენტისა, პირველ ნახევარში მეტი გოლი არ გასულა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, იგი "სპარტაკის" ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ძირითადად მათი მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომებით იყო განპირობებული, რამაც შეხვედრის შედეგზეც იმოქმედა და საბოლოოდ 6-4 "სპარტაკის" სასარგებლოდ.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი "აფხაზეთისა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის გუნდებს შორის გაიმართა.

პირველი ნახევარი "სტუდენტების" უპირატესობით მიმდინარეობდა. მათი ათი ნომრის, ლაშა მაისურაძის დამსახურებით, ტაიმის მსვლელობისას ისინი ოთხჯერ გავიდნენ წინ, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთ ბურთზე მეტი სხვაობის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს. მეორე ტაიმი კი სრულად "აფხაზეთის" კარნახით წარიმართა და შეხვედრაც მათი გამარჯვებით, 10-4 დასრულდა.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა მოქმედი ჩემპიონის, "სტუ-თელასის" და "უფლისციხის" დაპირისპირება. მიუხედავად ჩემპიონის ფავორიტის სტატუსისა, გორელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი გოლი მხოლოდ პირველი ტაიმის დასრულებამდე 25 წამით ადრე, ბოლო იმედის ჯარიმისთვის დანიშნული 6 მეტრიანიდან გაუშვეს. თავი საუკეთესო გოლეადორმა, არჩილ ბოკერიამ გამოიჩინა.

მანამდე კი თავად გორელებს ჰქონდათ რამოდენიმე 100%-იანი შანსი, რომლის გოლად ქცევაც ვერ შეძლეს. მთელი მეორე ტაიმი "უფლისციხე" მოედანზე მეხუთე მოთამაშით იმყოფებოდა და კიდევ რამოდენიმე საგოლე ეპიზოდი გაატანა ქარს, რაც საბოლოოდ მაღალი კლასის მეტოქემ არ აპატია - 5-0 "თელასის" სასარგებლოდ.

ტურის დასკვნითი შეხვედრის წინ ჩემპიონატის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს და მათ ახალ გათამაშებაში წარმატებები უსურვეს.

ტური "დინამო" ბათუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. თსუ-მ სრულად გაამართლა ფავორიტის სტატუსი და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებაც შეძლო.

თბილისელები ეფექტური დარტყმით მათმა კაპიტანმა დავით ბობოხიძემ დააწინაურა. მალევე მან დუბლის შესრულებაც მოახერხა. ორი შედეგიანი დარტყმით გამოირჩა თსუ-ს შემტევი გია ნიკვაშვილიც, რასაც ზურაბ ლუკავამ და ნოდარ ქურცაძემ თითო-თითო გოლი მიუმატეს. აჭარლებმა კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა იკმარეს.

საბოლოოდ 6-1, ბესიკ არველაძის გუნდის სასარგებლოდ.

14.03.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური

სპარტაკი (თბ) - თბილისი (თბ) 6-4

გოლები: 1.26წთ, ნ. თურმანიძე (0-1), 5.09წთ, მხითარიანი (0-2), 12,22წთ, ალფონსე (1-2), 20.17, ალფონსე (2-2), 23.03წთ, იმედაძე (3-2), 25.45წთ, ალფონსე (4-2), 26.01წთ, მაისურაძე (4-3), 28.28წთ, ალფონსე (5-3), 31.28წთ, მგალობლიშვილი (6-3), 39.57, ნ.თურმანიძე (6-4)

სპარტაკი (თბ): სვანიძე, ალფონსე, იმედაძე, მგალობლიშვილი, კანდარელი, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, სერჟ აბლო

თბილისი (თბ): გედენიძე, დ.თურმანიძე, მხითარიანი, სოხინი, ნ. თურმანიძე, ჯანელიძე, კარაპეტიანი, მაისურაძე, ხახაშვილი, ხიდეშელი, ჭელიძე

იხილეთ ვიდეო

აფხაზეთი - IBSU 10-4

გოლები: 3.32წთ,მაისურაძე (0-1), 9.36წთ, სებისკვერაძე (1-1), 13.44, მაისურაძე (1-2), 16.15წთ, ღუღუნიშვილი (2-2), 16.54წთ, მაისურაძე (2-3), 17.42წთ, ღუღუნიშვილი (3-3), 19.36წთ, მაისურაძე (3-4), 21.33წთ, ახალაია (4-4), 24.09წთ, ხარაიშვილი (5-4), 29.30წთ, გოგოხია (6-4), 31.16წთ, ხარაიშვილი (7-4), 31.32წთ, სებისკვერაძე (8-4), 24.21წთ, ახალაია (9-4), 37.33წთ, ახალია (10-4)

აფხაზეთი: გელაშვილი, წამალაშვილი, გოგოხია, ხარაიშვილი, ფიფია, ჭანტურიძე, ქეშელაშვილი, ღუღუნიშვილი, ტვილდიანი, სებისკვერაძე, ახალაია, ჯაფარიძე, გოგოლაძე, ოთინაშვილი

IBSU: ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, ლ.კალანდია, სეფერთელაძე, ზატუაშვილი, ლოლუა, დევაძე, მაისურაძე, ჟორჟიკაშვილი, გველესიანი, ბაირამოვი, მ.კალანდია

იხილეთ ვიდეო

უფლისციხე - სტუ-თელასი 0-5

გოლები: 19.36წთ, ბოკერია 6მ (0-1), 30.20წთ, წვერავა (0-2), 31წთ, წვერავა (0-3), 32.01, თოფურია (0-4), 34.09, სოზაშვილი (0-5)

უფლისციხე: თათანაშვილი, მჭედლიშვილი, სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ადუაშვილი, ნასყიდაშვილი, ტლაშაძე, ლუკაშვილი, ოქროპირიძე, ბალიაშვილი, კბილაძე

სტუ-თელასი: გაბუჩია, თარხნიშვილი, სოზაშვილი, წვერავა, თოფურია, მამულაშვილი, ასათიანი, ბოკერია, შელეგია, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე

იხილეთ ვიდეო

დინამო (ბთ) - თსუ 1-6

გოლები: 5.15წთ, ბობოხიძე (0-1, 10.38წთ, ბობოხიძე (0-2), 11.30 წთ, ნიკვაშვილი (0-3), 14.49წთ, ქურცაძე (0-4), 25.48წთ, ნიკვაშვილი (0-5), 26.05წთ, შამილაძე (1-5), 31.17წთ, ლუკავა (1-6)

დინამო (ბთ): გუჯაბიძე, გ.ბერიძე, თოდაძე, დოლიძე, გოჩ. ბერიძე, კეკელიძე, ლორია, შამილაძე, ტყეშელიაძე

თსუ: ჯამბურია, სანიკიძე, ბობოხიძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ლუკავა, კობაიძე, სიგუნავა, ნიკვაშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე

იხილეთ ვიდეო

მომდევნო ტურის შეხვედრები 21 მარტს გაიმართება.

დინამო (ბთ) - უფლისციხე

თბილისი - აფხაზეთი

სტუ-თელასი - სპარტაკი

თსუ - IBSU

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან: გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City.

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა