საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები სამსუნის სალიცენზიო ტურნირისთვის უკრაინაში ემზადება
ბაქოში დამთავრდა მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, ირანის, რუსეთის, ისრაელის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ქართველთაგან საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ მერაბ თურქაძე (ქუთაისი, 56 კგ), ბადრი წიფურია (ფოთი, 60), გიორგი დოლიაშვილი (გორი, 64), გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი, 69) და გიორგი გიორგაძე (თბილისი, 75). მათგან გიორგი წიფურიამ ფინალში ირანელი რეზა კალანტარი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

მერაბ თურქაძემ ნახევარფინალში უკრაინელ ვლადისლავ ვეტოჩკინს აჯობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი ტრავმა მიიღო, მე-2 რაუნდში ორთაბრძოლა შეწყვიტა და მეორე ადგილს დასჯერდა. გიორგი გიორგაძემ ნახევარფინალში დავიდ ტიფლისკი (ისრაელი) ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ ფინალში მასპინძელ კამრან მამადოვთან ვერაფერს გახდა და ვერცხლის მედალი ხვდა. ბრინჯაოს დაჰყაბულდნენ გიორგი დოლიაშვილი და გიორგი ხარაბაძე, რომლებმაც ნახევარფინალები, შესაბამისად, ლორენცო სოტომაიორსა (აზერბაიჯანი) და სერგეი ბოგაჩუკთან (უკრაინა) დათმეს.

რაც შეეხება საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრებს, უკრაინულ კრივოი როგში იმყოფება და მასპინძლებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას ატარებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით (მწვრთნელები - თემურ ოჩიგავა, ზურაბ გუნია, ბექა ლობჟანიძე), ჩვენი გუნდი უკრაინაში ოსტატობას ასეთი შემადგენლობით იმაღლებს: ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა, 49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 52), სევერიან ჭილაძე (თბილისი, 56), ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი, 60), გელა აბაშიძე (ბათუმი, 69), ჯემალ შალამბერიძე (ქუთაისი, 69), კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი, 75), ნიკოლოზ სეხნიაშვილი (გორი, 81), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 91), მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).

ისინი რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან. პირველი ასეთი შეჯიბრება 8 აპრილიდან თურქულ სამსუნში გაიმართება. მეორე ტურნირს ივნისის შუა რიცხვებში ბაქო უმასპინძლებს.

დავით წიკლაურს კრივოი როგში შევეხმიანეთ.

- საწვრთნელი შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, - გვითხრა მან. - ბიჭები მონდომებით ვარჯიშობენ, თუმცა გვაქვს ერთი დანაკარგიც - ორი დღის წინ სევერიან ჭილაძემ ტრავმა მიიღო და სამსუნის სალიცენზიო ტურნირზე მისი წასვლა გამოირიცხა.

თურქულ ბატალიებზე 56 კილოში მონაწილე არ გვეყოლება, რადგან ბაქოში ასპარეზობისას მერაბ თურქაძემაც ტრავმა მიიღო.

- მაინც რამდენი მოკრივით აპირებთ თურქულ რინგზე გამოსვლას?

- ალბათ, ხუთ წონაში მოვსინჯავთ ძალებს. აქედანვე ცნობილია, რომ ოლიმპიური ლიცენზიისთვის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი და კონტინენტის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი მიხეილ ბახტიძე იბრძოლებენ. მათ ნაკრებში მოსახვედრად, უბრალოდ, კონკურენტები არ ჰყავთ.

69 კილოში კანდიდატები არიან გელა აბაშიძე და ჯემალ შალამბერიძე, 81-ში - ნიკოლოზ სეხნიაშვილი და იაგო კიზირია.

17-18 მარტს კრივოი როგში უკრაინისა და მოლდოვის მოკრივეებთან ამხანაგური შეხვედრები გვექნება. ნაკრების კანდიდატებს ამ პაექრობებშიც დავაკვირდებით. სამსუნში წამსვლელთა ვინაობა 24 მარტისთვის გვეცოდინება, როცა თბილისში ბოლო საწვრთნელ შეკრებას დავიწყებთ. 7 აპრილს კი თურქეთს მივაშურებთ.

- ბაქოს ტურნირის მონაწილეებს თუ ექნებათ სალიცენზიო ტურნირებზე მოხვედრის შანსი?

- ისინი ახალგაზრდები არიან, ახლახან გადმოვიდნენ უფროსებში. ამ ბიჭებს უფრო მომავალი შეჯიბრებებისთვის ვამზადებთ, რათა მომდევნო ოთხ წელიწადში დაიმკვიდრონ ნაკრებში ადგილი.

ამჟამად სალიცენზიო ტურნირებზე უფრო გამოცდილ სპორტსმენებს ვენდობით და ვიმედოვნებთ, რომ რიოს ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
ღვაწლი დაუფასდებათ: გორში კრივის ახალი დარბაზი აიგება
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝ ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓣᓚ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓣᓠ ᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓖᓔ 12 ᓡᓞᓝᓠᓢᓡᓛᓔᓜᓘᓗ ᓬᓐᓠᓡᓓᓒᓔᓑᓐ
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი რინგზე - 25 აპრილს თბილისში სარეიტინგო ბრძოლები ბრუნდება!
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს