ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

სექსი და ბრძოლა დანიაში
სპორტდარბაზში წავედი, შემდეგ პირად მცველს, რიკს ვთხოვე, ერთ ჩემს მეგობარ გოგონასთან მივეყვანე.

სრულიად არეული მქონდა გონება: რატომ შეიჭრნენ ეს ბიჭები ჩემს სახლში? როგორც გაირკვა, საქმე შემდეგში იყო: მაკის საპარიკმახეროში ერთი გოგონა გავიცანი.

სახლში წავიყვანე და ფაქტობრივად, დაახლოებით ერთი კვირით ჩემთან გადმოსახლდა. ვარჯიშზე მივდიოდი, ის კი შინ მარტო რჩებოდა. მხოლოდ ჩემი მაისურა ეცვა და სამზარეულოში ასე გამოწყობილი გადიოდა, შეფ-მზარეული დრიუ კი საუზმეს უმზადებდა.

მან იცოდა ყველა ოთახისა და ყველა კარის უსაფრთხოების კოდი. ამიტომაც, როცა მოეხასიათებოდა, შეეძლო სახლიდან წასვლა და უკან დაბრუნება. რა მოტაცებაზე იყო ლაპარაკი?! ბოლოს და ბოლოს, დატოვა ჩემი სახლი - რიკმა ის შინ წაიყვანა. კმაყოფილი წავიდა. და გასაკვირია - რამ აიძულა ჩემთან დაკავშირებით ისეთი განცხადება გაეკეთებინა, რომელმაც პოლიციელთა რეიდი გამოიწვია?

ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინა, როცა ჰიუსტონიდან ჩემმა ერთმა მეგობარმა დამირეკა - ხმის ჩამწერი სტუდიის რეჟისორმა. მან მომიყვა, რომ ეს გოგონა კიდევ ერთ ცნობილ მოკრივეს ხვდებოდა და ჩემგან წასული, სწორედ მას დაუბრუნდა. ის მოკრივე განრისხებული იყო. ჯერ სცემა ქალს, შემდეგ უბრძანა, პოლიციაში წასულიყო და ეცნობებინა, თითქოს მე ის მოვიტაცე და ძალით გავაჩერე ჩემთან.

ძალიან გავბრაზდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ სწორედ ეს მოკრივე იდგა ამ ყველაფრის უკან, მაგრამ თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ ჩათვალეთ, რომ მკვდარი იყო.

ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა სამაგიერო. და, როგორც ჩანს, მან ეს იგრძნო და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. თუმცა მისი პირადი მცველები ვერაფრით უშველიდნენ. ჩემს რაიონში ვიცნობდი ერთ ბიჭს, რომელიც ჯგუფური გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული.

ჩვეულებრივ, მას დავყავდი საზოგადოებრივ სამუშაოებზე. ის დამპირდა, რომ საკმარისი იყო ჩემი ერთი სიტყვა - და მისი სიგნალის შემდეგ ჩემს განკარგულებაში იქნებოდა 200 შეიარაღებული ადამიანი. მადლობა გადავუხადე, მაგრამ არ მივიღე ეს წინადადება. არასოდეს მიტაცებდა შურისძიება. რამდენიმე წლის შემდეგ ამ მოკრივესთან ერთად მარიხუანაც კი მოვწიე. მაგრამ მაშინ მართლა მინდოდა მისთვის ჭკუა მესწავლებინა. კარგია, რომ დროულად დავამუხრუჭე.

პოლიციის რეიდის შემდეგ იმ გოგონას სახელი ამოტივტივდა და ჟურნალისტებმა იმ საპარიკმახერომდე მოაღწიეს ჩემგან ინტერვიუს ასაღებად. მაკმა უკანა ოთახში დამმალა და ყველა კითხვაზე ასე პასუხობდა: დღეს მე არ ვუნახივარ. მაკმა საოლქო პროკურორს სტიუარტ ბელსაც დაურეკა და აცნობა, რომ სწორედ მან გამაცნო გოგონა. ის არ ყოფილა ტყვე და ჩემი მანქანით მთელ ქალაქში დასეირნობდა. მაკმა ჩემი შეშფოთების შესახებაც შეატყობინა: მე ხომ მალე კოპენჰაგენში უნდა გავფრენილიყავი მომდევნო ბრძოლისთვის.

- არ ინერვიულოთ, - უპასუხა მას ბელმა. - მაიკს შეუძლია მშვიდად გაემგზავროს ბრძოლაზე. ჩვენ დამატებით გამოძიებას ჩავატარებთ და თუ რამე მოხდება, უკვე ბრძოლის შემდეგ.

კოპენჰაგენის რეისზე, სადაც ბრაიან ნილსენთან საჩხუბრად მივდიოდი, ინციდენტი შეგვემთხვა. "ნიანგს" გული ერეოდა, შემდეგ გონება დაკარგა. ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული. საავადმყოფოში წაიყვანეს.

სამი დღე გავიდა და გადავწყვიტეთ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ, როცა აწონვაზე წავედით, უცებ გამოგვეცხადა, თითქოს არაფერი მომხდარაო. "ნიანგი" იმათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისაც შეეძლო ზედიზედ რამდენიმე კვირა გადაბმულად მიეღო ნარკოტიკები, შემდეგ უცებ მოეშორებინა მავნე ჩვევა და ექვსი კვირა ზედიზედ ევარჯიშა. შემდეგ ისევ დაბრუნებოდა ნარკოტიკებს და მიეღო კაიფი, თითქოს შესვენება არც ყოფილაო.

- ეი, მეგობარო, რას აკეთებდი? - ვკითხე მას.

- ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ცუდი არაფერი ჩამიდენია, - მიპასუხა მან.

- მე კი არ შემიწყვეტია, - ვუთხარი მე. - ჯანდაბა, როგორ გამოგდის ეს?

საქმე ისაა, რომ თუ ნარკოტიკებზე შევჯდებოდი, ჩემ გასაჩერებლად დაპატიმრება იყო საჭირო.

ამ მგზავრობისას ჩვენთან ერთად დეროუც იყო. კოპენჰაგენში ჩასვლის შემდეგ ერთმა ჯანმრთელმა მამაკაცმა, რომელიც ტიპურ დანიელ ბაიკერს ჰგავდა, რაღაც უთხრა ენტონი პიტსის ცოლს. დეროუმ ერთი დარტყმით წააქცია ეს ტიპი - წამით დაასწრო ენტონის.

- ბრწყინვალეა! - ვუთხარი მე. - ჩემთან ერთად არის ჩემი ადვოკატი და თან, პირადი მცველი.

დანია აღფრთოვანებული იყო. ყველა ბილეთი დიდ დარბაზში წამიერად გაიყიდა. ერთი წელი რინგზე არ ვყოფილვარ, ამიტომაც მიმაჩნდა, რომ რამდენიმე რაუნდი დამჭირდებოდა ნილსენთან გასამკლავებლად. იმ დროს ის საერთაშორისო საკრივო ასოციაციის ვერსიით იყო ჩემპიონი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. მას "სუპერ ბრაიანს" უწოდებდნენ და მისი სტატისტიკა იყო - 62 მოგება და ერთი წაგება, მაგრამ სინამდვილეში, არასოდეს უჩხუბია მაღალი დონის არც ერთ მოკრივესთან. მართალია, მან დაამარცხა სმიტი, ტიმ უიზერსპუნი და ლარი ჰოლმსი, მაგრამ ბრძოლის მომენტში მათ კარიერა დასრულებული ჰქონდათ.

ნილსენი დიდი ბიჭი იყო, 6 ფუტი და 4 დუიმის სიმაღლის და 260 ფუნტი წონის (შესაბამისად, 190 სმ და 118 კგ). ამიტომაც, კარგი სამიზნე იყო ჩემთვის. უკვე პირველ რაუნდში დავსაჯე კორპუსში დარტყმებით, მესამე რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი დარტყმების სერიით წავაქციე. მოჭრილი ხესავით დაეცა. ბაგირებს მისი დაცემა რომ არ შეერბილებინა, ვფიქრობ, რინგს ორ ნაწილად გადატეხავდა. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის ხანგრძლივ კარიერაში, როცა რინგზე დაეცა.

ამჯერად, სასარგებლოდ ვატარებდი დროს რინგზე. იმ დროისთვის ძალიან მოვიმატე წონაში. თითქოს იმიტომ, რომ მეტოქე ბევრს იწონიდა, სინამდვილეში, დიდად არ ვვარჯიშობდი ბრძოლის წინ. რინგზე 239 ფუნტით (108 კგ) გავედი, ეს იყო სარეკორდო წონა ჩემს კარიერაში. ამიტომაც მინდოდა კიდევ რამდენიმე რაუნდი ბრძოლა.

მე ის ექვსი რაუნდი ვარბენინე რინგზე. მეშვიდეს დასაწყისში არც ამდგარა თავისი ტაბურეტიდან. მარცხენა თვალთან ჭრილობა ჰქონდა და ამაზე ვმუშაობდი მთელი საღამო. მან უთხრა რეფერის, რომ ვერაფერს ხედავდა თვალის დაზიანების გამო, მაგრამ, სინამდვილეში, გადაღლილი და გამოფიტული იყო. ნილსენი ნორმალური ბიჭი იყო. მის მიმართ ნორმალური გრძნობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ მოსწონდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გრანდიოზული საღამო მოვაწყვე. ლუქსის დიდი ნომერი მეჭირა, მე და "ნიანგს" მარიხუანა და ალკოჰოლი გვქონდა. შემოგვიერთდნენ გოგონები. ეს ნორმალური, სწორი, საქმიანი გოგონები იყვნენ, მუშაობდნენ ცხრიდან ხუთამდე, განსხვავებით მეძავებისგან ან მოცეკვავეებისგან. დანიურ სექსკლუბებში ფართო არჩევანი იყო სექსისთვის, მაგრამ ჩემთვისაც კი ეს ძალიან დიდი სიგიჟე იყო. დანიაში, გერმანიაში, ბალკანურ ქვეყნებში სექსის კონცეფცია მეტად გამომწვევი იყო.

"ნიანგი" სულ გადაირია. თავდაპირველად, სექსი ჰქონდა იქაური პრომოუტერის ქალიშვილთან. შემდეგ ჩემი ლუქსის ტუალეტში გაიყვანა პალესტინელი გოგო. და მე მათ იქ გადავეყარე.

- ეი, მეგობარო! - მხარზე ხელი დავკარი და გუნდური თამაში დავიწყეთ. როცა ნომერში დავბრუნდით, იქ სხვა გოგონები დაგვხვდნენ და მათთან გავაგრძელეთ სექსი. მე ოთახის ერთ კუთხეში ვიყავი, "ნიანგი" - მეორეში და მესმოდა, ერთ-ერთი როგორ ეუბნებოდა მას: "მიყვარხარ, "ნიანგო!"

- როგორ შეიძლება გიყვარდეს? - დავიყვირე მთელ ოთახში. - მას ხომ სულ ერთი კვირაა იცნობ!

მკაცრი პირადი მცველიც კი გავჟიმე, რომელიც დანიელი პრომოუტერის მიერ დაქირავებულ უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ცოტას ლაპარაკობდა, შეკრული თმები ჰქონდა. ამიტომაც "ნიანგი" გაოცებული დარჩა, როცა ჩემთან ოთახში შემოვიდა და ის გაშლილი თმებით ჩემს საწოლზე დაინახა. საკმაოდ ქალური იყო. მართლა შევუყვარდი. უკან შტატებშიც კი გამაცილა, თუმცა არ გავაგრძელე მასთან ურთიერთობა.

კოპენჰაგენიდან შინ ყველა დაბრუნდა, ჩემსა და "ნიანგის" გარდა: ჩვენ დავრჩით და ორი თვე მთელ ევროპაში ვერთობოდით. რა თქმა უნდა, ამსტერდამში გავემგზავრეთ. მთელი გზა მარიხუანას ვეწეოდით. ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი. გარდა ამისა, ბრძოლის ჭრილობები მოშუშებული არ მქონდა, ამიტომაც გოგონებს სასტუმროს დიდ ლუქსში ვიბარებდით და პრაქტიკულად, მთელ დროს იქ ვატარებდით.

ამსტერდამიდან ბარსელონაში გავემგზავრეთ. ყველგან ვიყავით, მაგრამ ჩემმა ერთმა მწვრთნელმა "ნიანგი" სატელეფონო ზარებით აიკლო - დაბრუნების დრო იყო, ამიტომაც უკან გავემგზავრეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი